სად გადაიყვანეს უკრაინელი ლტოლვილები ბულგარეთში და  რა დეზინფორმაცია ვრცელდება მათ განსახლებაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

316
VIEWS

26 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Fantina Georgian ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ბულგარეთის მთავრობამ ხალხთან ერთად ბოლო კვირების განმავლობაში 35 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გაუშვეს ქვეყნიდან.” ვიდეოში   ქუჩაში ბარგთან ერთად მდგარი ადამიანთა მცირე ჯგუფი ჩანს.  ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს. იდენტური აღწერის მქონე პოსტების მიხედვით, უკრაინელ ლტოლვილებს ევროპული სასტუმროებიდან უპატივცემულო ქცევის გამო აძევებდნენ.

Screenshot 29 3 სად გადაიყვანეს უკრაინელი ლტოლვილები ბულგარეთში და  რა დეზინფორმაცია ვრცელდება მათ განსახლებაზე?

მტკიცება, თითქოს ბულგარეთის მთავრობამ 35 000 უკრაინელი ლტოლვილი ქვეყნიდან გააძევეს, მცდარია. ბულგარეთში ლტოლვილთა მიღებისა და დაბინავების ახალი სისტემით უკრაინელი ლტოლვილები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სასტუმროებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში გადაანაწილეს. ხოლო ვიდეო არა უკრაინელების ბულგარეთის სასტუმროებიდან მათი გაყრის,  არამედ დაბინავების ახალი სისტემის საილუსტრაციოდ უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.  

ბულგარეთში უკრაინელი ლტოლვილების მიღების პირველი, სამთვიანი ფაზა 31 მაისს დასრულდება. ამ სისტემით იმ სასტუმროებს, რომლებიც ლტოლვილებს იღებდნენ, ბულგარეთის მთავრობა დღიურად 40 ლევს (ადგილობრივი ვალუტა, დაახ. 64 ლარი) უხდიდა. 

13 მაისს გავრცელებულ მიმართვაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კალინა კონსტანტინოვამ ლტოლვილთა განსახლების ახალი ფაზის დეტალები განმარტა. მისი განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველი ფაზა 31 მაისს დასრულდებოდა, მისი დაწყების პირველივე დღიდან ცნობილი იყო. ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინელი ლტოლვილები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო დაწესებულებებში გადაენაწილებინა.  

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ სასტუმროების ნახევარი, რომლებიც პირველი ფაზის პერიოდში უკრაინელ ლტოლვილებს იფარებდა, თანახმა იყო აღნიშნული სერვისის მიწოდება გაეგრძელებინა. ახალი პირობებით, ბულგარეთის მთავრობა აღნიშნულ სასტუმროებს დღიურად 10 ლევს გადაუხდის, ხოლო კვების შეთავაზების შემთხვევაში, ეს თანხა 15 ლევამდე გაიზრდება

შესაბამისად, დროებითი საცხოვრებლის შეცვლა უკრაინელი ლტოლვილების მხოლოდ ნაწილს – 35 000 პირს მოუწია. აღსანიშნავია, რომ ძველიდან ახალი საცხოვრებლის მიმართულებით ერთჯერადი ტრანსპორტირების ხარჯები ბულგარეთის მთავრობამ დაფარა.

რაც შეეხება ვიდეოს, ის 26 მაისიდან სხვადასხვა მომხმარებლის მიერ განსხვავებული აღწერით ვრცელდება. 28 მაისს უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო УНІАН-მა აღნიშნული ვიდეო ტელეგრამის არხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებასთან ერთად გაავრცელა. განცხადებაში ბულგარეთში უკრაინელი ლტოლვილების დარჩენის ახალი სისტემაა განმარტებული

Screenshot 30 3 სად გადაიყვანეს უკრაინელი ლტოლვილები ბულგარეთში და  რა დეზინფორმაცია ვრცელდება მათ განსახლებაზე?

30 მაისის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბულგარეთის საზღვარი 293,6 ათასმა უკრაინელმა ლტოლვილმა გადაკვეთა, მათგან 90,3 ათასი ქვეყანაში დარჩა და ბულგარეთის მთავრობისგან დახმარება მიიღო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბულგარეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist