სად არის დამზადებული ლენინის 0-ევროიანი ბანკნოტი და როგორ უნდა დავამზადოთ უფასო ფული?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

წდ
1.7k
VIEWS

16 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოაქვეყნა ფოტო შემდეგი აღწერით: “ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ვლადიმირ ლენინის 150 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური ბანკნოტი გამოუშვა.” თავად ფოტოზე კი ვხედავთ 0 ევროს ღირებულების სასუვენირე ბანკნოტს, რომელზეც ვლადიმირ ლენინია გამოსახული.

"

პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული პოსტი ფოტომანიპულაციაა და ფეისბუქ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ბანკნოტი ლენინის გამოსახულებით მართლაც არსებობს, თუმცა ის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოშვებული არ არის და რუსეთშია წარმოებული.

ნული ევროს ღირებულების ბანკნოტი სუვენირია და ტურიზმის ხელშემწყობ ერთ-ერთ საშუალებად შეიქმნა. ფოტოზე გამოსახულ ბანკნოტს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპის ცენტრალურ ბანკთან გარდა იმისა, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს გაცემული აქვს ზოგადი ავტორიზაცია ნული ევროს ღირებულების ბანკნოტების დამზადების შესახებ, ისინი სხვადასხვა ქვეყნის კერძო საწარმოებში იბეჭდება. ასეთ ბანკნოტებზე შესაძლებელია გამოსახული იყოს ნებისმიერი პიროვნება თუ მოვლენა, რაც ხელს შეუწყობდა ამა თუ იმ ადგილის ტურისტულ პოპულარიზაციას. პირველად, 0-ევროიანი ბანკნოტი 2015 წელს საფრანგეთში გაჩნდა, შემდგომ კი მისი წარმოება სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს.

ნული ევროს ღირებულების ბანკნოტი, როგორც სუვენირი, შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერ სახელმწიფოში, შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომპანიის მიერ. მაგალითისთვის, 0-ევროიანი ბანკნოტები იბეჭდება თურქეთის, ირლანდიის და სხვა სახელმწიფოების კომპანიების მიერაც.

რაც შეეხება ლენინის ბანკნოტს, ის ნამდვილად მის 150 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა არა ევროპის ცენტრალური ბანკის, არამედ კერძო კომპანიის მიერ რუსეთში, რაც დასტურდება იმით, ამ კონკრეტული ბანკნოტის აღწერილობაში ქვეყნის გრაფაში მითითებულია რუსეთი. მსგავსი ბანკნოტები ხელმისაწვდომია საიტზე Eurosouvenirscheine.de.

"

სხვადასხვა ქვეყნების სასუვენირე 0 ევროს ბანკნოტებზე დატანილია ამ სახელმწიფოების ღირსშესანიშნაობები და გამოჩენილი ფიგურები. ამ ბანკნოტებს აქვთ ნამდვილი ევროს მსგავსი მახასიათებლები, თუმცა მათ გამოარჩევთ რიცხვი 0, რათა ვერ შევიდნენ ფულის მიმოქცევაში, როგორც კანონიერი ფინანსური ვალუტა. ქვემოთ იხილეთ სასუვენირე ბანკნოტების მაგალითები:

"

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist