30 მარტს News Front Georgia-მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მიშისტმა მებაჟეებმა 95 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანებს საჩუქარი წაართვეს!”. News Front-ის ინფორმაციით, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავდმჯომარე თემურ ფიფიას ლარსის გამშვებ პუნქტზე საბჭოთა სიმბოლიკა ჩამორთვეს.
როგორც სტატიიდან ირკვევა, ფიფიას 9 მაისს “სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის რუსეთიდან სტალინგრადის ბრძოლის სამახსოვრო 290 მედალი შემოჰქონდა. News Front-ი მედლების ფოტოს გვთავაზობს, რომელზეც საბჭოთა სიმბოლო – ნამგალი და ურო და გეორგიევსკის ლენტია გამსოახული.
News Front-ი ასევე ასაჯაროებს ჩამორთმევის აქტს, რომლის საფუძველზეც ფიფიას აღნიშნული ნივთები ჩამოერთვა. აქტში აღნიშნულია, რომ თემურ ფიფიას 300 ერთეული სამკერდე მედალი და 352 ერთეული სამკერდე მედლის სამსახსოვრო მოწმობა თავისუფლების ქარტიის საფუძველზე ჩამოერთვა.
კანონის აღსრულების გამო კრემლის News Front-ი ლარსის გამშვები პუნქტის მესაზღვრეებს ბრჭყალებში “ქართველებად” და მიშისტებად მოიხსენიებს, ხოლო ცვლის უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და “სამარცხვინო კაცუნას” უწოდებს. News Front-ის თქმით, საბჭოთა სიმბოლიკის ჩამორთმევა რუსეთთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებს.