სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

76
VIEWS

14 ივნისს ფეისბუქ-გვერდმა Tip Top Roofers And Builders საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია შემდეგი სათაურით გაავრცელა: “ახალი ბრალდებები სააკაშვილს, ხელისუფლება ისევ ცდილობს მის დახუჭვას”. პოსტს თან ახლავს ონლაინ გამოცემა Civil Georgia-ს ვიზუალი, Ბმულზე გადასვლისას კი სტატიის ავტორი გვამცნობს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საიდუმლოება პირდაპირ სასამართლო სხდომის დარბაზში გაამხილა”, რომლის მიხედვითაც მან კომპანია “სოკარის” შესახებ ხელისუფლების მიერ დაფარული ინფორმაცია გაავრცელა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანია “სოკარის” საშუალებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცხოვრების შეცვლა და შემოსავლის გაზრდა ყოველგვარი ინვესტირების გამოცდილების გარეშე შეუძლია. ყოფილი პრეზიდენტის ამ მოწოდებით, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დაინტერესდა Civil Georgia-ს ერთ-ერთი რედაქტორი, დავით აბაკელია, რომელმაც პირადად გამოიმუშავა ფული პლატფორმის საშუალებით და მკითხველსაც მოუწოდა, გაიარონ მარტივი რეგისტრაცია სტატიაში მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე.

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

თაღლითური ფეისბუქ-გვერდი მიხეილ სააკაშვილისა და Civil Georgia-ს სახელით გაყალბებულ სტატიას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილს კომპანია ,,სოკარში’’ ინვესტირების გზით გამდიდრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ისევე, როგორც სააკაშვილისა და “სოკარის” შესახებ სტატია არ გამოუქვეყნებია Civil Georgia-ს.  

რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე?  

გაყალბებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალი საინვესტიციო სერვისის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეების გამდიდრებას ისახავს მიზნად და კომპანია “სოკართან” არის დაკავშირებული, 2024 წლის 1 ივნისს სასამართლო სხდომაზე გაავრცელა. სინამდვილეში, აღნიშნულ თარიღში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. ექსპრეზიდენტის ბოლო პროცესი 3 ივნისს გაიმართა და ვიდეო მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა, ასევე, გაშუქდა მედიითაც. აღნიშნულ მიმართვაში სააკაშვილს “სოკარსა” და კომპანიაში ინვესტირებაზე განცხადება არ გაუკეთებია. 11 წუთიან მიმართვაში ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა “ქართულ ქარტიასა” და ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე, 2024 წლის არჩევნებზე, ენმ-ის ოფისზე თავდასხმასა და ანაკლიის პორტზე.  

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba1 სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

Civil Georgia-ს მსგავსი სტატია არ გამოუქვეყნებია 

ფეისბუქ-გვერდ Tip Top Roofers And Builders-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე დართულ ბმულს Civil Georgia-ს მსგავს ვებ-საიტზე გადავყავართ, რომელიც რეალურად მედიას არ ეკუთვნის. Მსგავსი შინაარსის სტატია მათ ოფიციალურ ვებ-საიტზე არ გავრცელებულა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში მრავალი შეცდომაა დაშვებული, რაც ბადებს ეჭვს, რომ ტექსტი მექანიკურ თარგმანს წარმოადგენს. მაგალითად: ,,ახალი ბრალდებები სააკაშვილს, ხელისუფლება ისევ ცდილობს მის დახუჭვას’’. Გარდა ამისა, სტატიაში ასევე წარმოდგენილია თითქოსდა გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორის, დავით აბაკელიას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელმაც, მათივე მტკიცებით, 500 ლარის ინვესტირებით რამდენიმე წუთში 812 ლარი გამოიმუშავა, ხოლო მეშვიდე დღეს 21552 ლარი. “არასდროს მინახავს ფულის შოვნის ისეთი ეფექტური გზა, როგორიც Socar-ია”, – აღნიშნავს “რედაქტორი”. თუმცა, Civil Georgia-ს ვებ-გვერდზე, სადაც რედაქციის წევრების შესახებ ინფორმაციაა გამოქვეყნებული, დავით აბაკელია არ ფიგურირებს. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს Civil Georgia-ს ერთ-ერთ რედაქტორს როგორც ეს გაყალბებულ სტატიაშია აღნიშნული.

სარეგისტრაციო ბმული თაღლითურ საიტზე 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თან ერთვის სარეგისტრაციო ბმული. Ბმულზე გადასვლისას ვაწყდებით კომპანია “სოკარის” ლოგოს, თუმცა, ვებ-საიტი კომპანია “სოკარს” არ ეკუთვნის. თაღლითურ სქემაში ადამიანების ჩასართავად, საიტზე სარეგისტრაციო ველში პირადი მონაცემების ჩაწერას ითხოვენ.  

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba2 სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

Whois.DomainTools-ის თანახმად, საიტის აიპი მისამართი კალიფორნიაში, ამერიკაში ფიქსირდება. Საიტი კი შექმნილია 2024 წლის 30 მაისს. 

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba3 სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

თაღლითური ფეისბუქ-გვერდი 

Რაც შეეხება Tip Top Roofers And Builders-ის ფეისბუქ-გვერდს, იგი 2021 წლის 9 ნოემბერს შეიქმნა. 2025 წლის 21 ივნისის მონაცემებით, გვერდს ჯამში 2 000 მოწონება აქვს და ამდენივე გამომწერი ჰყავს. გვერდის შესახებ ინფორმაციის ველში ვკითხულობთ, რომ ისინი მუშაობენ სახურავების შეკეთებაზე, განახლებასა და დამონტაჟებაზე. ველში, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნებიდან მართავენ ფეისბუქ-გვერდს, მითითებულია კანადა, პაკისტანი, ფილიპინები და ვიეტნამი. ამასთან, Მათ ფეისბუქ-გვერდზე მოცემულია ინფორმაცია მობილური ნორმის შესახებ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კოდი აქვს.

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba4 სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

თაღლითური პოსტები “სოკარის” სახელით 

აღსანიშნავია, რომ “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით წარსულშიც არაერთი თაღლითური შინაარსის პოსტი გავრცელებულა. ინფორმაცია, თითქოს კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ახორციელებს პროექტს, რომელშიც მოქალაქეებს ინვესტიციის ჩადება და თანხის გამომუშავება შეუძლიათ, სიმართლეს არ შეესაბამება მსგავსი ინფორმაცია კომპანიამ წარსულში არაერთხელ უარყო, მათ შორის, “მითების დეტექტორის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ

saakashvilis Civil.ge s da sokaris sakhelith morigi thaghlithuri posti vrtseldeba5 სააკაშვილის, Civil.ge-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

„სოკარის“ სახელით გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში ხშირად აყალბებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისა და თანამდებობის პირების სახელით გავრცელებულ სტატიებსა და ვიდეოებს. მსგავსი შინაარსის პოსტები წარსულში არაერთხელ გადამოწმდა „მითების დეტექტორის’’ მიერ. 

ვრცლად იხილეთ მასალებში:   


ალექსი მღებრიშვილი  

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist