რუსული საწამლავი

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

fffffffffffffffff
811
VIEWS

2018 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის პირველ არხზე  გავიდა კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელშიც ბრიტანეთისა და ამერიკის სპეც.სამსახურებს რუსეთთან დაკავშირებული პირების ინგლისში საეჭვო გარემოებში გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. სიუჟეტების სერია სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ორი მოქალაქე დაადანაშაულების გამოძახილია და ამ შემთხვევაში ბრიტანეთის სპც. სამსახურების კვალს უფრო შორეულ წარსულშიც კი, მე-16 საუკუნის ეპოქაში ეძებს. კერძოდ, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ექსპერტი იგორ ნიკულინი ამტკიცებს, რომ მეფე ივანე მრისხანე და მისი ვაჟი სწორედ ბრიტანელმა ექიმებმა მოწამლეს.

იგორ ნიკულინი, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ექსპერტი: „ეს სხვათა შორის ბრიტანეთის სპეც.სამსახურების სტილია ბოლო რამდენიმე ასწლეულის მანძილზე. მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში მეფე ივანე მრისხანე, როგორც მისი ვაჟი ივან ივანის ძე ბრიტანელმა ექიმებმა მოწამლეს.. “

სკრიპალების მოწამვლის გახმაურებული საქმის ფონზე რუსეთი აქტიურად ცდილობს კონტრ-ბრალდებების ახალი სამიზნეების  და დასავლეთის (განსაკუთრებით კი ბრიტანეთისა და აშშ-ს) სპეც.სამსახურების “დანაშაულებრივი კვალის” შესახებ ილუზორული მტკიცებები შექმნას. თუმცა, რეალური კვალი, რომელიც ხშირად კრემლის ოპონენტების ორგანიზმში ხვდება, საწამლავია.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული იმ საქმეების მიმოხილვას, სადაც კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეების მოწამვლა ან მოწამვლის მცდელობები იკვეთება.

საწამლავს კრემლი ოპონენტების და მიუღებელი პირების გასანადგურებლად, საუკუნეზე მეტია, რაც აქტიურად იყენებს. რუსეთში ბიოქიმიკოსი გრიგორი მიარანოვსკი უფერო, უსუნო და უგემო საწამლავების შექმნაზე 1928 წლიდან საიდუმლოდ მუშაობდა . ჯერ კიდევ 1945 წელს კგბ-ს ყოფილმა აგენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში ფსბ-ს ლუბიანკას შენობასთან ახლოს საწამლავების შესამოწმებლად ადამიანებზე საიდუმლო ექპერიმენტები ტარდებოდა.

კრემლთან დაპირისპირებული ატივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ისევე როგორც რუსეთისა და სსრკს-ს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები, საწამლავის სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მსხვერპლი ან სამიზნე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და სხვადასხვა დროს არაერთხელ გამხდარან .

პიოტრ ვერზილოვი – Pussy Riot-ის აქტივისტი

"

პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი,  პიოტრ ვერზილოვი, რომელიც კრემლის პოლიტიკისა და ვლადიმერ პუტინის კრიტიკით გამოირჩევა,  2018 წლის 11 სექტემბერს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მკურნალობა გერმანიაში გაააგრძელა. გერმანელი ექიმების თანახმად, ის მოწამლულია, თუმცა საწამლავი დადგენილი არ არის.

პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი ვერზილოვი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე სტადიონზე შევარდნის გამო, დაკავებული იყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი მეგობრები და თანამოაზრეები ვერზილოვის მოწამვლას კრემლის შურისძიებას უკავშირებენ.  Pussy Riot-ის აქტივისტისა და ვერზილოვის ყოფილი მეუღლის ნადია ტოლოკონიკოვას განცხადებით, მისი მოწამვლა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 ჟურნალისტის მკვლელობის საქმეს, რომელებიც კრემლთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებების საქმიანობას იძიებდნენ. ჟურნალისტების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირბით ვერზილოვი აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

ვიქტორ სკრიპალი – რუსეთის ყოფილი ჯაშუში
იულია სკრიპალი – ვიქტორ სკრიპალის შვილი

"

რუსეთის ყოფილი აგენტი ვიქტორ სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი 2018 წლის  4 მარტს სოლსბერიში (დიდ ბრიტანეთი) ნერვული აგენტით – ნოვიჩოკით მოიწამლნენ. საწამლავი მათი კარის სახელურზე იყო წასმული.

სკრიპალების მოწამვლის შესახებ ბრიტანულმა გამოძიებამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქმის ორი ეჭვმიტანილი ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეებია. Bellingcat-ის და The Insider-ის გამოძიების თანახმად, ორივე მათგანი რუსულ უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებულები, ისინი გრუ-ს თანამშრომლები  არიან.

ვლადიმერ კარა-მურზა – ოპოზიციის ლიდერი

"

პუტინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მაგნიტსკის სიის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მხარდამჭერი ვლადიმერ კარა-მურზა ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მოწამვლის მცდელობსააც 2-ჯერ ჰქონდა ადგილი და ის ორივეჯერ გადარჩა.

პირველი  შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც ვლადიმერ კარა-მურზა ერთ-ერთ შეხვედრაზე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მას ძლიერი ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდა,  მეორედ კი იგივე შემთხვევა 2017 წელს განმეორდა. საწამლავის სახეობა იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ექიმებმა მის სისხლში ძლიერი მეტალების მაღალი შემცველობა აღმოჩინეს.

ალექსანდრე პერეპილიჩნი  – ბიზნესმენი

"

2012 წლის ნოემბერში რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე პერეპილიჩნი ვეიბრიჯში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში გელსემიუმით მოიწალმა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გელსემიუმი ტოქსიკური მცენარეა, რომელიც მხოლოდ აზიაში იზრდება.

რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე პერეპილიჩნი 2009 წლიდან ლონდონში ცხოვრობდა. ის  ფულის გათეთრების სქემაში  რუსი ოფიციალური პირების შესაძლო მონაწილეობის შესახებ  აღძრულ საქმესთან დაკავშირებით შვეიცარიის გამოძებიებასთან თანამშრომლობდა. საქმე  Hermitage Capital ფონდის სარჩელის საფუძველზე აღიძრა, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი იყო. მანვე გამომძიებლებს მიაწოდა მტკიცებულებები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც 2009 წელს მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორში რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან იყო დაკავშირებული.

ალექსანდრე პერეპელიჩნი საკუთარ სახლან ახლოს, სირბილის დროს მოწამლეს. გამოძიებამ გარდაცვლილის ორგანიზმში იშვიათ, მომწამვლელი ყვავილის გელსემიუმის კვალს მიაგნო.

კარინა მოსკალენკო – ადვოკატი

"

(Francois Guillot/AFP/Getty Images)

2008 წელს ადვოკატი კარინა მოსკალენკო საფრანგეთში მოწამლეს. კარინა მოსკალენკო თავისი კლიენტის  ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა. კარინა მოსკალენკოს და მისი ოჯახის წევრებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდან. მან  ანა პოლიტკოვსკაიას მკლელობასთან დავკავშირებულ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრება ვერ შესძლო.

ანა პოლიტკოვსკაიას გარდა კარინა მოსკალენკო მიხაილ ხოდორკოვსკის ერთ-ერთი ადვოკატია და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩეჩნების ინტერესებს წარმოადგენდა.

კარინა მოსკალენკოს მანქანაში ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობის ნივთიერება აღმოაჩინეს.

ალექსანდრ ლიტვინენკო – რუსეთის ფსბ-ს ყოფილი თანამშრომელი

"

ალექსანდრ ლიტვინენკო  2006 წელს პოლონიუმ-210-ით  მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. პოლონიუმ -210-ი ძლიერი რადიოაქტიული ნივთიერებაა, რომელიც 250 000 -ჯერ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე ციანიდი.

ალექსანდრ ლიტვინენკო ფსბ-ს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელმაც ოჯახთან ერთად  რუსეთი 2000 წელს დატოვა და ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლედიმერ პუტინისა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების კრიტიკით გამოირჩეოდა. საკუთარ წიგნში მან პუტინის ხელისუფლება ამხილა რუსეთში იმ ინსცენირებული თავდასხმებისა და პროვოკაციების  დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის ჩეჩნეთშიც, რის შედეგადაც პუტინმა ძალაუფლება გაიმყარა. ის რუსეთის პრეზიდენტს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მისი მკვლელობაც იგეგმებდოდა.

ბრიტანული გამოძიების 2016 წლის დასკვნის თანახმად, სამხილები არსებობს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ლიტვინენკოს მოწამვლაში პასუხისმგებლობა  რუსეთს ეკისრება და შესაძლოა მოწამვლის ბრძანება თავად ვლადიმერ პუტინმა ან ფსბ-ს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა გასცა.

ლიტვონენკო 2006 წლის ნოემბერში ლონდონის ერთ-ერთ სუში-ბარში მოწამლეს, სავარაუდოდ საწამლავი ჩაიში იყო გარეული.

ვიქტორ იუშჩენკო -უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი

"

(STF/AFP/Getty Images

2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო სააარჩევნო კამპანიის პერიოდში დოქსინის სასიკვდილო დოზით იქნა მოწამლული. იუშენკოს გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, თუმცა მის სახეზე მოწამვლის  კვალი სამუდამოდ დარჩა. იუშჩენკოს მოწამვლის შესახებ ოფიციალური ვერსიით პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, თუმცა 2004 წლის არჩევნებში კრემლი იუშჩენკის მეტოქეს, იანუკოვიჩს უჭერდა მხარს , რომლის გამარჯვებას გაყალბებულ არჩევნებში ნარინჯისფერი რევოლუვია მოჰყვა. იუშჩენკოს მოწამვლაში ეჭმიტანილებად რუსული და უკრაინული სპეცსამსახურები მიიჩნევა.

ანა პოლიტკოვსკაია -ჟურნალისტი

"

(Jens Schlueter/AFP/Getty Images)

2004 წელს ანა პოლიტკოვსკაიას მოწამვლა თვითმფრინავში სცადეს, როდესაც ის ჩრდილოეთ ოსეთში მიფრინავდა, ბესლანის ტერორისტული თავდასხმის დროს, თავდასხმელებთან მოსალაპარაკებლად. თვითმფრინავში ჩაის დალევის შემდეგ ანა პოლიტკოვსკაია შეუძლოდ გახდა და ბესლანში ვერ ჩავიდა. საწამლავის სახეობა დადგენილი არ არის.

ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში რუსეთის ინტერვენციას აშუქებდა და პუტინის რეჟიმს სხვადასხვა დანაშაულებში ამხელდა. მას  2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ესროლეს და ადგილზევე გარდაიცვალა

იური შჩეკოჩიხინი – ჟურნალისტი

"

იური შჩეკოჩიხინი იყო რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელიც  ჩეჩნეთის ომის მოვლენებს აშუქებდა და რუსეთში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოდა.

ის 2003 წლის ივლისში გარდაიცვალა, აშშ-ში FBI-ს გამომძიებელთან დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე. მას აღენიშნებოდა უცნაური სიპტომები, რომელიც ძლიერ ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ის ლიელის სინდრომით გარდაიცვალა. თუმცა, მისი დაავადების ისტორია და დოკუმენტები არავისთვის არის ხელმისაწვდომი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მისი სიმპტომები ლიტვინენკოსა და ხოხლოვის გარდაცვალების სიპტომებს ჰგავდა და შესალოა, რადიოაქტიული ნივთიერებით – ტალიუმით იყოს მოწამლული.

ბორის კორცზაკი – ორმაგი აგენტი

"

1981 წლის აგვისტოში CIA-ის ორმაგი აგენტ ბორის კორცზაკი  რიცინით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. რიცინის შემცველი ტყვია მას ვირჯინიაშია, საკვები პროდუქტების შეძენის დროს ესროლეს. მის სისხლში აღმოჩენილი რიცინის დოზა სასიკვდილი არ არმოჩნდა და ბორის კორცზაკი გადარჩა. მისი მკვლელობის მცდელობაზე პასუხისმგებლობა კგბ-ს ეკისრება.

ჰაფიზულა ამინი – პოლიტიკოსი

"

ჰაფიზულა ამინი ავღანელი პოლიტიკოსი და 1979 წელს 3თვის მანძილზე ავღანეთის პრეზიდენტი იყო. სსრკ-ს ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლოა ის CIA-ის აგენტი ყოფილიყო.

კგბ-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა  პრეზიდენტის სასახლეში შეაღწიადა მზარეული გახდა.  1979 წლის 13 დეკემბერს აგენტს პრეზიდენტის მოწამვლის მცდელობა ჰქონდა. ამინმა იეჭვა რომ მოწამვლას უპირებდნენ და საჭმელი სიძეს გაუცვალა, რომელის სადილობის შემდეგ შეუძლოდ გახდა და მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰაფიზულა ამინის მოწამვლის მცდელობიდან 2 კვირის შემდეგ სსრკ ავღანეთში შეიჭრა და ჰაფიზულა ამინი დაამხეს.

გეორგი მარკოვი – დისიდენტი

"

1978 წელს ბულგარელი დისიდენტი და რადიოწამყვანი გეორგი მარკოვი ლონდონში მოწამლეს. ის ლონდონის ვატელოუს ხიდთან ახლოს ავტობუსს ელოდებოდა, როდესაც უცნობმა მოულოდნელად ფეხში ქოლგა ჩაარტყა. მარკოვი მაშინვე ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

"

როგორც აღმოჩნდა, ქოლგაში მოთავსებული იყო აბუსალათინისაგან დამზადებული საწამლავის – რიცინის  ბურთულა.

ბულგარელმა დისიდენტმა და მწერალმა, გიორგი მარკოვმა 1968 წლიდან დასავლურ მედიაში დაიწყო მუშაობა. ის ბი-ბი-სის ოფისში მიდიოდა, როდესაც მოკლეს. მიჩნეულია, რომ ის ბულგარეთის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მოკლა. თუმცა, მკვლელობა კგბ-ს დახმარებით განხორციელდა.

ვლადიმერ კოსტოვი – დისიდენტი

"

გიორგი მარკოვის თავდასხმაზე 10 დღით ადრე, 1978 წლის აგვისტოში, მისი კოლეგა, ასევე,   ბულგარელი დისიდენტი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვლადიმერ კოსტოვი რიცინით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მას პარიზის ერთ-ერთ მეტროსადგურში ზურგში რიცინის ტყვია ესროლეს. საწამლავის დოზა სასიკვდილო არ აღმოჩნდა და  კოსტოვი გადარჩა.

"


 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist