რუსული საინფორმაციო პროპაგანდა ბავშვებისთვის ახალ ანიმაციას ამზადებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

foto_animaciis
57
VIEWS

რუსეთის ხელისუფლება, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ მოსახლეობაში კრემლის მიერ ავტორიზებული გზავნილების გავრცელებას, იდეოლოგიური პროპაგანდის სამიზნედ ამჯერად მცირეწლოვან ბავშვებს ირჩევს.

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დაწყებისთანავე, პოპულარული საბავშვო გადაცემის „ღამე მშვიდობისა პატარებო” პატარა პერსონაჟმა გამოთქვა სურვილი , შეერთებოდა რუსულ არმიას და ებრძოლა რუსეთის საზღვრების დასაცავად.\

ამ ტენდენციის საპასუხოდ, მცირეწლოვან ბავშვებზე გათვლილი საინფორმაციო პროპაგანდის ფარგლებში, რუსი ბავშვები მალე იხილავენ ახალ ანიმაციურ ფილმს, სადაც პატარებს ყველაზე დიდ საშიშროებად მოევლინებათ გრძნეულები შოტლანდიის მთიანეთიდან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ანიმაციური ფილმის სიუჟეტის თანახმად, საშიშ ჯადოქრებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო მფარველობს.

“ბავშვები ჯადოქართა წინააღმდეგ – ერთგვარი ომია პატრიოტ KGB ჯუნიორებისა და ბოროტ ჰარი პოტერის ბანდას შორის.. და KGB ბავშვები იმარჯვებენ”, – წერს შოტლანტიური გამოცემა „The Herald”.

ანიმაციური ფილმი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. მას მხარს უჭერს რუსეთის მთავრობა და მართლმადიდებლური ეკლესია. ანიმაციურ ფილმს 8 წუთიანი ტრეილერი აქვს, რომელშიც განმარტებულია ანიმაციის შექმნის მოტივები. ერთ-ერთი რუსი სასულიერო პირის განმარტებით, ანიმაციის სიუჟეტი წარმოადგენს „მორალურ სტანდარტებთან დაბრუნებას”.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist