რუსული პროპაგანდა ფანტასტიკური ჟანრის თანამედროვე ლიტერატურაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

wwe
142
VIEWS

მითი რუსეთის სამხედრო უძლეველობის შესახებ ახალი არ არის. კრემლისტურ ნარატივს თანამედროვე რუსი მწერლების ნაწარმოებებშიც ვხვდებით.

სტალინი ცოცხალია და დრაკონებს ებრძვის

რა მოხდებოდა სტალინს გარდაცვალების შემდეგ პარალელურ სამყაროში რომ გადაენაცვლა? ამ კითხვაზე პასუხს  სერგეი შკენევის ფანტასტიკური ჟანრის წიგნში “წითელი ბატონი” იპოვით.  გარდაცვალების შემდეგ დიდი ბელადი მაგიურ სამყაროში გადასახლდება, სადაც “სახალხო დერჟავა” არისტოკრატიული იმპერიის, წითელი არმია კი  – კაციჭამია დრაკონების წინააღმდეგ იბრძვის.

"

რუსეთის თავდაცვის მინისტრი “უკან მომავალში”

მწერალი იური ვალინი გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმს წარსულში, 1944 წლის უკრაინაში აბრუნებს, სადაც რუსმა გმირებმა მომავალი უნდა შეცალონ და “ბანდეროვცებს” დაუპირისპირდნენ.   თუ მკითხველებს ამ გმირი ჯარისკაცების წარმოდგენა გაუჭირდათ, ყოველი შემთხვევისათვის წიგნის ყდაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა გამოსახული, რომელსაც ავტომატი დაჩოქილი უკრაინელების თავზე აქვს აღმართული.

"

რუსეთის იმპერია ბრიტანეთს იპყრობს

სიკვდილი ბრიტანეთს!” – ამ დასახელების წიგნში ჯარისკაცს მეფის რუსეთში აბრუნებენ, სადაც ის იმპერატორ ალექსანდრე III-ს სხეულში გადასახლდება და ბრიტანეთის დასაპრყობად რუსეთის ჯარს დირიჟაბლებითა და ტანკებით აღჭურვავს. თუმცა, რომ გაიგოთ, საკმარისია თუ არა თანამედროვე აღჭურვილობა “ინგლისელი ლომისათვის ტყავის გასაძრობად” და “წვრილბრიტების” ზღვაში გადასაგდებად”, ამისთვის თვითგამოცხადებული მწერლის წიგნი უნდა წაიკითხოთ.

"

რუსი ზეჯარისკაცები სირიელებს ეხმარებიან

წიგნის “ექსტრასენსი სპეცდანიშნულების რაზმიდან” მთავარი გმირი ექსტრასენსული უნარების მქონე ჯარისკაცია გრუ-ს ელიტური ქვედანაყოფიდან. ექსტრასენსი თავის რაზმთან ერთად სირიაში მიემგზავრება, სადაც ტყვედ უნდა ჩაიგდოს მამაკაცი, რომელიც ჩრდილოეთის პროვინციებში “ბოევიკებს” აფინანსებს. ოპერაციამდე ხელმძღვანელი ჯარისკაცებს უხსნის, რომ, ცენტრალური აფრიკის ქვეყნები ან ახალი ზელანდია რუსეთს არ აინტერესებს, რადგან ისინი შორს მდებარეობენ. სამაგიეროდ, რუსეთს “ძალიან აინტერესებს რა ხდება მეზობელ ან მოკავშირე ქვეყნებში” და საჭიროა ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი იქ მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენს.

"

რუსეთს “თავისიანი” ორკებისა და ელფების სამყაროშიც ჰყავს

ბოროტებას ორთავე სამყაროში მარტო გრუ კი არა რუსი პოლიციელებიც ებრძვიან. რა უნდა ქნას იუსტიციის ლეიტენანტმა თუ ხედავს, რომ ორკი მხარზე ორ ადამიანს მიათრევს? რა თქმა უდნდა, გადაარჩინოს, – ვკითხულობთ სერგეი ბუზინინის წიგნის “დიდი დათვის გუშაგის” ანოტაციაში.

"

ელფები საბჭოთა ჯარების დასახმარებლად

პარალელურ სამყაროებს შორის მხოლოდ რუსი ოფიცრები არ გადაადგილდებიან. ხანდახან ელფებიც გადმოდიან ჩვენს რეალობაში.  დმიტრი კრუჟევსკის წიგნში “ტანკისტი” ელფი დეინარი დენის ფილიმონოვი ხდება და საბჭოთა ჯარის სატანკო ბატალიონში ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის.

"


მომზადებულია Beyond Russia-ს მასალის მიხედვით.


 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist