რუსული მედია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეუთოს მისიის მანქანების გატაცებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

285
VIEWS

1 მარტს რუსულმა მედიასაშუალებებმა (sputniknews.com,ria.ru russian.rt.com, www.bfm.ru, tass.com) გავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ნაციონალისტურმა ფორმირებებმა ეუთოს სადამკვირველო მისიის 20 მანქანა გაიტაცეს. რუსული მედია თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებულ ცნობაზე  დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრების ბედი უცნობი იყო.

Screenshot 1 რუსული მედია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეუთოს მისიის მანქანების გატაცებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს Screenshot 2 რუსული მედია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეუთოს მისიის მანქანების გატაცებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
ინფორმაცია უკრაინაში “ნაციონალისტური დაჯგუფებების” მიერ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანქანების გატაცების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. StopFake-ისთვის მიცემულ კომენტარში კრამატორსკში ეუთოს მისიის წარმომადგენელმა თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო.

ინფორმაცია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 20 მანქანის გატაცების შესახებ პირველ მარტს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციამ გაავრცელა. მათი ცნობით, უკრაინულმა “ნაციონალისტურმა ფორმირებებმა”, კრამატორსკში არსებული ვითარებით ისარგებლეს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ოცამდე მანქანა გაიტაცეს. ასევე, მათი მტკიცებით,  უცნობი იყო უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრების ბედი.

Screenshot 3 1 რუსული მედია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეუთოს მისიის მანქანების გატაცებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

წყარო: Народная милиция ДНР

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სპეციალური მისია უკრაინაში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს. კრამატორსკში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა StopFake-ისთვის მიცემულ კომენტარში უარყო ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ მისიის მანქანები უკრაინულმა ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს. უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პირველი მარტის ანგარიშში კრამატორსკში მანქანების გატაცების შესახებ ინფორმაციას ასევე ვერ ვხვდებით. ანგარიშის თანახმად, პირველ მარტს მონიტორინგის ჯგუფები დონეცკისა და ლუგანსკის საპატრულო ცენტრებიდან იყვნენ ევაკუირებულნი, ხოლო ხარკოვის მონიტორინგის ჯგუფი დნეპრში გადაიყვანეს. ეუთომ სადამკვირვებლო მისიის წევრების დროებითი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო.

Screenshot 4 1 რუსული მედია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ეუთოს მისიის მანქანების გატაცებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
წყარო: osce.org


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: OSCE, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist