განახლება: იდენტური პოსტი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Postv-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, სახელისუფლებო გამოცემა მარშალპრესმა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა გაბი კამაევმა, ედიშერ გვენეტაძემ და ნინო ჯღარკავამ, ასევე ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტზე დაყრდნობით ჯგუფებმა წინ საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ! და პროტესტი გააზიარეს. პოსტი გაავრცელეს ანონიმურმა ანგარიშებმა ვიოლა კრამონაძე, შიინ ევროპისკენ და სხვებმა.
21 აპრილს ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური საღორე N5” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს პოსტერი, წარწერით “არა რუსულ კანონს! კი ერთსქესიანთა ქორწინებას”.
გავრცელებული ვიზუალი ფოტოშოპით არის დამუშავებული, ხოლო პოსტერის შინაარსი შეცვლილი. ავთენტურ ფოტოზე, რომელიც ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთს” ეკუთვნის, პოსტერი “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონის წინააღმეგ ბრძოლას ეხება და არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების მოთხვნას.
20 აპრილს ქალთა მოძრაობამ აქცია სახელწოდებით „ქალები ვირჩევთ ევროპას!“ გამართა. მსვლელობა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქცია იყო, რომელიც ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთმაც გააშუქა. “ნეტგაზეთის” ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პოსტერით ხელში, რომელზეც ინგლისურ ენაზე შემდეგი წარწერაა ასახული: “როგორც პირველი რესპუბლიკის ქალები, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის ახლა!” (Like the Women of the First Republic, We Fight for Georgia’s Future Now!).
სწორედ აღნიშნული ფოტოს პროგრამულად დამუშავების შედეგად არის შეცვლილი პოსტერის შინაარსი, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ერთნაირსქესიანთა ქორიწინების მოთხოვნაზე დაყვანას და საზოგადობრივი აზრით მანიპულირებას ისახავს მიზნად.
ავთენტური ფოტო
წყარო: ნეტგაზეთი |
პროგრამულად დამუშავებული ფოტო
წყარო: პოლიტიკური საღორე N5 |
“როგორც პირველი რესპუბლიკის ქალები, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის ახლა!” (Like the Women of the First Republic, We Fight for Georgia’s Future Now!) | “არა რუსულ კანონს!
კი ერთსქესიანთა ქორწინებას” |
აქციების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონი, რომელსაც უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავად და რეპრესიულად განიხილავენ.
კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დისრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაცია ანონიმურმა სახელისუფლებო ანგარიშებმა ადრეც გაავრცელეს:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.