რუსული და ამერიკული “რობოტების“ შეჯახება ტყუილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სსსსა
96
VIEWS

რუსულმა ტექნოლოგიურმა კომპანია “Promobot”-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 6 იანვარს ლას-ვეგასში მის ერთ-ერთი  პროდუქტს – V.4 მოდელის სარეკლამო რობოტს ამერიკული კომპანიის ტესლას S მოდელის თვირთმართვადი (უპილოტო) ელექტრონული მანქანა დაეჯახა. კომპანიის თანახმად ინციდენტი  ლას-ვეგასში, ელექტროსაქონლის მომხმარებელთა გამოფენასთან (CES) არსებულ პარკინგზე მოხდა. ინფორმაციას ერთვის ვიდეო, სადაც აღბეჭდილია შეჯახების მომენტი და როგორ ცდილობს ადამიანი დაცემული რობოტის ფეხზე დაყენებას.

"
წყარო:promo-bot.ru

ვიდეოები სოციალურ ქსელებში, ასევე რუსულენოვან და უცხორ მედიაში სწრაფად გავრცელდა ისეთი სათაურებით, თითქოს ლას-ვეგასში რობოტებს შორის მსოფლიოში პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვიდეო The Daily Mail online -მაც გამოაქვეყნა. Youtube-ზე კი ვიდეოს ქვეშ მომხმარებლები წერდნენ, რომ ვიდეო Promobot-ის დადგმული იყო.

ფაქტების გადამოწმების ამერიკული ორგანიზაცია პოლიგრაფის თქმით, ვიდეოში ნაჩვენები ტესლას ავტომობილის მოდელს არ აქვს ავტოპილოტის – თვითმართვის ფუნქცია, რასაც ტესლას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციაც ადასტურებს. ტესლას ვებ-გვერდის მიხედვით, აღნიშნულ მოდელს “სრული თვითმართვადი შესაძლებლობები მომავალში ექნება”

იმ ფაქტს, რომ ტესლას მანქანა თვითმართვადი არ იყო, ადასტურებს ვიდეოში მოცემული ერთი კადრიც, რომელშიც  ჩანს, რომ ტესლას ავტომობილზე მარჯვნივ (რობოტისაკენ) მოხვევის აღმნიშვნელი ნიშანი ვიდეოს მეთორმეტე წამზე ჩაირთო, რაც აშკარაა, რომ  მძღოლის მიერ იყო განხორციელებული. თუმცა Daily Mail-ი ამბობს, რომ მანქანაში არა მძღოლი, არამედ მგზავრი იჯდა და მისი მტკიცებით, მგზავრის ჯორჯ კალენდრას ციტატაც აქვს მოყვანილი. კალენდრას სანდოობაზე კი კვლავ პოლიგრაფი დაეჭვდა, რადგანაც მათი განმარტებით, კალენდრას მიერ ინგლისური კომენტარი, უცნაური ლექსიკისა და გრამატიკის გამო არ ჰგავს იმ ადამიანის კომენტარს, რომლის მშობლიური ენაც ინგლისურია. პოლიგრაფი განმარტებისთვის Daily Mail-საც დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ რუსულ კომპანია Promobot-ს რუსული რობოტების შესახებ რამდენიმე ვიდეო წარსულშიც აქვს გადაღებული. ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, რუსულმა რობოტმა პატარა გოგონა გადაარჩინა, კიდევ ერთი ვიდეოს თანახმად რობოტი გაიქცა, რადგანაც მას “თავისუფლება სურდა”. მომხმარებლებმა Promobot-ი აქაც ამხილეს და დაწერეს, რომ ვიდეოები არა რეალური, არამედ დადგმული იყო.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/0s4nxcleVd0.jpg?itok=SnDtZXPm”,”video_url”:”https://youtu.be/0s4nxcleVd0 “,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist