რუსული ბომბდამშენის უპირატესობაზე კრემლისტური და ჩინური გამოცემები ერთმანეთს ციტირებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რგჯყ
542
VIEWS

Polygraph-ის მასალის მიხედვით

7-10 ნოემბრის პერიოდში რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის ზღვის თავზე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც აშშ-ის ორი F-35 Lightning II საბრძოლო თვითმფრინავი და რუსეთის Tu-160 ბომბდამშენი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ნოემბერს ორმა ამერიკულმა მეხუთე თაობის F-35-მა რუსული Tu-160-ის ხელში ჩაგდება სცადა, თუმცა რუსული ბომბდამშენის პილოტი პროფესიონალურად დაუსხლტა ხელიდან მათ, მიუხედავად იმისა, რომ, რუსული მედიის თქმით, Tu-160 მოძველებული საბჭოთა საჰაერო ძალების იარაღია, ხოლო მეხუთე თაობის F-35 Lightning II კი თანამედროვე ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი.

აღნიშნული ცნობები გამოქვეყნდა ცნობილ კრემლისტურ გამოცემებში, მათ შორის RIA Novosti, Sputnik.ru, Lenta.ru, Rossiskaya Gazeta და Trud, ასევე სამხედრო ვებ-გვერდებზე Topwar.ru,  და VVS.moscow. საინტერესო ფაქტია, რომ ჩამოთვლილი მედია-საშუალებები წყაროდ ახალი ამბების ჩინურ სააგენტო Sina-ს უთითებენ, ხოლო თავად Sina კი სპუტნიკს იმოწმებს.

""

""

Sina: 3 ნოემბერს რუსული სააგენტო სპუტნიკის ცნობით, რუსული ბომბდამშენი Tu-160 აწარმოებდა რუტინულ საბრძოლო მზადყოფნის ოპერაციას.

გარდა იმისა, რომ რუსული და ჩინური მედიები ერთმანეთს იმოწმებენ და გაუგებარია ვინ არის გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო, ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის მიერ რუსული ბომბდამშენის დაჭერის მცდელობაზე გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

3 ნოემბერს იაპონიის ზღვის თავზე მსგავსი ინციდენტი არც ერთ სამეთვალყურეო საავიაციო ბაზაში არ დაფიქსირებულა. ამასთან, სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტმა გაზეთ Voenno-Promyshlenny Kurier-ს დაუდასტურა, რომ ნოემბერში Tu-160-ის ფრენები იაპონიის ზღვაზე საერთოდ არ ყოფილა.

ასევე, რუსული ბომბდამშენი Tu-160-ის აღწერა, თითქოს ის ძველი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავია, ტყუილია. რეალურად, Tu-160 მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბომბდამშენია, რომელიც საათში 1 379 მილს ავითარებს. Tu-160-ის ორიგინალი ვერსიების გამოშვება 1992 წელს შეჩერდა, თუმცა 2015 წელს მოდერნიზებული Tu-160-ის ბომბდამშენების მშენებლობა განახლდა და მისი დებიუტი 2018 წელს შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ახალი მოდელი გამოსცადეს და მას “რუსეთის სიამაყე” უწოდეს, რომელიც, მათი თქმით, მსოფლიო მასშტაბით მოწინავე შეიარაღებაა. ამის მიუხედავად, სიტუაციისამებრ კრემლისტური გამოცემები Tu-160-ს მოძველებულ საბჭოთა ბომბდამშენად იხსენიებენ.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist