რუსულ მედიაზე კონტროლის ცენტრალიზებული სქემა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

eeputt
59
VIEWS

რამდენად კოორდინირებულია პროკრემლისტური დეზინფორმაციის კამპანია? რამდენად ახორციელებს ხელისუფლება პირდაპირ კონტროლს რუსულ მედიაზე? ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს დამოუკიდებელი რუსული ინტერნეტ მედიის  “პროექტის” მიერ ჩატარებული ჟურნალისიკურ გამოძიებაზე დაყრდნობით EU Vs. Disinfo-ს გვთავაზობს.

“პროექტის” მიერ ჩატარებული ახალი გამოძიება  კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსული მედიის კონტროლის ცენტრალიზირებული სისტემა კრემლის მაღალჩინოსნების მიერ იმართება და რუსულ მედიაში  პროპაგანდისტული ნარატივები სპონტანურად არ ჩნდება. 

ტოტალური კონტროლი

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომელთაგან ზოგიერთი ანონიმურია, “პროექტის” ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ალექსეი გრომოვი, ასევე სხვა პოლიტიკოსები და კრემლთან დაახლოებული ორლიგარქები, რომლეთაც, ამავდროულად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, რუსულ მედიაზე კრემლიდან  ცენტრალიზებულ ტოტალურ კონტროლს ახორციელებენ.

“ყველასათვის ცნობილია, რომ ძირითადი რუსული მედიები, განსაკუთრებით კი ტელევიზიები ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან”. – წეს “პროექტი”. სტატიაში აღნიშნულია, რომ “რუსულ მედიაზე ისეთი ტოტალური კონტროლი ხორციელდება, რომ ჟურნალისტები დღემდე არ საუბრობენ პიროვნებაზე, რომელიც მათ თითქმის 20 წელია კრემლიდან მართავს ”.

"
წყარო: Proekt.media

ინსტრუქცია დუმილის შესახებ

გრომოვის მხრიდან  რუსული მედიები კონკრეტულ საკითხებზე დუმილის შესახებ მითითებებს იღებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2017 წლის მარტში რუსეთის დიდი ქლაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები და მასშტაბური პროტესტი, რაც არც ერთმა კრემლისტურმა მედიამ გააშუქა.

“პროექტის” წყაროები აცხადებენ, რომ  მედია საჭირო ინსტრუქციას გრომოვისგან, არა დისტანციურად, არამედ  ყოველკვირეულ შეხვედრებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იღებს. შეხვედრები ძირითადად ხუთშაბათობით იმართება.

ყოველკვირეულ შეხვედრებზე მედიის წარმომადგენლები  პირდაპირ და მკაფიო ინსტრუქციებს იღებენ თუ რა უნდა გააშუქონ და როგორ. ასევე, ფრაზით “ამ ამბავს შეგიძიათ ყურადღება არ მიაქციოთ” მედიის წარმომადგენლებს მიანიშნებენ, რომ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ უნდა გაშუქდეს. კრემლის ადმინისტრაციაში მედიის მიმართ ზეპირი მითითებების გაცემის შესახებ Rossiya 1-ის და Rossiya 24 – ის ჟურნალისტებიც ყვებოდნენ.

"
წყარო: EU vs Disinfo

მედიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებს ძირითადი სახელმწიფო და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის: რუსეთის პირველი არხი,  როსია 1 და როსია 24; NTV და REN TV. ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი გავლენიანი პირი RT-ისა და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანია, რომლის აზრსაც შეხვედრებზე განსაკუთრებით ითვალისწინებენ.

"
წყარო: EU vs Disinfo

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მედიის წარმომადგენლების გარდა  სახელმწიფო უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურების თანამშრომლები ესწრებიან.

მითითებებიდან უხეშ ჩარევამდე

“პროექტის” კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი პირდაპირ მითითებებს აძლევს  მედიებს, თუმცა კრემლის კონტროლი მითითებებთან ერთად ბევრად უხეშ და ძალადობრივ მეთოდებსაც გულისხმობს, რასაც სათავეში “პუტინის შეფ-მზარეულის” სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინი უდგას. “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტური გამოძიებით მიხედვით, პრიგოჟინი ცნობილი “პეტერბურგის ტროლების ქარხნის” გარდა ისეთ აქტივობებსაც ახორციელებს, როგორიცაა კრემლის კრიტიკოს ბლოგერებსა და ოპოზიციონერებზე ფიზიკური თავდასხმა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist