რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველები რუსული ჯარის შემოყვანას ითხოვენ, მცდარია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

surati_2
67
VIEWS

რუსულ მედია პორტალებზე Правдаe-News  და Колокол Росcии, ასევე სოციალური ქსელის Одноклассники-ს ჯგუფში “ЗНАТЬ ПРАВДУ- ВАШЕ ПРАВО!” წინა კვირას გავრცელდა მასალები იდენტური სათაურით “Грузины просят ввести в страну российские войска” (ქართველები ქვეყანაში რუსული ჯარის შეყვანას ითხოვენ).

გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში ქართველების მიერ რუსული ჯარის შემოყვანის მოთხოვნა 2016 წლის 4 აგვისტოს “სოციალისტური საქართველოს” მიერ თელავში გამართულ აქციასთან იყო დაკავშირებული, რომელსაც “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი ვალერი კვარაცხელია, ორგანიზაცია “სტალინის” თავმჯდომარე გიორგი ონიანი და “ერთიანი კომუნისტური პარტიის” ლიდერი თემურ ფიფია უძღვებოდნენ. აქციის მთავარი ლოზუნგები რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება და ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციაზე უარის თქმა იყო. აქციას ასევე შეუერთდნენ პირები, რომლებიც საბჭოთა პოლიციის ფორმას და საბჭოთა სიმბოლიკას ატარებდნენ.

მტკიცება, თითქოს ქართველები საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას ითხოვენ უსაფუძვლოა, რადგან თელავში სოციალისტური საქართველოს აქციას 300-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც წარმომადგენლობითი არ არის. ასეთი მოთხოვნა აქციაზე კიდევაც რომ გაჟღერებულიყო, საზოგადოების მცირე ჯგუფის მოთხოვნის საქართველოს მთელი მოსახლეობის პოზიციად წარმოჩენის საფუძველს რუსულ მედიას არ აძლევდა. საგარეო კურსთან დაკავშირებით, 2008 წლის რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის 77 %-მა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, ხოლო NDI-ს 2016 წლის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, NATO-ში გაწევრიანების მომხრე 64 %, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე 72 %-ია. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა (53 %) ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს ელის, ვიდრე რუსეთისგან (29 %).

აქედან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველები საქართველოში რუსული ჯარის შემოყვანას ითხოვენ, მცდარია.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist