რუსი ჟურნალისტი MH17-ზე სიმართლის თქმისთვის დაისაჯა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

VS
155
VIEWS

EUvsDisinfoს მასალის მიხედვით

პაველ კანიგინი რუსი ჟურნალისტია, რომელიც დამოუკიდებელ გაზეთ Novaya Gazeta-ში მუშაობს და 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიაზე მაილიზიის ავიახაზების თვითმფრინავის MH17 რეისის ჩამოგდებას აშუქებს.

2019 წლის 7 ივნისს MH17-ის ქეისზე Novaya Gazeta-მ პაველ კანიგინის ახალი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიგნებებიც უკვე არსებულ მტკიცებებულებთან ერთად კრემლის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა. სტატიაში დასმული იყო კითხვა, თუ რას აკეთებდნენ რუსეთის ანტისაჰაერო ძალების მებრძოლები უკრაინის საზღვართან მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების დღეს? ჟურნალისტურმა გამოძიებამ საჯარო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლიითაც საგზაო პოლიციას სამხედრო შეიარაღების ესკორტირებას და სამხედრო პერსონალისთვის შესყიდვების განხორციელებას სთხოვდნენ.

"

19 ივნისს კი, ისევ კანიგინის ავტორობით, Novaya Gazeta-მ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ დასახელებულ 4 ეჭვმიტანილზეც გაავრცელა ინფორმაცია, რომელთაგანაც 3 რუსეთის მოქალაქეა.

აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ, კრემლისტურმა მედიამაც არ დააყოვნა და 21 ივნისს Rossiya 1-ის ეთერში კანიგინზე პერსონალური შეტევა განახორციელა.  Rossiya 1-ის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ეთერში განაცხადა, რომ “საგამოძიებო ჟურნალისტის ხარისხი” კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ამასთან, სოლოვიოვმა პირდაპირ ეთერში კანიგინის ვიდეოჩანაწერი გაუშვა და აღნიშნა, რომ ის კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"

როგორც კადრში ჩანს, წამყვანა Novaya Gazeta-ს ჟურნალისტს ნარკომანობაზე ცილი იმის საფუძველზე დასწამა, რომ მან ეთერში ჩართვისას საკუთარ ცხვირს ხელი შეახო. ამასთან დაკავშირებით, Novaya Gazeta-ს რედაქტორმა განაცხადა, რომ კანიგინის მიმართულებით ცილისწამებას ადგილი ადრეც ჰქონია და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა არც ისე დიდი ხნის წინ გაიკეთა ჰაიმორის ღრუს ოპერაცია, რამაც სატელევიზიო ეთერის დროს მისი ქცევა განაპირობა.

ამ სახის დეზინფორმაციებს კრემლი დიდი ხანია მიმართავს არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დასაჯოს კონკრეტული ჟურნალისტები, არამედ იმიტომ, რომ იერიში მიიტანოს თავისუფალ მედიაზე. მსგავსი მეთოდებით კრემლი ცდილობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ აუდიტორიას ნდობა შეარყიოს და ყურადღება გადაატანინოს 2014 წლის MH17-ის ინციდენტიდან, რის შესახებაც სიმართლის დამალვას კრემლი უკვე წლებია ცდილობს.

MH17-ის შესახებ “მითების დეტექტორს” გამოქვეყნებული აქვს Bellingcat-ისა და JIT-ის გამოძიების შედეგები, რაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის ბრალეულობას ამტკიცებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. უკრაინის უსაფრთხოების სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით კი შეძლეს იმ რუსი ოფიცრებისა და დონბასის სეპრატისტი ლიდერების იდენტიფიცირებაც, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist