რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩევი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში მთავარი მოქმედი პირია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

tkachev-putin
483
VIEWS

2017 წლის 8 დეკემბერს Bellingcat.com-მა და The Insider.com-მა გამოაქვეყნეს მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური ბოინგ 777-ის (რეისი ამსტერდამი-კუალა ლუმპური, MH17) აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებაში მთავარი მოქმედი პირი რუსი გენერალ-პოლკონვიკია.

The Insider-ისა და Bellingcat-ის ერთობილივი გამოძიება ღია წყაროების კვლევას, საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ხმის ანალიზის ექსპერტიზას იყენებდა, რათა დაედგინა “დელფინის” იდენტობა. “დელფინი” არის მთავარი ფიგურა, რომელსაც მალაიზიური ავიახაზების თვითფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდებასთან დაკავშირებით  ჰოლანდიელების ხელმძღვანელობით შექმნილი “ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი” (JIT) ეძებს. The Insider-ისა და Bellingcat-ის გამოძიებით დადგინდა, რომ “დელფინი” დიდი ალბათობით გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ფიოდორის-ძე ტკაჩევია, რომელიც ამჟამად რუსეთის ცენტრალური სამხედრო რაიონის მთავარი ინსპექტორია.
2016 წლის 18 სექტემბერს “ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა” (JIT) მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ორი პირის “დელფინისა” და “ორიონის” სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, რომლებიც ერთმანეთს სახელითა და მამის სახელით – ნიკოლაი ფიოდორის-ძე (ფიოდოროვიჩ) და ანდრეი ივანეს-ძე (ივანოვიჩ) – მიმართავენ. “ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა” (JIT) თვითმხილეველებს ამ პირებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. The Insider-ისა და Bellingcat-ის განცხადებით უცნობია “დელფინის” და “ორიონის” უშუალო როლი მალაიზიური თვითმფრინავის (MH17) ჩამოგდებაში, თუმცა ისინი აღნიშავენ, რომ რადგან “ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა” (JIT) სპეციფიკურად მათზე მოითხოვა მეტი ინფორმაციის მიწოდება გამოდის რომ “დელფინი” და “ორიონი” ტრაგედიაში მონაწილე მთავარი მოქმედი პირები არიან.

Bellingcat-მა და The Insider-მა სხვადასხვა ღია წყაროს ანალიზით დაადგინეს, რომ “დელფინი” სავარაუდოდ რუსი მაღალი სამხედრო წოდების პირი უნდა ყოფილიყო. სატელეფონო საუბრიდანაც ირკვევა, რომ  იგი უშუალოდ არ იმყოფება აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ადგილას, თუმცა იცის სამხედრო განლაგება და შემადგენლობა, ასევე “დელფინი” “ორიონს”  შენობით , ხოლო “ორიონი” კი თქვენობით მიმართავს. Bellingcat-ი და The Insider-ი აღნიშნავენ, რომ ცოცხალი რუსი მაღალი სამხედრო სტატუსის მქონე პირი, რომლის სახელი და მამის სახელი ნიკოლაი ფიოდორის-ძე (ფიოდოროვიჩ) და თან გენერალ-პოლკოვნოკი იყოს, ერთადერთია და იგი სწორედ  ნიკოლაი ფიოდორის-ძე (ფიოდოროვიჩ) ტკაჩევია.

ხმის ანალაზისის ექსპერტიზა

Bellingcat-მა და The Insider-მა ტკაჩევის ხმის ერთადერთი საზოგადოდ ხელმისაწვდომი ნიმუში 2017 წლის ეკატერინბურგის სუვოროვის სამხედრო სკოლის ცერემონიაზე მისი მოკლე გამოსვლა იპოვეს, რომელიც ხმის ანალიზისთვის არ გამოდგებოდა. The Insider-ი ეკატერინბურგის სუვოროვის სამხედრო სკოლის შესახებ ამბის დაწერის მომიზეზებით ტკაჩევს დაუკავშირდა, რათა მისი ხმის აუდიო ნიმუში მოეპოვებინა.
Bellingcat-ი და The Insider-ი კოლორადოს უნივერსიტეტის მედია-კრიმინალისტიკის ეროვნულ ცენტრს და ლიტვის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრს (FSCL) ხმის ანალიზის ექსპერტიზისთვის დაუკავშირდა, რათა ერთი მხრივ “ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის” (JIT) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერისა და მეორე მხრივ The Insider-ის მიერ მოპოვებული ტკაჩევის ხმის აუდიო ვერსია შეედარებინა. კოლორადოს უნივერსიტეტის მედია-კრიმინალისტიკის ეროვნულ ცენტრის (UC Denver) და ლიტვის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის (FSCL) დასკვნებით “ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის” (JIT) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბარში მონაწილე “დელფინი” და გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ფიოდორის-ძე (ფიოდოროვიჩი) ტკაჩევი ძალიან მაღალი ალბათობით ერთი და იგივე პიროვნებაა.

გენერალ-პოლკოვნიკ ნიკოლაი ტკაჩევის შესახებ

Bellingcat-ის ინფორმაციით გენერალ-პოლკოვნიკ ნიკოლაი ფიოდორის-ძე ტკაჩევის სამხედრო კარიერა 1980 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში, მისი სამხედრო წოდება აღმოსავლეთ გერმანიაში, დასავლეთ უკრაინასა და საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსავლეთში სარდლობის შედეგად ნელ-ნელა გაიზარდა. მან ჩეჩნეთის პირველსა (1994-1996) და მეორე ომში (1999-2000) მონაწილეობა მიიღო. 2010 წელს კრემლის პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ტკაჩევი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა, თუმცა რეალურად მან სხვადასხვა განარგძო სამხედრო პასუხიმგებლობის შესრულება. 2011-14 წლებშ ტკაჩევი სირიაში რუსეთის მთავარი სამხედრო მრჩეველი გახდა.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist