რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეგსს
506
VIEWS

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ კონსპირაციების წყაროდ ქართულ მედიაში ამჟამად რუსი ექსტრასენსი, ანატოლი კაშპიროვსკი მოგვევლინა, რომლის მიმართვა  ვლადიმერ პუტინისადმი ქართულმა მედიაგამოცემებმა For.ge, Resonancedaily.com და Primetime.ge  გამოაქვეყნეს. ინფორმაციაში, რომელიც მედიებმა კაშპიროვსკის სიტყვებით “დაიწყება უფრო საშინელი რამ” დაასათაურეს ექსტრასენსი კორონავირუსის პანდემიას გათამაშებულს უწოდებს და  მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე. მისივე თქმით, კორონავირუსის ჩავლისა და ვაქცინაციის შემდეგ „ადამიანების საყოველთაო მოკვდინება“ დაიწყება და ამ პროცესში ბილ გეიტსი მონაწილეობს:

ანატოლი კაშპიროვსკი: ,,სხვადასხვა დროს კაცობრიობა სხვადასხვა პანდემიის წინაშე იდგა: ქოლერა, შავი ჭირი, ფრინველის გრიპი, ესპანკა… „…და აი, კორონავირუსის პანდემიაც გათამაშდა. თავიდან ბილ გეითსმა ღიად განაცხადა, რომ იქნება ვაქცინა და თავად ის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, რომელმაც მსოფლიოში ახალი წესრიგის დაწესება გადაწყვიტა მოსახლეობის „გაწმენდის“ გზით. „ზედმეტი კი ბევრია“.

მტკიცება, თითქოს მასობრივი ვაქცინაცია ადამიანთა მასოვრიბი სიკვდილიანობისკენ არის მიმართული და ამ პროცესში ჩართულია ბილ გეიტსი, კონსპირაცაა.

  • ,,ზედმეტი კი ბევრია” VS “განახლება ნულისკენ”

აღნიშნული დეზინფორმაციის საფუძველი 2010 წელს Ted Talk-ში ბილ გეიტსის სიტყვით გამოსვლა გახდა, სწორედ ამ გამოსვლაზე წარადგინა მან პროგრამა ,,განახლება ნულისკენ”, რომელიც რუს ექსტრასენსს ,,ზედმეტი კი ბევრიას” ინტერპრეტაციით აქვს გამოყენებული. გამოსვლისას გეიტსმა აღნიშნა, რომ ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, შეანელებს მოსახლეობის ზრდას.

ბილ გეიტსის ვაქცინაციის პროგრამის ირგვლივ გავცლებული ინფორმაცია, თითქოს ის დეპოპულაციას იწვევს, წლებია ვრცელდება. გარდა მოსახლეობის ხელოვნურად შემცირებისა, პოპულარულია მითები ვაქცინაციაზე, როგორც ჩიპიზაციისა და უნაყოფობის გამომწვევ მიზეზზე. გეითსების ფონდის ვაქცინაციის კამპანიამ განვითარებადი ქვეყნების ბავშვების 90% უკვე დაფარა (მათ შორის არის დიარეისა და პნევმონიის საწინააღმდეგო ახალი ტიპის ვაქცინებიც), ფონდის მონაცემებით, 2010-2019 წლებში ვაქცინაციამ 7.6 მილიონი 5 წლამდე ბავშვის სიკვდილის პრევენცია გახადა შესაძლებელი.  2014 წელს დაწყებული მალარიის ვაქცინის სწრაფი დანერგვით, კიდევ 1,1 მილიონი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, შედეგად 8,7 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

  • იდენტური დეზინფორმაცია ფეისბუკ გვერდებსა და რუსულ მედიაში

კაშპიროვსკის ვიდეო მიმართვა, რომელსაც ნახევარი მილიონი ნახვა აქვს, ქართულ ფეისბუკ გვერდებზე “თქვენთვის საინტერესოა”, ასევე  For.ge-სთან დაკავშირებულ გვერდებზე “თავისუფლება”, Yellow Facts, Tbilisi News გაზიარდა.

"

"

მიმართვა გავრცელდა რუსულ ფეისბუკ გვერდებსა და მედიაში: Lenta.ru, News.ru, koronainfo.ru, og.ru, runews24.ru, სადაც მეორდება ნარატივი, რომ რელური საფრთხე კაცობრიობას პანდემიის დასრულების შემდეგ ემუქრება.


ამავე თემააზე იხილეთ “მითების დეტქტორის” სხვა მასალები:

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist