რუსი დეპუტატი ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეების გენოციდი კოსმოსიდან დაინახა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

2-5 ახალი1
161
VIEWS

2019 წლის 8 ივლისს ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლმენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსმა კოსმონავტმა და დუმის დეპუტატმა ელენა სეროვამ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე ილაპარაკა და უკრაინის მთავრობა საკუთარი ხალხის გენოციდში დაადანაშაულა.

ბრალდების გასამყარებლად დეპუტატმა ისიც დაამატა, რომ ამ დანაშაულს იგი თავად შეესწრო და აღმოსავლეთ უკრაინაში გასროლილი ბომბები კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალით დაინახა.

ელენა სეროვა: “საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შეუიარაღებელი თვალით დავინახე დონბასსა და ლუგანსკში აფეთქებული ბომბები და ჭურვები. მათ ისროდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ამ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცებოდა.”

რამდენიმე უკრაინულმა და რუსულმა მედია-საშუალებამ გაბედა და ქალბატონი სეროვას განცხადებები ეჭვქვეშ დააყენა. როგორ შეძლებდა კოსმონავტი კოსმოსური სადგურის შორეული პოზიციიდან თვალყური ედევნებინა ჭურვების აფეთქების ტრაექტორიისთვის, გაურკვეველია. 

ელენა სეროვას კრიტიკოსებს შორის იყო რუსი კოსმონავტი იური ბათურინიც, რომელმაც კომენტარი BBC-ს მისცა და აღნიშნა, რომ შეუიარაღებელი თვალით ორმხრივ სროლებზე დაკვირვება შეუძლებელია. “ვფიქრობ, რომ ეს გაზვიადებაა. დასაკვირვებელი აღჭურვილობის გარეშე, არამგონია, რომ [გასროლის] შემჩნევა შესაძლებელი იყოს.”- განაცხადა ბათურინმა.

მოგვიანებით, რადიო Говорит Москва-სთან ინტერვიუში სეროვამ დაამატა, რომ ის 2014 წელს ექსპედიციაში იმყოფებოდა და ექსპერიმენტების დროს შუალედებში დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კოსმოსური სადგურიდან უკრაინის კონფლიქტისთვის თვალი ედევნებინა. კოსმონავტმა ასევე აღნიშნა, რომ ღამე განსაკუთრებით კარგად ჩანს რა მიმართულებით მიფრინავენ ბომბები და სად ფეთქდებიან. 

via GIPHY

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს ორბიტიდან მართლაც აღიბეჭდა, თუმცა არა შეუიარაღებელი თვალით, არამედ სატელიტური ფოტოების მეშვეობით, რამაც კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობა გამოავლინა . Digital Globes-ის მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 27 მარტის ფოტოებში უკრაინის საზღვართან განლაგებულია რუსეთის ჯარი საარტილერიო და საჰაერო ხომალდებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და ტანკებით. 2014 წლის აგვისტოში კი NATO-მ ახალი სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, როგორ მონაწილეობენ რუსეთის საბრძოლო ძალები სამხედრო ოპერაციებში უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist