რუსეთთან პირდაპირი დიალოგის რისკები

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

20690458_10212519063944674_4285269928482396840_o - Copy
675
VIEWS

“პატრიოტთა ალიანსის” ვიდეო კლიპში, რომელიც  TV ობიექტივის ეთერში 6 აგვისტოდან გადის, პარტია ოკუპაციის კანონის გაუქმების გარდა, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. კლიპში პარტიის ლიდერები ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ და მოსახლეობას ამ მიზნით აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

გიორგი ლომია: “ამავდროულად კონფლიქტის მოსაგვარებლად პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან ღალატად გამოცხადდა…

ირმა ინაშვილი: ცნობილია, რომ იაპონიას ამერიკასთან დიალოგი არ შეუწყვეტია ატომური დაბომბვის შემდეგაც.  ასევე გავიხსენოთ, რომ გერმანია სწორედ დიალოგმა გააერთიანა. სააკაშვილები და ბოკერიები გვიმტკიცებენ, რომ დიალოგი ღალატის ტოლფასია,. დიალოგი დაგვაზიანებს. არადა, მხოლოდ დიალოგით გამოსწორდება ის ზიანი, რომელიც სააკაშვილებმა და ბოკერიებმა მოგვაყენეს…

ემზარ კვიციანი: თუ შენ მხარს უჭერ ევროინტეგრაციას და ამავდროულად რუსებთან პირდაპირ დიალოგს

შემოუერთდი ჩვენს აქციებს”.

"

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც  საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ საქართველო აგრესორი ქვეყნის პირისპირ ერთი-ერთზე არ არის დარჩენილი და მასში საქართველოს  ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია ჩართული.

რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ აღიარების საპასუხოდ, 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. 12 აგვისტოდან კი მოქმედებს ჟენევის ფორმატი, რომლის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების  უზრუნველყოფის დაცვა. ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგს საერთაშორისო აქტორების – გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის მონაწილეობით. მოლაპარაკებებს ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები.  ჟენევის ფორმატში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მოლაპარაკებები ორი პარალელური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს.

  1. პირველი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივად აქვს აღებული ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რუსეთი უარს აცხადებს ამგვარი ვალდებულების აღებაზე.
  2. მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები – მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვ. რუსეთის ფედერაცია, უგულებელყოფს დევნილი მოსახლეობის უფლებებს და გამუდმებით ახდენს დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მთავრობა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს  განიხილავს, როგორც ერთადერთ ფორმატს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად და ადასტურებს კონსტრუქციული ჩართულობისთვის მზადყოფნას.

გთავაზობთ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის დავით სიხარულიძისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის  კომენტარებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ფორმატის არსებობას საქართველოსთვის.

დავით სიხარულიძე თვლის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მთავარი პრობლემა არა დიალოგის ნაკლებობაა, არამედ ის, რომ რუსეთს არ სურს საქართველო იყოს ინსტიტუციურად მტკიცე და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსეთთან ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც დიალოგში მონაწილეობენ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები და მაგალითად ასახელებს ჟენევის ფორმატს.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, საქართველოს არჩევანი იყოს დამოუკიდებელი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი –  მიუღებელია რუსეთისთვის, შესაბამისად დიალოგი მასთან აზრსმოკლებულია და შედეგად საქართველოს მხოლოდ დათმობებს მოუტანს. ხარშილაძე მიიჩნევს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მოწოდება მოსკოვიდან მიღებული ერთ-ერთი დავალებაა, რომლის მიზანია შეიქმნას ილუზიურ მიზნებზე დაფუძნებული ფსევდოდიალოგი რუსეთთან, რომელიც საქართველოს დასავლეთში დისკრედიტაციას გაუწევს.

წყარო

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist