რუსეთში სტალინის შესახებ სატირული ფილმის “სტალინის სიკვდილი” ჩვენება აიკრძალა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

jk
65
VIEWS

23 იანვარს, პრემიერამდე ორი დღით ადრე, რუსეთის კულტურის სამინისტრომ სატირული ფილმის “სტალინის სიკვდილი” ჩვენების ლიცენზია შეაჩერა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა.

ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იანუჩის სატირულ-იუმორისტული ფილმი სტალინის ცხოვრების ბოლო საათებს და მისი სიკვდილის შემდეგ სტალინის უახლოეს გარემოცვაში ძალაუფლებისთვის დაწყებულ ბრძოლას აღწერს.

ფილმის დახურული ჩვენება მოსკოვის კინოთეატრ “კარო”-ში ჯერ კიდევ 2017 წლის 18 დეკემბერს შედგა. მას შემდეგ ფილმი 2018 წლის 22 იანვარს კულტურის სამინისტროში იხილეს. მნახველებს შორის იყვნენ რუსი რეჟისორები და პროდიუსერებიც.

ჩვენებიდან მეორე დღეს რუსმა რეჟისორება, მწერლებმა და კულტურის სფეროს სხვა მოღვაწეებმა კულტურის მინისტრს ვლადიმირ მედინსკის ფილმის ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს.

“ბოროტული და აბსოლუტურად შეუსაბამო თითქოსდა “კომედიასთან”, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ფაშიზმზე გაიმარჯვეს,” – ასე შეაფასეს “სტალინის სიკვდილი” მათ კულტურის სამინისტროს სახელზე მომზადებულ წერილში.

მათ გარდა კულტურის სამინისტროს რუსეთში მოღვაწე იურისტებმაც მიმართეს, რომლებმაც ფილმში აღწერილი სიუჟეტი “ექსტრემიზმის გამოვლინებად” ჩათვალეს.

“ფილმი “სტალინის სიკვდილი” მიმართულია სიძულვილისა და მტრობის გაღვივებისკენ, აკნინებს რუსი (საბჭოთა) ადამიანის ღირსებებს, ახდენს ადამიანის არასრულფასოვნების პროპაგანდას მისი სოციალური თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით, ეს კი ესქტრემიზმის ნიშნებს შეიცავს,” –  ნათქვამია რუსი იურისტების მიმართვაში.

დუმის დეპუტატებისა და იურისტების მოთხოვნით ფილმი დამატებით ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რომელმაც უნდა დაასვკნას, შეიცავს, თუ არა ფილმი ექსტრემიზმის ნიშნებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist