რუსეთში ფიქრობენ, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ვიდეო თამაშებს იყენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

hwreh
107
VIEWS

პოლიგრაფის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი აღნიშნავს, რომ ვიდეო თამაშ Metal Gear-ს აშშ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის, განსაკუთრებით კი რუსეთის წინააღმდეგ ახალგაზრდების მანიპულირებისთვის იყენებს.

ანდრეი კარტაპოლოვი: „ინტერნეტში არსებობს ამერიკის სპეციალური სამსახურების მიერ შემუშავებული პროექტები, მაგალითად Metal Gear და RuNet Echo, რომლებიც მანიპულირებენ საზოგადოების ცნობიერებით და განსაკუთრებით ზემოქმედებენ ახალგაზრდებზე…“

რეალურად Metal Gear იაპონიაში შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. თამაშის მიზანი რუსეთის მთავრობის დისკრედიტაცია არ არის, მეტიც, ზოგიერთი ნაწილი თავად აშშ-სა და ნატოს წარმოაჩენს ნეგატიურ კონტექსტში.

  • ანდრეი კარტაპოლოვი თვლის, რომ აშშ ვიდეო თამაშს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ იყენებს

20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა (Interfax) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი კარტაპოლოვმა, ისაუბრა აშშ-ის სამსახურების ინტელექტის პროგრამებზე, მაგალითად კი მოიყვანა Metal Gear, რომელსაც საზოგადოებაზე მანიპულაციისა და ახალგაზრდებზე ზემოქმედების მიზნით რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ იყენებენ. მან დამატებით აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მიზნად ისახავენ ახალგაზრდებში რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობის გაჩენას.

  • Metal Gear იაპონური თამაშია

Metal Gear-ის სერიები იაპონური პროდუქტია. სერიის პირველი თამაში 1987 წელს ვიდეო თამაშების დიზაინერმა ჰიდეო კოჯიმამ იაპონური კომპანია კონამისთვის შექმნა და გამიზნული იყო იაპონური MSX2 კომპიუტერებისთვის.

Metal Gear-მა განსაკუთრებული პოპულარობა 1988 წელს ამერიკაში Nintendo Entertainment System-ზე გამოშვებით მოიპოვა. 1998 წელს Metal Gear Solid-ის ფლეისთეიშენის მოდელის გამოსვლით თამაში საქვეყნოდ ცნობილი გახდა. დღეისათვის Metal Gear ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი ვიდეო თამაშია და ჯამში 53.8 მილიონი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

"
წყარო: moscowtimes.com 

Metal Gear თავდაპირველად შეიქმნა, როგორც „ტაქტიკური ჯაშუშური თამაში,“ რომელშიც მოთამშე აკონტროლებს ერთ აგენტს, რომელმაც უნდა შეაღწიოს განსაკუთრებულად დაცულ სამხედრო ობიექტზე. თამაშის განსაკუთრებული პოპულარობა ორმა რამემ განაპირობა:

  1. თამაშის შინაარსი ჰგავდა ჰოლივუდური ფილმის სცენარს, რაც უცხო იყო 1980-იანი წლების თამაშებისთვის.
  2. Gameplay, რომელიც შეუმჩნევლად დარჩენაზე ორიენტირდება. მოთამაშემ თავი უნდა აარიდოს დაცვის ყურადღებასა და სიგნალიზაციის გააქტიურებას. რთულია, ამას „აქტიური პროექტის წახალისება“ ეწოდოს.
  • Metal Gear-ის თამაში დასავლეთის კრიტიკას შეიცავს

რაც შეეხება სახელმწიფოსადმი პროტესტს, თამაშის შინაარსი მართლაც შეიცავს ხელისუფლების კრიტიკას, მაგრამ ეს კრიტიკა მიმართულია არა რუსეთის, არამედ ყველა მთავრობისადმი, აშშ-ის ჩათვლით. ამის ერთ-ერთი პირველი მაგალითია 1990 წელს გამოსული სერიის მეორე თამაში, რომელშიც დამარცხებული უფროსი მოთამაშეს ეუბნება, რომ ის ტერორისტების დაჯგუფებას შეუერთდა, რადგან ნატოს საჰაერო ძალებმა პირველ ნაწილში უამრავი უდანაშაულო ბავშვი დახოცეს.  Metal Gear Solid 2: Sons of Liberty (2000)-ში კი აშშ-ის მთავრობა იმართება გასაიდუმლოებული ჯგუფის მიერ, რომელთაც „პატრიოტების“ სახელით ვეცნობით, ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოებრივი აღქმის შესაცვლელად.



მითების დეტექტორის ლაბორატორია

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist