რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

347
VIEWS

4 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ უკრაინაში სახიფათო ექსპერიმეტების ჩატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თავისი მტკიცებების დასადასტურებლად სამინისტრომ “დოკუმენტები” გამოაქვეყნა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ “სპეცოპერაციის” ფარგლებში აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად, უკრაინულ ქალაქ რუბეჟნოეში, სამედიცინო ცენტრ “ფარმბიოტესტის” ლაბორატორიაში ადგილობრივ მცხოვრებლებზე “არარეგისტრირებული პრეპარატების კლინიკურ გამოცდას ატარებდნენ” და ამ მედიკამენტებს შესაძლოა სერიოზული გვერდით ეფექტები ჰქონდათ.

კიროლოვმა ასევე გაიმეორა მტკიცება, რომ უკრინაში სამხედროებზე ექსპერიმენტებს  ატარებდნენ და მათ სისხლში აღმოჩენილი იყო ისეთი დაავადებების გამომწვევ პათოგენებთან კონტაქტის კვალი, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის ცხელება. გარდა ამისა, კირილოვის თქმით, უკრაინელი სამხედროების სისხლში ძლიერი მოქმედების ნარკოტიკული ნივთიერებები იყო აღმოჩენილი. იგორ კირილოვის მტკიცებით, ამ ნარკოტიკების გვერდითი ეფექტი გადამეტებული აგრესიულობაა, რაც “ზოგიერთი უკრაინელი სამხედროს მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკიდურესი სისასტიკის გამოვლენას და ასევე დონბასის ქალაქების დაბომბვას ხსნის”.

ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Covid-19-ის გავრცელებას ამერიკული პროგრამის USAID-ის საქმიანობას უკავშირებს. სამინისტროს მტკიცებით, 2019 წლიდან USAID-ი და კომპანია “ლაბირინთ უკრაინა” სამხედრო-ბიოლოგიურ პროგრამაში იღებენ მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს ეს მტკიცებები სხვადასხვა რუსულმა მედიამ გააშუქა (1,2,3,4,5,6). Russia Today-ზე დაყრდნობით ინფორმაცია ქართულმა კრემლისტურმა მედიამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაცია ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” ფეისბუკ-მომხმარებელმა ლადო ქართველიშვილმა გავრცელა (1,2)

u რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ Screenshot 26 3 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებScreenshot 28 2 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებScreenshot 27 3 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებები დეზინფორმაციაა და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ე.წ დოკუმენტები მის ბრალდებებს არ ამტკიცებს, გარდა ამისა ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი. კრემლისტური აქტორები აშშ-ს მიერ დაფინანსებულ უკრაინულ ლაბორატორიებში სახიფათო ექსპერიმენტების შეასხებ დეზინფორმაციას უკვე წლებია ავრცელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ოკუპირებულ ქალაქ რუბეჟნოეში ადგილობრივ მოსახლეობაზე სახიფოათო პრეპარატების გამოცდას არ ადასტურებს

თავისი მტიცების დასადასტურებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა: წამლების გამოცდის შესახებ კლინიკური კვლევების ჩატარების ბრძანების 2 დოკუმენტი (1,2), ბრძანების დანართების 2 დოკუმენტი (3,4), რომლებშიც კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაციაა გაწერილი და ფოტოები (5,6,7), რომლებზეც, სამინისტროს მტკიცებით, კვლევაში მონაწილე ადამიანების სიებია ასახული.

წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბრძანების დანართების ორი დოკუმენტი არ წარმოადგენის რაიმე სახის საიდუმლო დოკუმენტებს და ისინი ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. (1,2)

ამ დოკუმენტების განცნობის შედეგად ნათელი ხდება, რომ ისინი სამკურნალო საშუალებების გამოცდის რუტინული კვლევების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. ეს კვლევები კი შესაბამისი ოფიციალური სახელმწიფო სამსახურების კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

მაგალითად: ბრძანების დანართის პირველ დოკუმენტში ჩანს, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული ერთ-ერთი კლინიკური კვლევის მიზანი ორი სამკურნალო საშუალების ბიოეკვივალენტობის შეფასებაა. ერთ-ერთი პრეპარატი უკრაინული წარმოების “ტენზოკარდია,” ხოლო მეორე ფრანგული წარმოების “არიფამი”. პრეპარტების ბიოეკვივალენტობა აღნიშნავს თვისებას, როდესაც ორ პრეპარატი იდენტურ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ან ერთი და იმავე პრეპარატს ორ სხვადასხვა ფორმაში ერთნაირი ბიოშეღწევადობა და ერთნაირი ეფექტი აქვს. შესაბამისად “ტენზოკარდი” იმ განზრახვით იქმნება, რომ ისეთივე მოქმედება ჰქონდეს, როგორც “არიფამს”. “არიფამი” კი ფართოდ ხელმისაწვდომი წამალია, რომელიც მაღალი არტერიული წნევის დაწევისთვის გამოიყენება. ბრძანების დანართების ორივე დოკუმენტში გაწერილია ინფორმაცია ათობით კვლევაზე, რომელთა მიზანია პრეპარატების ბიოეკვივალენტობის შეფასება, პლაცებოს გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში წამლების ეფექტიანობის შეფასება, პრეპარატების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასებაა. 

Screenshot 11 2 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ
წყარო: stolichki.ru

აღსანიშნვია, რომ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პრეპარატების უსაფრთხოება და ეფექტიანობა II და III ფაზის კვლევებში ფასდება. მედიკამენტების ტესტირების I ფაზაში პირველ რიგში პრეპარატის უსაფრთხოება ფასდება. ამ ფაზის წარმატებით გავლის შემდეგ იწყება II ფაზა. II ფაზაში პრეპარატის გამოცდა ხდება იმ ადამიანების უფრო დიდ ჯგუფში, რომლებსაც აქვთ ის დაავადება ან ჯანმთელობის ის მდგომარეობა, რომლის მკურნალობისთვისაც იქმნება პრეპარატი. III ფაზაში კვლევაში მონიწლეობას დიდი რაოდენობით (300-3 000) პაციენტი იღებს, მონაწილეები ხშირად იყოფიან ჯგუფებად და მათ ან გამოსაცდელი მედიკამენტი ან პლაცებო ენიშენბათ. მკვლევრები III ფაზაში მუშაობენ იმის გამოვლენაზე, თუ რამდენად აქვს კანდიდატ წამალს სამკურნალო ეფექტი მოსახლეობის კონკრეტული ეფექტი. ეს კვლევები მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა და პროდუქტის ფართო წარმოებაში გადასვლის საფუძველს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული მედიკამენტის, “ზენზოკარდის”, მწამოებელი უკრაინული კომპანია “მიკროქიმია”. კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისში რუსული მხარის ბრალდებების საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მაშინ რუსული მხარე აცხადებდა, რომ კომპანიის ქარხანა, რომელიც დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნეოში მდებარეობს, “ბიოლოგიური ლაბორატორიაა”, რომელშიც აკრძალულ ნივთიერებებს აწარმოებენ. კომპანიამ განაცხადა, რომ კრემლის პროპაგანდამ “მიკროქიმსაც” “არ აუარა გვერდი”.

“მიკროქიმი”: კომპანია “მიკროქიმი” უკრაინული ინოვაციური ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ბაზარზე 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის პროდუქტები 4 თერაპევტულ ჯგუფშია წარმოდგენილი: კარდიოლოგია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია და ტრავმატოლოგია. ჩვენი პრეპარატები და წარმოება სერტიფიკაციის ყველა საერთაშრისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ჩვენთვის უმთავრესი წარმოების მაღალი სტანდარტი და სამკურნალო საშუალებების ხარისხია. 

პრეპარატების გამოცდაზე საუბრისას იგორ კირილოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ასეთი ტესტირება “მოქალაქეების ყველაზე დაუცველ კატეგორიაზე” – ფსიქიატრიული საავადმყოფების პაციენტებზე ტარდებოდა. დეზინფორმაცია, რომ უკრაინაში ფიქიატრიული საავამდყოფოების პაციენტებზე სახიფათო ექსპრიმენტები ტარდებოდა, წარსულშიც გავრცელდა. იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი მტიცება, რომ უკრაინაში სამხედროებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რის შედეგადაც ისინი განსაკუთრებით აგრეისულები ხდებოდნენ, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

რა არის პროექტი PREDICT?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Covid-19-ის გავრცელებას USAID-ის პროექტს, PREDICT-ს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ ამ თეორიის გასამტკიცებლად გამოაქვეყნა, პროექტის საინფორმაციო ბროშურაა, რომელიც ინტერნეტში მარტივად იძებნება.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი დოკუმენტი პანდემიის პერიოდში პროგრამის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ანგარიშია, რომელიც ასევეა ინტერნეტში ხელმისაწვდომი. Covid-19-ის გავცელებასთან დაკავშირებული მესამე დოკუმენტი ამერიკელი ეკონომისტის, ჯეფრი საქსის სტატიაა. სტატია სხვადასხვა ონლაინ-ჟურნალშია გამოქვეყნებული. (1, 2, 3)

PREDICT-ი USAID Emerging Pandemic Threats-ის პროგრამის პროეტია. პროექტი 2009 წლეს დაიწყო. პროექტის მიზანი ცხოველიდან ადამიანზე გადამდები, პანდემიაში გადაზრდის პოტენციალის მქონე ვირუსების გამოვლენის გლობალური შესაძლებლობების გამტკიცება იყო. PREDICT-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურად ეპიდკონტროლის გამტკიცებისთვის და ფილოვირსების (ებოლას ვირუსის ჩათვლით), გრიპის ვირუსების, კორონავირუსების ჯგუფებიდან ცნობილი და ახლად აღმოჩენეული ვირუსების დიაგნოსტირებაში ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებაში. 2020 წლის 1 აპრილს პროგრამა PREDICT-ს დაფინანსება გაუხანგრძლივდა, რათა Covid-19-ზე რეაგირების გაძლიერებაში მიეღო მონაწილეობა და პარტნიორების  ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა გაემტკიცებინა.

რას ითხოვს ჯეფრი საქსი?

ჯეფრი საქისის სტატიაში SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობის დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებაა განხილული. საქსი მართლაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელება ლაბორატორიულ კვლევებთან იყოს დაკავშირებული. ამჟამად SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობა კვლევის საგანია. ახალი პათოგენების წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმოს სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფისთვის მომზადებული წინასწარი ანგარიშის მიხედვით, SARS-CoV-2 წარმოშობის შესწავლა მიმდინარე პროცესია და დამატებით კვლევას საჭიროებს, მათ შორის, საჭიროა იმ ვერსიის შესაწვლაც, რომ ვირუსი, შესაძლოა, ლაბორატორიდან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამუშაო ვერსია ვარაუდობს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში ხუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარიდან გავრცელდა. 2022 წლის თებერვალში რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ამ ვერსიას ამყარებს.

რა არის Еvent-201?

ასევე აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავცელებასთან აშშ-ს დაკავშირებისას კირილოვი ახსენებს Еvent-201-ს, ღონისძიებას, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა და რომლის ფარგლებშიც ის ზომები განიხლა, რომლებიც უცნობი კორონავირუსის ეპიდემის დროს უნდა გატარებულიყო. კრილოვი მიანიშნებს, რომ ასეთი ღონისძიებები, ისევე როგორც პროგრამა PREDICT-ი ამყარებს მტკიცებას, რომ აშშ კორონავირუსი გავრცელებასთანაა დაკავშრებული.

Event-201-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ორგანიზებით მართლაც ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერში. ღონისძიებაზე, სწავლების მიზნით, მოდელირებული იყო, რა შეიძლებოდა მომხდარიყო სერიოზული პანდემიის დროს. წარსულში Event-201-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ბრიტანულმა ორგანიზაციამ, FullFact-მა გადაამოწმა. ასეთი ტიპის მოდელირებები კოვიდპადემიამდეც ტარდებოდა, მაგალითად Clade X-ი, რომლის ფარგლებშიც გამოგონებული ვირუსის გავცელების თეორიული შემთხვევა იყო განხილული. Event-201-ის შემთხვევაში მოდელირებისთვის კორონავირუსი იქიდან გამომდინარე აირჩიეს, რომ უახლოეს წარსულში მსოფლიოში MERS და SARS კორონავირუსები გავრცელდა. ასეთი სწავლებების SARS-CoV-2-ის ხელოვნური გავცელების ვერსიებთან დაკავშრება ფაქტებს არ ეფუძნება და კონსპირაციულ თეორიებს ავითარებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სარგებლობს იმ გარემობით, რომ კორონავირუსის წარმოშობის საკითხი აქტუალური თემაა, კონტროვერსიას იწვევს და ამჟამად გარკვეულწილად სამეცნიერო ინფორმაციის ნაკლებობა არსეობს. უწყება ამ საკითხებით აშშ-ს “სახიფათო სამეცნიერო საქმიანობის შესახებ” დეზინფორმაციული ნარატვის გასამყარებლად მანიპულირებს, რისი მიზანიც აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის სამეცნიერო-სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის მიმართ უნდობლობის გაღვივებაა. 

კრემლის მორიგი დეზინფორმაცია სამხედრო დანიშნულების მქონე ბიოლოგიური პროექტების სფეროში აშშ-სა და უკრაინის თანამშრომლობის შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ორგანიზაცია Labyrinth Global Health Inc.-ის საქმიანობას სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროგრამებს უკავშირებს. თავის მტკიცებაში უწყება ეყრდნობა წერილს, რომელიც სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს მეთაურის სერგეი მორგუნმა “ლაბირინთ უკრაინის” დირექტორს კარენ სეილორსს მისწრა. წერილში საუბარია USAID-ის პროგრამაზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემის და მისი მდგრადობის განახლებას უკავშირდება, ასევე “ლაბირინთ უკრიანასთან” პარტნიორობასა და სამხედროების ვაქცინაციაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-ბილოგიურ საქმიანობას უკრაინისა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პარტნიორობას უკავშირებს. 

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობასთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერების მიზნით 2005 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებსა და სამხედროებზე ცდების ჩატარებას არ გულისხმობს. 

უფრო კონკრეტულად კი ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებისთვის აშშ-ს თავდაცვის პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან სახიფათო ინფექციური დაავადებების აფეთქების საფრთხის უგულვებელყოფითვის არსებობს. პროგრამა მხარს უჭერდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 46 ლაბორატორიის, დაწესებულებისა და დიაგნოსტიკური პუნქტის განვითარებას. ყველა ეს ობიექტი უკრაინის საკუთრებაა და მას უკრაინის მთავრობა მართავს. ბიოუსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და უკრაინის თანამშრომლობა კრემლის პროპაგანდის სამიზნე მუდმივად ხდება. ამერიკულმა მხარემ არაერთხელ უარყო კრემლის ბრალდებები. არაერთხელ აღინიშნა, რომ უკრაინაში არ არსებობს ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის პროგრამები.

USAID უკრაინაში 1992 წლიდან მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის უკრაინაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. USAID-ის პროგრამები ორიენტირებული იყო HIV-ის და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე რუტინული ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერებაზე. ამჟამად USAID მხარს უჭერს პროგრამებს ჯანდაცვის რეფორმების დაჩქარებისთვის, ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმუნიზაციის სისტემის გაძლიერებისთვის და სხვა.

Labyrinth Global Health უკრაინაში ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა ინიციატივის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს. უკრაინაში ორგანიზაციის ოფისი კიევში მდებარეობს და სხვადასხვა პროგრამას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც უჭერს მხარს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის საკითხს, თუმცა აღსანიშნავია, რომ წერილში, რომელიც თავად სამინისტრომ გაავრცელა, საუბარია თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ 2022 წელს, პანდემიის პერიოდში. მას შემდეგ რაც უკრაინაში კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, უკრაინელი სამხედროები აქტიურად მონაწილეობდნენ Covid-19-ის წინააღდეგ აცრის პროცესში.

იმ მტკიცების გასამყარებლად, რომ აშშ უკრაინაში “სახიფათო კვლევებში” იღებს მონაწილეობას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ტერიტორიაზე აფრიკული ღორის ჭირის გავცელებასთან დაკავშირებული კვლევების ანგარიშებიც გამოაქვეყნა. ინფორმაცია ამ კვლევების ჩატარების შესახებ უკრაინაში აშშ-ს საელჩოს საიტზეა გამოქვეყნებული. ასეთი კვლევები დაავადებების გავრცელების კონტროლის გაძლიერებისთვის ტარდება, მშვიდობიანი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილია და რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხშირად აქვეყნებს ე.წ. დოკუმენტებს, რომლებიც, თითქოს და უკრაინის ლაბორატორიებში აშშ-ს სახიფათო საქმიანობას ადასტურებენ. “მითების დეტექტორმა” ამ თემასთან დაკავშირებული კრემლის დეზინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist