რუსეთის პასუხი WADA-ს – “ანტი-რუსული ისტერიკა”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

shutterstock_772940041
65
VIEWS

კრემლის გზავნილები ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობის აკრძალვის შესახებ

9 დეკემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის  ოლიმპიურ თამაშებში 4 წლის მანძილზე მონაწილეობა აუკრძალა. WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გრძელვადიანი გამოძიების საფუძველზე მიიღო, რომელმაც “სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული” დოპინგი გამოავლინა.

რუსეთის ხელისუფლების მაღალმა თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა ცნობილმა სპორტსმენებმა და კრემლისტურმა მედიამ  WADA პოლიტიკურ მიკერძოებაში, უსამართლო კონკურენციაში, უსაფუძვლო ბრალდებებში, რუსოფობიასა და ანტი-რუსულ კონსპირაციებში  დაადანაშაულეს. კრემლისტური მედია ამ შემთხვევაშიც მიმართავდა პროპაგანდის მეთოდს “whataboutism”-ს და ამტკიცებდა, რომ დოპინგს სხვა ქვეყნის სპორტსმენებიც იღებენ, მაგრამ არ ისჯებიან.


გზავნილი წყარო
WADA-ს გადაწყვეტილება რუსოფობიურია – “ანტი-რუსული ისტერიის გაგრძელებაა” დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრემიერ მინისტრი
Ria -novosti
ПЕРВЫЙ КАНАЛ
სპუტნიკ-საქართველო
Sputnik-Moldova
Sputnik-Belarus
Ria-Novosti
WADA-ს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების შეთქმულებაა სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი(1, 2)
ПЕРВЫЙ КАНАЛ
WADA-ს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ევგენი რევენკო, “გაერთიანებული რუსეთის” ვიცე მდივანი
Sputnik-gruzia
Rossiya 1 
ПЕРВЫЙ КАНАЛ
WADA-ს გადაწყვეტილება რუსეთის სპორტულ წარმატებების/სპორტსმენების  წინააღმდეგ არის მიმართული პეტრ ტოლსტოი, დუმის ვიცე-სპიკერი
ვიაჩესლავ ფეტისოვი, რუსეთის დუმის დეპუტატმა და ყოფილი ჰოკეისტი
Sputnik- Abkhazia
Sputnik-Belarus
ПЕРВЫЙ КАНАЛ
WADA-ს გადაწყვეტილება უსამართლობაა, რადგან უდანაშაულო სპორტსმენებს სჯის ევგენი რევენკო, “ერთიანი რუსეთის” ვიცე გენერალური მდივანი
Sputnik- Abkhazia
Sputnik-Abkhazia
ვლადიმერ პუტინი
WADA-ს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი და არ ემყარება გამოძიების შედეგებს Sputnik-gruzia
ვლადიმერ პუტინი
ПЕРВЫЙ КАНАЛ
სპუტნიკ-საქართველო
Sputnik-Belarus
Ria-Novosti
WADA-ს აქ აქვს ლეგიტიმაცია გადაწყვეტილების მისაღებად Sputnik-gruzia
ПЕРВЫЙ КАНАЛ
დოპინგს ყველა/სხვა ქვეყნის სპორტსმენებიც იღებენ, მაგრამ არ ისჯებიან ПЕРВЫЙ КАНАЛ
Sputnik-news
Zvedavec.org

მსოფლიოს ანტისატოპინგო ორგანიზაცია რუსეთს  წლების მანძილზე აფრთხილებდა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებდა. 2011 წლიდან ასეულობით რუს სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოუჩინეს, 2015 წელს მოსკოვის ანტისადოპინგი ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა რუსეთის ოფიციალური უწყებები  სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში დოპინგის სქემის გამოყენებაში ამხილა. თუმცა, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი დასჯილა.  2016 წელს რუსეთის ნაკრებს დოპინგის მიღების გამო პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კი 28 სპორტმენს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. რუსეთმა გაფრთხილება არაერთხელ  მიიღო, რომ თუ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა, ანტისადოპინგო სააგენტო მკაცრ ზომებს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, იანვარში გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან მიღებული მონაცემები გაყალბებული იყო.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist