რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი საკუთარ თავს მიქელანჯელოს ნახატებს ადარებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

article1549226283__-953113861
118
VIEWS

რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია როსიას” დეპუტატმა ოლეგ კოლტაშოვმა ისნტაგრამზე საკუთარი წელს ზემოთ შიშველი ფოტოები გამოფინა და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება Russia Today ავრცელებს.

"

ერთ-ერთ ფოტოში პოლიტიკოსი თითქოს მიქელანჯელოს ადამს ბაძავს ცნობილი ფრესკიდან “ადამის შექმნა.”

"

როგორც თავად დეპუტატმა განმარტა, ამ ფოტოს ინსპირაციის წყარო რუსი პოეტი იოსიფ ბროდსკი იყო და ცნობილი ლექსიდან ციტატაც მოიყვანა: “Вот я стою в распахнутом пальто.”

"
ფოტოების წყარო: rt.com

საზოგადოებრივი კრიტიკის შედეგად დეპუტატმა ინსტაგრამის ანგარიში დახურა და კრიტიკოსებს რენესანსის ხელოვნების უცოდინარობა დაუწუნა. “მათ ან არ უნახავთ მიქელანჯელოს ნახატები, ან წარმოდგენა არ აქვთ ანტიკურ სიმბოლიზმზე”,- აცხადებს კოლტაშოვი.

“ედინაია როსიას” ეთიკის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ევგენი რევენკომ განაცხადა, რომ დეპუტატი არ დაისჯება და მისი საქციელი მხოლოდ მისმა “ცოლმა და ნათესავებმა” უნდა შეაფასონ.

როგორც ჩანს, რუსეთში მიქელანჯელოს შემოქმედებას დიდად არ სწყალობენ. 2016 წელს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მიქელანჯელოს “დავითის” ასლი დადგეს. ქალაქის ცენტრში, “ბავშვებისა და ეკლესიის გვერდით” შიშველი ქანდაკების დადგმამ სკანდალი გამოიწვია. მას შემდეგ რაც აღშფოთებულმა მოქალაქემ ომბუდსმენს ღია წერილით მიმართა, გამოფენის ორგანიზატორებმა ქანდაკების ინტიმური ნაწილი დაფარეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist