რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის ე.წ. ISIS-სთან კავშირის „უდავო მტკიცებულებად“ სმარტფონის თამაშის კადრებს იყენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

78
366
VIEWS

ღია წყაროებზე დაფუძნებული საგამოძიებო რესურს Bellingcat-ის ცნობით, 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-სა და Twitter-ზე რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო დანაყოფებს შორის თანამშრომლობის “მტკიცებულებები” გამოაქვეყნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.
"

ფოტოები: Bellingcat

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თამაშის კადრს 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ ქამელიდან ISIS-ის რაზმის გადაადგილებად ასაღებდა. სამინისტროს მტკიცებით, აშშ ISIS-ის საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენასა და მანევრირებებში ეხმარება, რათა ის ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესების ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.

"

ფოტო: Bellingcat

"

„კონფლიქტების დაზვერვის ჯგუფის“ ცნობით,  დანარჩენი „ფოტომტკიცებულებები“ რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-სა და ISIS-ის კავშირს ადასტურებდნენ, 2016 წელს გადაღებული ვიდეოკადრებია, როდესაც ერაყის საჰაერო ძალები ISIS-ს ბომბავდა.

"

ფოტო: Conflict Intelligence Team

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე  გამოქვეყნებული „უტყუარი მტკიცებულებები“ მოგვიანებით წაშალა.

 

P.S.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ -ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიცია ისლამური სახელმწიფოს უჭერს მხარს 14 ნოემბერს ახალი ამბების სააგენტო IPN-მა გააშუქა, მასალაში მოყვანილია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებები. 

15 ნოემბერს ანალოგიური ინფორმაცია სათაურით „რფ-ის თავდაცვის სამინისტრო: აშშ პირდაპირ უჭერს მხარს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს სირიაში – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება“ ონლაინ გამოცემა საქინფორმმაც გაავრცელა. საქინფორმის მასალას თან ერთვის ფოტომანიპულაცია, რომელზეც  2016 წელს ერაყის საჰაერო ძალების მიერ ISIS-ის დაბომბვა –  2017 წლის 9 ნოემბერს აბუ-ქემალიდან გამოსულ ISIS-ის ბოევიკების ავტოკოლონადაა გასაღებული.

saqinform

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, სირია
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist