რუსეთის I არხის მტკიცება, რომ ბორელს უკრაინის ვითარების ძალისმიერი მოგვარება სურს, დეზინფორმაციულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

464
VIEWS

10 აპრილს  რუსეთის პირველი არხის ეთერში – Новости Первого канала გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა, უკრაინაში სიტუაციის მოგვარება სამხედრო გზით ისურვა. Ეს დასკვნა რუსულმა მედიამ ჯოზეფ ბორელის ტვიტზე დაყრდნობით გააკეთა, რომელიც ეთერში შემდეგი თარგმანით მოხვდა: “ომის მოგება ბრძოლის ველზე უნდა მოხდეს.”

Წამყვანის თქმით, ევროკავშირის ისტორიაში პირველად, ბორელის რანგის დიპლომატმა პირდაპირი სურვილი გამოთქვა, რომ სიტუაცია ძალისმიერი გზით მოგვარებულიყო და არა დიპლომატიური. Სიუჟეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას კომენტარიც არის, რომელიც  ჯოზეფ ბორელის ტვიტს აფასებს. Მისი თქმით, ეს განცხადება ზოგადად ევროკავშირის პოზიციას გამოხატავს და ასევე სცემს პასუხს კითხვაზე, ევროკავშირი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა თუ ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის – ნატოს ნაწილი. 

Ჯოზეფ ბორელის განცხადება იდენტური შინაარსით  pravda. Ru-ზეც გავრცელა. 

Screenshot 22 5 რუსეთის I არხის მტკიცება, რომ ბორელს უკრაინის ვითარების ძალისმიერი მოგვარება სურს, დეზინფორმაციულია Screenshot 23 5 რუსეთის I არხის მტკიცება, რომ ბორელს უკრაინის ვითარების ძალისმიერი მოგვარება სურს, დეზინფორმაციულია

Რუსული მედიის მიერ გავრცელებული მტკიცება, თითქოს ჯოზეფ ბორელმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება ძალისმიერი მეთოდით ისურვა, დეზინფორმაციულია. Რეალურად, ჯოზეფ ბორელი თავის ტვიტში უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას აფიქსირებს და ამბობს, რომ იარაღის მიწოდება საჭიროებისამებრ, რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით მოხდება. ის ასევე საუბრობს, რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე, რათა სანქციებით შედეგს მიაღწიონ.

Რუსეთის პირველმა არხმა ჯოზეფ  ბორელის მხოლოდ ერთი ფრაზა, ისიც მანიპულაციურად გაავრცელა. სრული ვერსია კი შემდეგია: “Ამ ომში გამარჯვება ბრძოლის ველზე მიიღწევა. დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება.” 

Ჯოზეფ ბორელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტ- ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გარდა აღნიშნულისა, მან კიდევ რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებასა და უკრაინის დახმარებაზე საუბრობს.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით”,- ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

Screenshot 24 5 რუსეთის I არხის მტკიცება, რომ ბორელს უკრაინის ვითარების ძალისმიერი მოგვარება სურს, დეზინფორმაციულია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist