რუსეთის გავლენა ქართულ მედიაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rusbi tavshi
289
VIEWS

წინააღმდეგიბრივი – ქართული მედია გარემოს დასახასიათებლად  ალბათ ეს არის ყველაზე სწორი შეფასება. მედიის მფლობელობის სტრუქტურა ხშრად ნათელი არ არის. ონლაინ გამოცემები ჩნდებიან და  რამდენიმე კვირიანი აქტივობის შემდეგ უჩინარდებიან. უფრო მეტიც, ბევრი მედია პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტულ დღის წესრიგს მიჰყვება. ასეთ ფრაგმენტირებულ  გარემოში  უცხო ქვეყნის ინტერესთა ჯგუფებისათვის  ქართულ საზოგადოებასთან წვდომა მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური მედია მათ შეტყობინებების გავრცელებაში უწყობს ხელს.

მანიპულაცია, ნახევრად სიმართლე და ყალბი ამბები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების ჩვეულებრივი მეთოდებია.  მას ყველა იყენებს: ხელისუფლება ოპოზიციისათვის ძირის გამოსათხრელად, ოპოზიცია – მთავრობის დისკრედიტაციისათვის, კონკრეტული ინტერეს ჯგუფები – საუთარი მიზნების მისაღწევად,… მართლმადიდებელი ეკლესიაც კი ამ თამაშის ნაწილია. თუმცა, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის გარეთ იყურება – რუსეთი და მისი პროპაგანდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული.

ცვალებადი ხაზები

შიში უმიზეზოდ არ გაჩენილა. 2008 წელს საქართველოს და რუსეთს შორის ომი მოხდა. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათი ათასობით კი  იძულებით გადაადგილებული პირია. დღემდე რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული, ადმინისტრაციული საზღვარი ფიქსირებული არ არის და ყოველწლიურად   საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი კილომეტრით იწევა.

ექსპერტები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვის შეჩერებაა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პრიორიტეტი იყო. 2012 წელს “ქართული ოცნება” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მმართველი პარტია გახდა. 2013 წლიდან პრეზიდენტიც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” დეკლარირებული მიზანი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა, ის რუსეთათან ურთიერთობის ნორმალიზებასაც ცდილობს. უფრო მეტიც, პატრიოტთა ალიანსი, უფრო კონსერვატორული, ნაციონალისტური და პრო-რუსული პარტია პარლამენტშია. შესაბამისად, გაძლიერებული ანტი-დასავლური ნარატივი არა მხოლოდ პოლიტიკაში, მედიაშიც შეიმჩნევა.

სათადარიგო შესასვლელი ქართულ მედიაში 

ვერავინ უარყოფს, რომ საქართველო რუსეთის დეზინფირმაციული კამპანიის სამიზნეა.  ნატა ძველიშვილის და თაზო კუპრეიშვილის 2015 წელს გამოქვეყნებულმა ანარიშმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე რუსული გავლენა გამოავლინა. ქართულ ახალ ამბებზე არაპირდაპირი გავლენის გარდა, პრო-რუსული ჯგუფები საკუთარ მედია გამოცემებსაც აარსებენ. ერთ-ერთი მათგანი ონლაინ გაზეთი “საქართველო და მსოფლიოა” (geworld.ge), რომელიც ანტი-დასავლურ პროპაგანდას, ისევე როგორც ქსენოფობიურ და ჰომოპობიურ მასალებს, ხშირად ავრცელებს. რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი წყარო საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმია”, რომელიც geworld.ge.-ის მსგავს გზავნილებს ავრცელებს. მედია გამოცემა “სპუტნიკი” განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რომელიც კრემლის რუპორად არის ცნობილი. ქართულ და რუსულენოვანი ვებ-გვერდის გარდა, “სპუტნიკი” 2014 წლიდან არალეგალურ რადიო მაუწყებლობას ახროციელებდა, მაგრამ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაჯარიმების შემდეგ, მას რადიომაუწყებლობის შეჩერება მოუწია.

უჩინარის წინააღმდეგ ბრძოლა

ფეისბუკი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც 2მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს პროპაგანდისტული ძალებისა და ინტერნეტ ტროლებისათვის დიდ აუდიტორიასთან წვდომას ამარტივრებს. ისინი ყალბ პროფილებს, “ფანების” გვერდებსა და ჯგუფებს ქმიან. როგორც კი მათი პროპაგანდის წყაროდ იდენტიფიცირება ხდება ან მათი კავშირები რუსეთთან გამოვლინდება, ისინი ქრებიან, რაც მათ უკან მდგომების აღმოჩენას ართულებს.

საქართველოში ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს ყალბი ამბების გაქარწყლებას და ნახევრად-სიმართლის გამოვლენას, თუმცა ისინი საკმაოდ ცოტანი არიან. მათ არ აქვთ ისეთი დიდი ქსელების მხარდაჭერა, როგორიცაა ფეისბუკი, და რომელსაც ევროპაში ყალბი ამბების წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლის გამო  მკაცრად აკრიტიკებენ.  ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნათლად ჩამოყალიბებული სტრატეგია. და რა უნდა გავაკეთოთ, როცა ყველა მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს?


ოტმარა გლას
ფრილანსერი ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”
სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist