რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია VS კრემლისტური ტელევიზია – 3:0

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

unnamed-22
134
VIEWS

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია “Первый канал”-ი დეზინფორმაციაში რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია “TV Rain”-ის ჟურნალისტებმა ამხილეს. 3 ტყილი, რომელშიც პირველი არხი ამხილეს 22 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის “Первый канал”-ის (პირველი არხის)  ეთერში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადის შესახებ გასულ რეპორტაჟს შეეხებოდა, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ბრიგადა  დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებულლი.

როგორც EU VS Dissinfo წერს,  მტკიცება,  თითქოს დეზინფორმაციის კამპანიას  დასავლეთის სახელმწიფოებიც აწარმოებენ, კრემლის ერთ-ერთი პოპულარული თავდაცვითი ხაზია.  სწორედ ამ მოსაზრების განმტკიცების მიზნით, არგუმენტების “შესაქმნელად” “Первый канал”-მა   ბრიტანული სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადის შესახებ სიუჟეტის მომზადება გადაწყვიტა. ბრიტანული სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადა  ბერკშირში არის განთავსებული და მის მიზანს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისაგან დაცვა წარმოადგენს.

"
წყარო: EU VS Dissinfo

EU VS Dissinfo-ს სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ამხილეს  რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზიის “TV Rain”-ის ჟურნალისტებმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიიდან საკუთარი კოლეგები. მათ 3 დეკემბრის სიუჟეტში   “Первый канал”-ის ეთერში გასული 3 დეზინფორმაცა გამოავლინეს:

  1. “Первый канал”-ის რეპორტაჟში ბრიტანელი სამხედროებია  ნაჩვენები, რომლებიც 77-ე ბრიგადად არის წარმოჩენილი. თუმცა,  კადრები ბრიტანეთის არმიის რეკლამიდან არის აღებული, სადაც ბრიტანეთის არმიის სულ სხვა დანაყოფი  ( Royal Signals unit) ჩანს. ამ ფაქტის შესახებ  Daily Mail-ის სტატიაშიც არის ყურადღება გამახვილებული.  ვიდეოსათვის საიდუმლო ელფერის მისაცემად “Первый канал”–მა სამხედროების სახეები დაფარა, მაშინ როცა ორიგინალურ სარეკლამო ვიდეოში ყველა სამხედროს სახე ჩანს.
  2. “Первый канал”-ის  რეპორტაჟი ძირითადად 77-ე ბრიგადის შესახებ ჟურნალ Wired-ის მიერ მომზადებულ სტატიას  ეყრდნობა, რაც რეპორტაჟშიც არის აღნიშნული.”Первый канал”-ის” მიხედვით 77-ე ბრიგადა ამზადებს და ავრცელებს ყალბ ამბებს სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, მალაიზიური თვითმფრინავის  MH17-ის ჩამოგდება ან სირიაში განხორციელებული ქიმიური თავდასხმები. მსგავსი ფაქტები Wired-ის სტატიაში საერთოად არ არის ნახსენები
  3. TV Rain-მა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პირველი არხის რეაქციაზე, როდესაც ბრიტანეთის არმიამ სამხედროები წერილობით გააფრთხილა,  “Первый канал”-ის რეპორტიორს არ დალაპარაკებოდნენ. გაფრთხილება მოყვა ამ რეპორტიორის მიერ 77-ე ბრიგადის ყაზარმების მიმდებარე ტერიტორიის ფარულად  გადაღებას.

რუსეთის დამოუკიდებელი ტელევიზია კრემლისტური ტელევიზიის ჟურნალისტებს აკრიტიკებს

“Первый канал”-ის რეპორტიორის შესახებ წერილის გაგზავნი ფაქტის, როგორც დიდ ბრიტანეთის მთავარი ეროვნულ სენსაციის გამოცხადების გამო,  TV Rain-მა კოლეგები გააკრიტიკა (Первый канал”-მა აღნიშნულ საკითხზე საპასუხო რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ რუსი ჟურნალისტის ჯაშუშობაში დადანაშაულებამ “ბრექსიტიც” კი დაჩრდილა). ასევე, კრიტიკა დაიმსახურა “Первый канал”-ის შეფასებამ, რომ მისი რეპორტიორის გარშემო განვითარებული მოვლენები კორესპოდენტის უფლებების დარღვევაა, მაშინ როცა ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალური სანქციის ან ჯარიმის დაწესებას ადგილი არ ჰქონია.

TV Rain-ის სიუჟეტი სრულდება მაყურებლებისთვის იმის შეხსენებით, რომ “ხშირად ბრიტანეთის გვირგვინის თავგამოდებული კრიტიკოსები, რომლებიც რუსული სახელმწიფო ტელევიზიების თანამშრომლები არიან, მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომები ხდებიან” – რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა ფაქტი, რომ კრემლისტური ტელევიზიის “Россия 1”-ის ცნობილი ჟურნალისტი სერგეი ბრილიოვს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist