რუსეთის 200 ყველაზე გავრცელებული ტყუილი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ori_mRvdeli
50
VIEWS

მითების დეტექტორი აგრძელებს რუსულენოვანი მედიის მიერ მომზადებული, ყველაზე გავრცელებული ტყუილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას, რომელთა წყარო ვებპორტალი Russia Lies არის და ამ დროისათვის 200 შემთხვევას მოიცავს.

უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში რუსული მედია საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად,საკმაოდ ხშირად მიმართავს ისეთი სენსიტიური თემებით მანიპულირებას, როგორიცაა მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები, ეკლესია.ამ თემატიკაზე საკმაოდ მრავალფეროვანი, რეალობასთან ძალიან შორს მდგარი და ხშირად კურიოზულ ვითარებამდე მისული მითები იქმნება.

2014 წლის 15 ივლისს, რუსულენოვანი მედიასაშუალება “SputnikNews” ირწმუნებოდა, რომ უკრაინელმა ნაციონალისტებმა პრორუსული ძალებისადმი მხარდაჭერის გამო ორი სლავიანსკელი სასულიერო პირი წამებით მოკლეს. ცნობის წყაროდ მოყვანილი იყო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო. სტატიაში ასევე საუბარი იყო მართლმადიდებელი მღვდლის შესახებ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და სცემდნენ, რათა პრორუსულ ძალებთან კავშირი ეღიარებინა.

სინამდვილეში, 2014 წლის 14 ივლისს, კიევში გამართულ ბრიფინგზე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ აღმოჩენილ იქნა ორი სასულიერო პირის სამარხი, რომლებიც პრო-რუსულმა ძალებმა მოკლეს. იქვე იპოვეს ერთ-ერთი სასულიერო პირის ორი ვაჟის ნაწამები ცხედრებიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აწამეს და მოკლეს, რომ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/emCwAgdND1k.jpg?itok=OGwQ5lN2″,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=emCwAgdND1k”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

რუსულმა მედიამ გააყალბა ფაქტი, გერაშჩენკოს ციტატა და დაუსაბუთებელი პარალელების მოყვანის გზით შეეცადა მკითხველისთვის შეექმნა წარმოდგენა, თითქოს უკრაინელი მებრძოლები მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს აწამებენ.  

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist