რუსეთის 200 ყველაზე გავრცელებული ტყუილი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

44444444
77
VIEWS

უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდულიომის ფარგლებში რუსული მედია საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად, საკმაოდ ხშირად მიმართავს ისეთი სენსიტიური თემებით მანიპულირებას როგორიცაა მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები. ამ თემატიკაზე საკმაოდ მრავალფეროვანი, რეალობასთან ძალიან შორს მდგარი და ხშირად კურიოზულ ვითარებამდე მისული მითები იქმნება. ვებ პორტალი Russia Lies 200 ყველაზე გავრცელებულ ტყუილს ავრცელებს, რომელთაგან ბევრი ფოტოებით და ადამიანის გრძნობებით მანიპულირებას ახდენს. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც გამოსახულია ტალახით დასვრილი პატარა გოგონა ლეკვით ხელში. ფოტოს თან ერთვოდა ინფორმაცია, თითქოს გოგონა დონბასში უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ საარტილერიო შეტევის მსხვერპლი იყო.

1

სინამდვილეში აღნიშნული ფოტო წარმოადგენს ჯერ კიდევ 2010 წელს ავსტრალიაში ჩრდილოელ მწყემსთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებული ქეთრინ ატკინსის ნაშრომს.

ფოტოზე ქეთრინის 3 წლის შვილი – ემილი ატკინსია აღბეჭდილი, რომელიც ლეკვთანაა ჩახუტებული და მთლიანად ტალახშია მოსვრილი. ქეთრინის თქმით, ემილის ძალიან უყვარს როგორც საკუთარი ლეკვის ჩახუტება, ასევე წვიმების სეზონზე გუბეებსა და ტალახში თამაში.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist