რუსეთი შვედეთს შეიარაღებაში ვერძების გამოყენებაში ადანაშაულებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ვბ
258
VIEWS

EU vs Disinfo-ს ცნობით, 2019 წლის 23 აპრილს ვებ-გვერდზე www.politrussia.com გამოქვეყნდა რუსი პოლტილოგის რუსლან ოსტაშკოს სიუჟეტი, რომელშიც ოსტაშკო მაყურებელს არწმუნებს, რომ შვედეთი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ვერძებს  გამოიყენებს. “ეს ხუმრობა არ არის”- ამტკიცებს პოლიტოლოგი.

"

ინფორმაციის პირველწყარო რუსული მედიასაშუალება Эхо Петербурга-ა, რომლის Facebook გვერდზე 2019 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოდარაჯე ძაღლების ნაცვლად საბრძოლო ვერძების გამოყენება გადაწყვიტეს. Эхо Петербурга ირწმუნება, რომ შვედეთის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვერძი ძაღლს გუნდურ მუშაობასა და ყნოსვაში არ ჩამოუვარდება, ხოლო ღონიერებაში აღემატება კიდეც.

"

სინამდვილეში შვედეთმა 2018 წელს კუნძულ გოთლანდზე სამხედრო ქვედანაყოფი შექმნა. ახალი ქვედანაყოფის შექმნის საზეიმო ცერემონიას ვერძი ჰარალდიც ესწრებოდა, რომელიც გარდა იმისა, რომ კუნძულ გოთლანდის სიმბოლოა, 1979 წლიდან შეიარაღებული ძალების სიმბოლოცაა და ალამზეც არის გამოსახული. გოთლანდის სამხედრო ქვედანაყოფი ერთადერთია შვედეთში, რომელსაც ცოცხალი სიმბოლო ჰყავს.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist