რუსეთი მთვარეზე ტერიტორიული დავებისათვის ემზადება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ruseti kosmosshi
524
VIEWS

თებერვალში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოსმოსის სამართალმცოდნეების მოსამზადებელი პროგრამას გეგმავს, რომლის მიზანიც მთვარეზე არსებულ “ტერიტორიულ დავებში”  რუსეთის ინტერესების დაცვაა.

2019 წლის 6 თებერვალს  RBC.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  რუსეთის კოსმოსური სააგენტო – როსკოსმისი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია  უნივერსიტეტებში კოსმოსის სამართალმცოდნეების მოსამზადებელი პროგრამის დაწყებას გეგმავს, რათა  მათ კოსმსოსში, კონკრტულად კი მთვარეზე წარმოქმნილ ტერიტორიულ დავებში რუსეთის ინტერესები დაიცვან.

6 თებერვალსვე რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს RIA Novosti-ის ცნობით, მან ახალი ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსია მოიპოვა. რუსეთის კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის გენადი რაკუნოვის განცხადებაზე დაყრდნობით RIA Novosti-მა დაწერა, რომ კოსმოსის სამართალმცოდნეების პროპგრამის შემუშავების ინიციატივა  ამერიკელი და ხვა ქვეყნის ბიზნესმენების მცდელობაზე რეაქციას წარმოადგენს, რომლებიც მთვავრეზე მიწებს ყიდიან. რაკუნოვის თქმით, მსგავს პრეტენიზებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.

"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინის და როსკოსმოსის- სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის დირექტორის დმიტრი როგოზინის შეხვედრა, კრემლი, 2019 წლის 4 თებერვალი. წყარო: Polygraph.info

Polygraph.info-ს ცნობით 4 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და როსკოსმოსის  დირექტორის დმიტრი როგოზინის კრემლში გამართული შეხვედრიდან 2 დღის შემდეგ კოსმოსის სამართალმცოდნეების მომზადების  პროგრამა გამოცხადდა. კრემლის მიერ გამოქვეყნებული შეხვედრის ტრანსკრიპტიდან ჩანს, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც პუტინმა წამოჭრა “მთვარის პროგრამა” იყო. როგოზინის განცხადებით კი  2019 წელს 45 კოსმოსური ხომალდის გაშვებაა დაგეგმილი, რაც ორჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებლს (22 კოსმოსური ხომალდი).

გასული წლის ნოემბერში, როგოზინმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ მთვარეზე რუსეთის მისიის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, გადაამოწმოს მართლაც დადგეს თუ არა ფეხი ამერიკელმა კოსმონავტებმა მთვარეზე ფეხი. ამან კიდევ უფრო გააძლიერა პოპულარული შეთქმულების თეორია რუსეთში, თითქოს ამერიკელები მთვარეზე სინამდვილეში არასოდეს ყოფილან.

Polygraph.info-ს თანახმად, რუსეთის მიერ მთვარესთან დაკავშირებით “ტერიტორიული დავებზე” საუბარი, კომიკურია, რადგან კოსმოსში ტერიტორიულ დავებს ადგილი არასოდეს ჰქონია. ასეთი დავა ვერც იარსებებდა, რადგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რომელიც ციურ სხეულზე ტერირორიული პრეტენზიების განცხადებას გამორიცხავს. აღნიშნულ საკითხს  გაეროს “ გარე კოსმოსის ხელშეკრულება ” (1966წ.) და “ მთვარის ხელშეკრულება ” (1979წ.)  არეგულირებს.

“მთვარის ხელშეკრულება”, მე-11 მუხლი:

  • “მთვარე და მისი ბუნებრივი რესურსები  კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა …”
  • “მთავრე არ ექმემდებარება ეროვნულ მითვისებას, არც სუვერენიტეტის გამოცხადებით, არც სარგებლობით ან ოკუპაციის, ან სხვა საშუალებით”.
  • “მთვარის არც ერთი ნაწილი ან მისი ბუნებრივი რესურსი ვერ გახდება რომელიმე ქვეყნის საკუთრება “..

მთვარე არაერთი ქვეყნისა და აქტორის ინტერესის საგანია. ევროპის კოსმოსური სააგენტო 2030 წლისათვის მთვარეზე სოფლის აშენებას გეგმავს. ამერიკული კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მა განაცხდა, რომ მას 2022 წლისათვის მთვარეზე ბაზის (სადგურის) აშენება უნდა  და სურს მასზე განათავსოს კოსმოსური მისიების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სერვისები, მათ შორის საწვავის შევსება.  რუსეთმა საკუთარი გეგმა 2020 წლისათვის მთვარეზე ბაზა აეშენებიდა 2030-ისთვის გადასწია. ჩინეთი კი 2013 წელს მთვარეზე განხორცელებული წარმატებული მისიის შემდეგ მთვარესთან დაკავშირებულ ახალ პროგრამებში დიდ ინვესტიციებს დებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist