რუსეთ-უკრაინის ომზე ამერიკელი ვეტერანის ვიდეომიმართვა მცდარი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

317
VIEWS

11 იანვარს ფეისბუქ-ანგარიშმა Eduard Jishkariani ტვიტერის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელ ვეტერანის, მარკ ლინდკვისტის ვიდეოს ეხება. ფეისბუქ-პოსტის ქართულენოვანი და ტვიტერის პოსტის ინგლისურენოვანი აღწერების მიხედვით, ვიდეოში ამერიკელი ვეტერანი, რომელიც უკრაინის მხარეს ომობს, ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ მისი მეგობრები რუსეთის დარტყმებს ემსხვერპლნენ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ხალხს ხორცად იყენებს და მათ საკმარისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა არ აქვთ. 

10-12 იანვარს იმავე აღწერით მარკ ლინდკვისტის ვიდეო რუსულენოვანმა ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2,3,4,5).

veterani რუსეთ-უკრაინის ომზე ამერიკელი ვეტერანის ვიდეომიმართვა მცდარი აღწერით ვრცელდება

მარკ ლინდკვისტის ვიდეო ფეისბუქზე არასწორი აღწერით ვრცელდება. ვიდეოში ლინდკვისტი უკრაინაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ნამდვილად საუბრობს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ხალხის “ხორცად” გამოყენებაში და მხარდაჭერის გარეშე დატოვებაში არ ადანაშაულებს. ვიდეოში ამერიკელი ვეტერანი დასავლურ საზოგადოებას უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ასევე ლინდკვისტი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში არ არის ჩართული და მხოლოდ ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობს.

აშშ-ის საჰაერო ძალებისა და ავღანეთის ომის ვეტერანმა მარკ ლინდკვისტმა ემოციური მიმართვის ვიდეო 8 იანვარს თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

veterani 1 რუსეთ-უკრაინის ომზე ამერიკელი ვეტერანის ვიდეომიმართვა მცდარი აღწერით ვრცელდება

ვიდეოში ლინდკვისტი ნამდვილად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა დგას. თავის მიმართვაში ამერიკელი ვეტერანი უკრაინელებისთვის საჭირო და აუცილებელ იმ რესურსებზე საუბრობს, რომლებიც აშშ-ში მარტივად არის ხელმისაწვდომი. ამის ფონზე კი ხალხს მეტი აქტიურობისკენ და უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თუმცა ლინდკვისტი უკრაინაში არსებულ მძიმე მდგომარეობაში უკრაინის ხელისუფლებას არ ადანაშაულებს და არც იმას ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხს ხორცად იყენებს. თავის უკრაინელ მეგობრებზე საუბრისას ლინდკვისტი არ ახსენებს, რომ ისინი რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ. ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების აღწერები კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლინდკვისტი უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს, მაშინ როცა ვეტერანის ვიდეოს მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდჭერის გაძლიერების საჭიროებაა. 

მარკ ლინდკვისტი: “უკრაინაში ჩემი მეგობრები მენატრებიან. ყოველდღე უბრალო ნივთებთან დაკავშირებულ თხოვნებს ვიღებ, ისეთ ნივთებზე, რომლებიც ამერიკაში თაროებზე დევს. ახლახანს მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო ჯგუფისგან მოვისმინე, რომ ის რაც სჭირდებათ [აშშ-ში მაღაზიის] თაროზე  ხელმისაწვდომი დრონი, საძილე ტომარა, ზამთრის აღჭრვილობაა, ხელის გამათბობლები, ღუმელები და გენერატორებია. ეს ყველაფერი ამერიკაში თაროებზე დევს. როგორ ვდგავართ გვერდზე და ვუშვებთ, რომ ადამიანები რაკეტებს ეწირებიან? და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. უკრაინაში ვიცნობ ხალხს, რომლებსაც მე თუ არ დავეხმარები, სხვა არავინ ცდილობს მათი მეგობრების სიცოცხლის გადარჩენას, ჩემი მეგობრების და ჩემს გარდა, სხვა არავინ დაეხმარება. ყველანი დავიღალეთ, ფულიც აღარ გვაქვს, რაც გვაქვს ვხარჯავთ, იმიტომ რომ ფულს არ აქვს მნიშვნელობა, როცა მისი საშუალებით ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია. რაც შემიძლია ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ. გუშინ ორ სამხედროს შევხვდი, რომლებიც პროთეზებისთვის ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ, სადაც იყვნენ, იქ მაღალი ხარისხის პროთეზს ვერ მიიღებდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, კიდურების გარეშე. რა უნდა გავაკეთოთ? ფარგოში -40 გრადუს ტემპერატურაზე კარავში ძილი მომიწია, რათა ხალხის ყურადღება მიმეპყრო. დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანზე, უკრაინაზე, ფიქრი გვავიწყდება. მე გაგიძღვებით, თქვენ გამომყევით. მთელ ქვეყანას უნდა დავაწყებინოთ ამ დანაშაულებების წინააღმდეგ და ხალხისთვის ბრძოლა. ხალხისთის, რომელებსაც ჰყავთ ოჯახები და მეგობრები, რომლებიც სანგრებში მიდიან და საჭირო იარაღი არ აქვთ და უწევთ ისხდნენ სანგარში და საარტილერიო შეტევას ელოდნონ. იმიტომ რომ როცა შენი არტილერია 40 კილომეტრს გადის, ხოლო მტრის 80-ს, რა უნდა ქნა? უბრალოდ ზიხარ და ელოდები.”

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში აღნიშნულია, რომ მარკ ლინდკვისტი უკრაინაში ომობს და “დაქირავებული” მებრძოლია, თუმცა, რეალურად ლინდკვისტი 2022 წლის მარტიდან უკრაინის მხარდამჭერ მოხალისეობრივ საქმიანობაშია ჩართული და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობს. უკრაინის მხარდასაჭერად ლინდკვისტმა საქველმოქმედო გაერთიანება A-Team: Ukraine ჩამოაყალიბა, რომელიც ვეტერანებს, სამოქალაქო პირებსა და მოხალისეებს აერთიანებს. გუნდის მიზანი უკრაინაში გასაგზავნად სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება და მისი უშუალოდ უკრაინელი ხალხისთვის მიწოდებაა.

veterani 2 რუსეთ-უკრაინის ომზე ამერიკელი ვეტერანის ვიდეომიმართვა მცდარი აღწერით ვრცელდება

დეკემბერში აშშ-ში ყოფნისას მან უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად კამპანია Operation Sleepout წამოიწყო, რომლის ფარგელბშიც თოვლიან ამინდში ღამეს კარავში ატარებდა. იანვარში ლინდკვისტი კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist