რუს ოპოზიციონერს 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

GessenLeonidVolkovArrest
27
VIEWS

2019 წლის 21 მაისს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ლეონიდ ვოლკოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ვოლკოვის გარდა, ალექსეი ნავალნიმაც გაავრცელა. მათი განცხადებით, პოლიციამ ოფისისკენ ტაქსით მიმავალი ლეონიდ ვოლკოვი გზაში გააჩერა, დაკითხვა დაუწყო, შემდეგ კი განყოფილებაში წაიყვანა.

ვოლკოვს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რომელიც უკავშირდება 2018 წლის 9 სექტემბერს საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს. ლეონიდ ვოლკოვი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და Youtube-ზე პირდაპირი ტრანსლაციით მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა.

ლეონიდ ვოლკოვი დააპატიმრეს რუსეთის ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 20.2.8. მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს “შეხვედრების, აქციების, დემონსტრაციების, მსვლელობის ან პიკეტირების ორგანიზების ან ჩატარების წესის დარღვევას.”

დოიჩე ველემ” დაკავებულთან სასამართლოში ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ვოლკოვმა გვაცნობა, რომ, სამწუხაროდ, “დოიჩე ველეს” გლობალურ მედია ფორუმს პატიმრობის გამო ვერ დაესწრება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ამბავი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ დღესდღეობით როგორ მუშაობს მედია და პოლიტიკა ერთად სამყაროს ზოგიერთ ნაწილში. “გააგრძელეთ ბრძოლა პრესისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებისთვის” – განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა ინტერვიუში.

ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ლეონიდ ვოლკოვის დაკავების შესახებ წერდა, ბოლო წლებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გამართული ყველაზე მსხვილი აქციების ორგანიზატორია. მისი ორგანიზებით ჩატარდა 2018 წლის 9 სექტემბრის აქციაც, სადაც ათასობით დემონსტრანტმა მთავრობის გადაწყვეტილება საპენსიოს ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით გააპროტესტა. ნავალნიმ გასულ წელს საპროტესტო აქციების შემდეგ პატიმრობაში 50 დღე გაატარა.

წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist