რუს ჯარისკაცებს პარაფსიქოლოგიის უნარი აქვთ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ყუ
192
VIEWS

EU vs Disinfo-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ყოველთვიურ ჟურნალში Армейский Сборник პოლკოვნიკ ნიკოლაი პოროსკოვის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც რუსეთის არმიის წარმომადგენელი აღწერს, როგორ გამოიმუშავეს რუსმა ჯარისკაცებმა კომპიუტერული პროგრამების “გატეხვისა” და ტელეკომუნიკაციების ფარული მიყურადების პარაფსიქოლოგიური უნარები.

სტატიაში მითითებულია, რომ საბჭოთა ჯარმა “მეტაკონტაქტის” კონცეფცია 80 წლებში განავითარა და ის  ჩეჩნეთის ომში წარმატებით გამოიყენებოდა. პოლკოვნიკი პოროსკოვი განმარტავს, რომ ეს მეთოდი თავიდან დელფინებზე გამოსცადეს, ხოლო შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა აითვისეს. შედეგად, მათ სამხედრო ტყვეების ტელეპატიურად დაკითხვა, დაკეტილ სეიფში მოთავსებული, გაუგებარ ენაზე შედგენილი დოკუმენტების დისტანციური წაკითხვა და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების სურვილის ამოცნობაც შეუძლიათ.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ სტატიის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ჟურნალის რედაქტორმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები არ იზიარებენ სტატიის ავტორის შეხედულებებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist