RT-ს რედაქტორის ტყუილი, თითქოს Fox News-მა, NBC-მ და Bloomberg-მა ირანის საპროტესტო აქციები არ გააშუქეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rg
76
VIEWS

Polygraph-ის სტატიის მიხედვით

3 იანვარს კრემლის სახელმწიფო მედიის Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა, რომ დასავლური მედიისგან განსხვავებით მისი მედია სააგენტო ირანის ამბებს სრულფასოვნად აშუქებს. სიმონიანმა პოსტს დაურთო Ruptly-ს ვიდეოკადრი, სადაც ირანში გენერალი კასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციაა ასახული. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის აქციები Fox News-ს, NBC-ს და Bloomberg-ს არ გაუშუქებიათ.

"

მარგარიტა სიმონიანის მტკიცება, თითქოს დასავლურმა მედიებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები არ გააშუქეს, დეზინფორმაციაა. რეალურად Fox News-მა, NBC-მ და Bloomberg-მა ირანში განვითარებულ მოვლენებს არაერთი სტატია მიუძღვნეს და საპროტესტო აქციებს პირდაპირი ეთერიც დაუთმეს. 

RT-ს მთავარ რედაქტორს პოსტზე ტვიტერის არაერთმა მომხმარებელმა უპასუხა, რომ ის ტყუოდა და დასტურად Fox News-ის, NBC-ის, Bloomberg-ის და სხვა დასავლური მედიების სტატიების სქრინები მოუყვანეს, რომლებიც სწორედ სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა.

Bloomberg-მა სულეიმანის სიკვდილის შემდეგ ირანში განვითარებულ მოვლენებზე 3 იანვარს 100-მდე სტატია გამოაქვეყნა, უმეტესობა კი ირანის საპროტესტო აქციების ვიდეოკადრებს მოიცავდა. მაგალითისთვის, “სულეიმანის სიკვდილის შემდეგ ირანელები ქუჩაში გამოდიან” ამ სათაურით ვიდეო 3 იანვარს 9:36 (EST) სთ-ზე დაიდო.

NBC News-მა სულეიმანის ლიკვიდაციას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ათეულობით სტატია მიუძღვნა, მათ შორის ვიდეო კადრები პირდაპირი ჩართვიდან. Fox News ასევე ლაივ რეჟიმში აჩვენებდა ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს.

"

"

"

მარგარიტა სიმონიანის მხრიდან დასავლური მედიის გაკრიტიკება, თითქოს ისინი მოვლენებს არ აშუქებენ, პირველი შემთხვევა არ არის.  2019 წლის მაისში “მითების დეტექტორი” მარგარიტა სიმონიანის სხვა მანიპულაციასა და ტყუილზე წერდა, რაც ასევე დასავლურ მედიას უკავშირდებოდა. სიმონიანის მტკიცებით, მაშინ როცა Russia Today ვენესუელაში მადუროს მხარდასაჭერ დემონსტრაციებს აჩვენებდა, Reuters-ის ეთერში პარიზის ბულვარის კადრები გადიოდა.

ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: RT-ის რედაქტორი საერთაშორისო მედიის წინააღმდეგ

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist