Россия-24-ის და НТВ-ს დეზინფორმაციული სიუჟეტი MH17 ავიაკატასტროფის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

fgsdfg - Copy
168
VIEWS

Бук-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებიდან 3 წელი გავიდა.  კრემლისტური მედია ავიაკატასტროფის დღიდან მოყოლებული სისტემატიურად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. გასულ კვირას, ტელეარხებზე Россия-24 და  НТВ მანიპულაციური სიუჟეტები მომზადდა, სადაც  მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინული მხარე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

Россия-24 -ის მიერ ავთენტური ფოტოს ყალბად წარმოჩენა

23 ივლისს, ტელეარხ Россия-24-ის გადაცემაში Вести в 20:00 გასული ერთ-ერთი სიუჟეტი მალაიზიური ბოინგის კატასტროფის თემას მიეძღვნა. წამყვანის თქმით, დასავლური მედია აქტიურად აწარმოებს საეჭვო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ე.წ დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებებს. სიუჟეტში ერთ-ერთ ამგვარ მტკიცებულებად წარმოჩენილია ფოტო, რომელიც ჰაერში იმ რაკეტის მიერ დატოვებულ კვალს ასახავს, რომელმაც მალაიზიური ბოინგი გაანადგურა.  ასევე მოყვანილია ფრაგმენტები BBC-ს დოკუმენტური ფილმიდან „საიდუმლო ფაილები – ვინ ჩამოაგდო MH17?”.  დოკუმენტურ ფილმში მიმოხილულია ერთი მხრივ, MH17 ავიაკატასტროფის შესახებ ჰოლანდიის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური საგამოძიებო დასკვნა და მეორე მხრივ, ინციდენტთან დაკავშირებით არსებული კონსპირაციის თეორიები – რომლებსაც რუსული პროპაგანდა და ქართული კრემლისტური მედიასასუალებები BBC-ს ერთადერთ ვერსიად ასაღებდა (იხ. მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალა).

მანიპულაცია: Россия-24-ის სიუჟეტში საეჭვო მტკიცებულებად წარმოჩენილია ფოტო, რომელიც BBC-ს დოკუმენტური ფილმის თანახმად, ავიაკატასტროფის შემდგომ გადაიღეს. BBC-მ  მოიძია ადამიანი, რომელმაც ფოტო ინტერნეტით გაავრცელა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა მისი ვინაობა უსაფრთხოების გამო დაფარა. რესპოდენტი ადასტურებს ფოტოს ავთენტურობას შემდეგი მიზეზების გამო:

  • ფოტო დონეცკში მდებარე ქალაქ ტორეზშია გადაღებული – იმ ადგილის მახლობლად, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა;
  • ფოტო ზედმეტად გადანათებულია;
  • გადაღების მომენტში ავტორმა არ იცოდა, თუ რა მოვლენას ასახავდა.

"

სიუჟეტი გრძელდება დონეცკელ ოპერატორ ანდრეი ჩერნანოგთან ერთად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიბისის დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ანონიმური პიროვნება მისი ძველი ნაცნობი სერგეი ავჩარენკოა, რომელსაც „ხმით ცნობს“.  ანდრეი ჩერნანოკი ურეკავს  სერგეი ავჩარენკოს და სთხოვს კომენტარის გაკეთებას, თუმცა მაყურებლისთვის ბუნდოვანია, კონკრეტულად რა თემაზე თხოვს კომენტარს დონეცკელი ოპერატორი თავის ძველ ნაცნობს, რადგან სიუჟეტში მოყვანილი ფრაგმენტიდან ეს არ ჩანს. (იხ ფოტო)

სერგეი ოვჩარენკო: „უბრალოდ, ანდრიუხა იცი რამდენი ტვინის ჭყლეტვად და ნერვების ფასად ჯდება. შენ ხომ ხვდები, რომ ისეთი რაღაცაა, რის გამოც კლავენ“

"

რეალური ფაქტები

2016 წლის 28 სექტემბერს, ერთობლივმა  საგამოძიებო ჯგუფმა (JIT), რომელიც ავსტრალიელი, მალაიზიელი, უკრაინიელი და ბელგიელი გამომძიებლებისგან შედგებოდა, სხვადასხვა მტკიცებულებებზე (სასამართლო ექსპერტიზის შედეგები, მოწმეთა განცხადებები, სატელიტური სურათები, რადარების მონაცემები და სატელეფონო ზარების ჩანაწერები) დაყრდნობით დაასკვნა, რომ  მალაიზიური ბოინგი MH17 რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექს „ბუკი“-ს მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. ამასთან, რაკეტა გასროლილ იქნა ქალაქ სნიჟნედან (ქ. ტორეზის მახლობლად) 6 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ადგილიდან, რომელიც პრორუსი სეპარატისტების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.

ონლაინ საგამოძიებო რესურსის, Bellingcat-ის თანახმად,  28 სექტემბერს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო იყო წარმოდგენილი, რომელზეც  გამოსახულია ბუკ-ის რაკეტის მიერ ჰაერში დატოვებული კვამლი.

"

იგივე ფოტო გაზრდილი კონტრასტით, მეტი ხილვადობისთვის

"

აღნიშნული ფოტო ემთხვევა, Twitter- ში მანამდე გავრცელებულ ფოტოს, რომელიც BBC-ს დოკუმენტურ ფილმსა და Россия-24-ს სიუჟეტშია მოყვანილი და სხვა რაკურსითაა გადაღებული, კერძოდ ქალაქ ტორეზიდან.

"

აღნიშნული ფოტო, რომელიც ტრაგედიის დღეს იქნა გადაღებული ავთენტურობის დადგენის მიზნით  დაწვრილებით იქნა გამოკვლეული. საგამოძიებო ჯგუფის მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებულმა მეორე ფოტომ, რომელიც იგივე ადგილს ასახავს სხვა რაკურსით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რაკეტის კვამლის კვალი ნამდვილია.

НТВ-ს დეზინფორმაცია: ბუკ-ი რუსულ შეიარაღებაში არ გამოიყენება.

17 ივლისს, ტელეკომპანია НТВ  -ს გადაცემაში  „Сегодня“, გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებით, მალაიზიური ბოინგის საქმეზე შემქნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიზანი ავიაკატასტროფაში რუსეთის დადანაშაულებაა. ამის გამო,  ჯგუფი ყველა იმ არგუმენტს უარყოფს, რომელიც ადასტურებს რომ ბოინგი MH17 უკრაინამ ჩამოაგდო. სიუჟეტში რუსული პროპაგანდის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული მტკიცებაა მოყვანილი, რომ ბუკ-ის მწარმოებელი კომპანია „Алмаз-Антей” ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინისგან განსხვავებით აღარ იყენებს.

რეალური ფაქტები:  სსკ Бук-ის მწარმოებელი რუსული კომპანია АО «Концерн ВКО „Алмаз-Антей“-ს განცხადებით, სსკ Бук-М1-ის 9М38М1 ტიპის რაკეტა რუსულ არმიაში არ გამოიყენება. ის 1999 წლიდან მოიხსნა წარმოებიდან. მათი მტკიცებით კი, ეს რაკეტები უკრაინული არმიის არსენალში ისევ არის.

Алмаз-Антей-ს მტკიცებები გადაამოწმა Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების, ფოტოების საშუალებით მათ დაადგინეს, რომ 2014 წლის 23-25 ივნისს, მალაიზიური ბოინგის კატასტროფამდე 1 თვით ადრე, რუსეთის 53-ე ანტი-საჰაერო სარაკეტო ბრიგადის კოლონა ქალაქ კურსკიდან უკრაინის საზღვრის მიმართულებით დაიძრა. კოლონაში დაფიქსირებული სსკ Бук-М1 აღჭურვილი იყო სწორედ ძველი 9М38М1 მოდელის რაკეტებით. იგივე 2014 წლის 16 აგვისტოს, როიტერის ფოტოგრაფმა როსტოვის მხარეში დააფიქსირა რუსული სამხედრო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო სწორედ 9М38М1 ტიპის რაკეტებით. ის რომ, რუსეთის შეიარაღებული ძალები 1999 წლის შემდეგ ფლობენ 9М38М1 ტიპის რაკეტებს, კიდევ სხვა ფაქტებითაც მტკიცდება (იხ ინფოგრაფიკა):

"

  • 2013 წლის 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთში განთავსებულ გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია. ვიზიტის დროს გადაღებულ სურათზე ის სწორედ 9М38М1 ტიპის რაკეტით აღჭურვილი სსკ Бук-М1-ის ფონზე დგას.
  • 2015 წლის 9 მაისს, ციმბირში, ჩიტაში გამარჯვენის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე გამოყენებულ იქნა სწორედ სსკ Бук-М1, იგივე 9М38М1 რაკეტებით აღჭურვილი. აღლუმზე ამ სამხედრო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა, რომლის ამსახველი ფოტო დავიდეო მასალა ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.

მალაიზიური ბოინგის  ავიაკატასტროფის შესახებ

2014 წლის 17 ივლისს მოხდა. კომპანია Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა.28 სექტემბერს, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) დაასკვნა, რომ მალაიზიური ბოინგის 298 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი სწორედ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადასული Бук-ის საზენიტო – სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტის შედეგად დაიღუპა.

მითების დეტექტორის მიერ ამ თემაზე მომზადებული მასალები :
მალაიზიური Boeing 777-ის გამოძიების ფაილები BBC-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით


მომაზადდა Bellingcat -ის მასალებზე დაყრდნობით

ქვეყანა/ორგანიზაცია: მალაიზია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist