რომის პაპის ლგბტქ+ დროშიანი ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

104
VIEWS

12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ რომის პაპის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ პაპს მხრებზე ლგბტქ+ დროშა აქვს შემოხვეული.  ფოტოს დართული აქვს რუსულენოვანი წარწერა: ,,რუსეთი ქრისტიანული სამყაროს ბოლო საყრდენია. კათოლიციზმი დამთავრდა”. ნონა შარაბიძე წერს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვისაც მართლმადიდებლობის მტრებთან დაპირისპირება შეუძლია. 

გასულ წლებში იმავე ფოტოს იყენებდა პრორუსული ონლაინ მედია ,,საქართველო და მსოფლიო”.

sotsialur qselshi romis papis khelovnuri inteleqtith რომის პაპის ლგბტქ+ დროშიანი ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული

გავრცელებული ფოტო რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა გენერირებული. ფოტოკოლაჟზე დაკვირვებითაც ჩანს, რომ მასზე რამდენიმე უზუსტობაა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოებს ახასიათებს. 

ფოტო, თითქოს რომის პაპს ლგბტქ+ საზოგადოების დროშა აქვს მოხვეული, პირველად ქვიარ თემებისადმი დათმობილი პლატფორმის Gay Forest-ის სოციალური მედიის გვერდებზე გავრცელდა. Gay Forest-ი ფოტოების აღწერაში ე.წ. ჰეშთეგებით მიუთითებს, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, MidJourney-ს მეშვეობითაა შექმნილი.

sotsialur qselshi romis papis khelovnuri inteleqtith1 რომის პაპის ლგბტქ+ დროშიანი ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული

რომის პაპის ფოტო ფრანგული გამოცემა AFP-ის ფაქტების გადამოწმების მიმართულებამ გადაამოწმა და ფოტოზე რამდენიმე უზუსტობაც შეამჩნია. თითოეულ მათგანში ლგბტქ+ დროშის ფერები არასიმეტრიულ ხაზებადაა განლაგებული, ზოგიერთ ადგილას ფერები კარგად არ გაირჩევა, თავად დროშაც არასიმეტრიული, ზოგგან უფორმო და დაუსრულებელია.

sotsialur qselshi romis papis khelovnuri inteleqtith2 რომის პაპის ლგბტქ+ დროშიანი ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული
წყარო: AFP

რომის პაპზე ვიზუალური მანიპულაციები ადრეც გავრცელებულა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა: 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შაბარიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა”  შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist