რომელი ვაქცინა ითვალისწინებს ალკოჰოლზე 2 თვიან შეზღუდვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

9 დეკემბერს ინტერნეტ გამოცემა pia.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “კოვიდვაქცინაციის შემდეგ ორი თვე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.” მასალაში საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და ხაზი ესმება ფაქტს, რომ ექსპერტების აზრით, ვაქცინაციიდან 42 დღის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. გამოცემა წყაროდ BBC-ის რუსულენოვან სტატიას უთითებს და აღნიშნავს, რომ ალკოჰოლზე შეზღუდვის შესახებ კომენტარი BBC-სთან Clinical excellence group-მა გააკეთა. ინფორმაციის ბექგრაუნდში კი  მითითებულია, რომ 2 დეკემბერს ბრიტანეთში კომპანიების Pfizer და BioNTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა.

;

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღების შეზღუდვაზე გავრცელებული PIA-ს ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს შეზღუდვა ამერიკული Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის ვაქცინას შეეხება. რეალურად მსგავსს შეზღუდვაზე განცხადება რუსეთში რუსულ sputnik-V-თან დაკავშირებით გაკეთდა, ხოლო Pia.ge-ის მიერ წყაროდ მითითებულ BBC-ის სტატიაში ალკოჰოლის მოხმარება ნახსენები საერთოდ არ არის. 

Pia.ge-ს ინფორმაციის წყაროდ მითითებული აქვს BBC-ის სტატია, რომლის ბმულსაც გადავყავართ სტატიაზე, სათაურით “В Москве мало желающих, в регионах нет вакцины. Как началась вакцинация от Covid-19” (მოსკოვში ცოტა დაინტერესულია, რეგიონებში ვაქცინა არ არის. როგორ დაიწყო covid-19-ზე ვაქცინაცია). სტატიაში საუბარია რუსეთში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე, მოყვანილია ინდივიდუალური მაგალითები და განხილულია ის პრობლემები, რის გამოც ეს პროცესი ეფექტიანად ვერ მიმდინარეობს, მათ შორის მოსახლეობის ეჭვები და კონსიპრაციის თეორიების გავლენა. შესაბამისად, პირველწყაროდ მითითებულ BBC-ის სტატიაში ნახსენები არ არის არც Clinical Excellence Group-ის კომენტარი ალკოჰოლზე, რომელსაც pia.ge-ის ინფორმაციაში ვხვდებით. და არც რაიმე რჩევა, აკრძალვა ან რეკომენდაცია ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე არ არის დაკონკრეტებული, რომ Clinical Excellence Group რუსეთსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში სამედიცინო სფეროში მოქმედი ორგანიზაციაა. უფრო მეტიც, მასალაში ამერიკული Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინების ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლზე 42 დღიანი შეზღუდვა სწორედ ამ კომპანიების მიერ წარმოებულ ვაქცინას უკავშირდება.

Pfizer და BioNTech-ის ვაქცინა ჯერ დიდ ბირტანეთში, ახლა კი კანადაშიც დაამტკიცეს; 8 დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს.  ქვეყანაში არ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება უნდა შეიზღუდოს. Pfizer-ის ვაქცინის შესახებ კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ინექციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რეგულაციები ალკოჰოლის მოხმარების შესახებ გაფრთხილებებს არ მოიცავს.

რეალურად, კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ ალკოჰოლზე 42 დღიანი შეზღუდვის დაწესების შესახებ განცხადება რუსულ ვაქცინა sputnik-V-თან მიმართებით გაკეთდა.

4 დეკემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერმა სოციალური პოლიტიკის საკითხებში, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანი მუშაობისთვის, მისი გაკეთებიდან 42 დღის განმავლობაში მოსახლეობამ უნდა შეამციროს სოციალური კონტაქტები, ატაროს პირბადე, გამოიყენოს სანიტაიზერები, თავი მოარიდოს ხალხმრავალ ადგილებს ისევე, როგროც ალკოჰოლის მიღებას.

8 დეკემერს ტატიანა გოლიკოვას რეკომენდაციებისა და 42 დღიანი პერიოდში დაწესებული შეზღუდვების შესახებ შეკითხვა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ანა პოპოვას დაუსვეს. ამ უკანასკნელმა გოლიაკოვას რეკომენდაციებს კიდევ ერთი რჩევა დაამატა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ალკოჰოლი sputnik-V-ის გაკეთებამდე 2 კვირით ადრეც არ უნდა მიიღოს. მისივე განმარტებით, ალკოჰოლის მოხმარება იმუნური რეაქციის წარმოქმნას შეაფერხებს.

ანა პოპოვას შემდეგ ამ თემაზე კომენტარი გამალეის სახელობის რუსეთის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტის ხელმძღვანელმაც გააკეთა. sputnik-V სწორედ ამ ცენტრში შეიქმნა. ალექსანდრ გინსბურგის განცხადებით, ალკოჰოლის სრული აკრძალვა საჭირო არ არის და ეს არც იგეგმება. (http://armstrongpharmacy.com) მან მკაცრი რეკომენდაცია გასცვა, რომ ვაქცინის თითოეული ინექციიდან სამი დღის განმავლობაში ადამიანმა ალკოჰოლი არ მიიღოს.


 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist