რომელი ქართული უნივერსიტეტები თანამშრომლობენ რუსეთის უნივერსიტეტთან საპატრიარქოს უნივერსიტეტის გარდა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დრგდსრგ
330
VIEWS

13 მარტს  კრემლისტური მედიის  Sputnik-საქართველოს ქართულენოვანმა გამოცემამ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სპუტნიკ-საქართველოს მტკიცებით, დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი  საპატრიარქოს უნივერსიტეტის გარდა უკვე თანამშრომლობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე მეცნიერებათა აკადემიასთან.

“დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს, მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გვიპასუხეს, რომ ისინი დონის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2018 წლიდან თანამშრომლობენ და თანამშრომლობის მემორანდუმიც აქვთ გაფორმებული. თსუ-ში კი გვიპასუხეს, რომ უნივერსიტეტებს შორის ოფიციალური, ფორმალური თანამშრომლობა არ არსებობს და დონის უნივერსიტეტთან საქმიანი კომუნიკაცია შესაძლოა, რომელიმე პროფესორის ინდივიდუალური ინიციატივა იყოს. მეცნიერებათა აკადემიის საიტზე კი დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2014 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებაა ხელმისაწვდომი.

"

სპუტნიკის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც რუსული უნივერსიტეტი საქართველოსთან თანამშრომლობს, არის ის, რომ დონის როსტოვის უნივერსიტეტის რექტორი ბესარიონ მესხი ქართველია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია.

"

ხიჭაურში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე საპატიარქოს უნივერსიტეტსა და დონის როსტოვის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე  1-ელ მარტს გამოქვეყნდა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი  სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონია.

"
ბესარიონ მესხი, დონის როსტოვის  სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
მეუფე სპირიდონი, საქართველოს საპატრიარქოს  წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი

წყარო:
საქართველოს საპატრიარქოს  წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდი

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი,  სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი უკრაინის ეკლესიის შესახებ კრემლის გზავნილების ტირაჟირებებდა და კონსპრაციებს ავითარებდა. მან ქადაგებისას განაცხადა, რომ უკრაინის პატრიარქი ფილარეტი მონათლულიც კი არ იყო. აღნიშნული დეზინფორმაცის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist