რომელი ქართული მედიები ავრცელებენ პუშკოვის დეზინფორმაციას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სდდსდ
345
VIEWS

2020 წლის 24-25 მარტს ონლაინ გამოცემებმა „მარშალპრესი“ და „პროგრესნიუსი“ გამოაქვეყნეს იდენტური სტატიები სათაურით “პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად აფრენილ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა”. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, პოლონეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის Ил-76-ს, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის დასახმარებლად სამედიცინო აღჭურვილობა გადაჰქონდა. “მარშალპრესი” და “პროგრესნიუსი” აღნიშნავენ, რომ ამ ცნობებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი ავრცელებს.

პოლონეთის მიერ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ 25 მარტს ტვ “ობიექტივის” ეთერში ბონდო მძინარაშვილმაც განაცხადა, ხოლო 24 მარტს კრემლისტურმა გამოცემა “ნიუსფრონტმა” ალექსეი პუშკოვზე დაყრდნობით ასევე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “პოლონეთის ნაგიჟარმა ხელისუფლებამ რუსული თვითმფრინავები იტალიისკენ არ გაატარა”.

საგულისხმოა ისიც, რომ 23 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის, ალექსეი პუშკოვის ტვიტერის პოსტზე დაყრდნობით აღნიშნული ცნობები სპუტნიკმაც გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ ჩაასწორა და განმარტა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის ღიაა. პოსტი ტვიტერიდან თავად პუშკოვმაც წაშალა. რაც შეეხება დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ წყაროებს, მათი სტატიები ინტერნეტში უცვლელი სახით იძებნება.

""

"

მტკიცება, თითქოს პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად რუსეთის მიერ გაგზავნილ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, დეზინფორმაციაა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ამ ცნობებს ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ რეალურად პოლონეთი ტრანზიტულ თვითმფრინავებს არ ბლოკავდა.

გავრცელებული ცნობები 24 მარტს ტვიტერზე უარყვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა გვერდმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ პშიდაჩიმ. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპუტნიკის სტატიას კორონავირუსთან დაკავშირებულ მორიგ ყალბ ამბებს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთს არ უთხოვია პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლის ნებართვა, შესაბამისად, სამინისტროს განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, თითქოს პოლონეთმა რუსულ თვითმფრინავებს უარი უთხრა, უსაფუძვლოა. მარჩინ პშიდაჩმა კი აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიაზე გაზრდილ დაძაბულობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ, რათა ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობა შეარყიონ. რეალურად კი, მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცე ტრანზიტისთვის ღია რჩება.

""

გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მასალა Polygraph-მაც მოამზადა. როგორც Polygraph აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი, რომელმაც ქვეყანას ამჯერად საჰაერო სივრცის ჩაკეტვაში დასდო ბრალი, პოლონეთის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი და 2017 წელს იმასაც აბრალებდა, რომ მეორე მსოფლიო ომი სწორედ პოლონეთმა დაიწყო და 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი მიიტაცა.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist