რომელი მედიები და ექსპერტები დარეგისტრირდნენ კრემლის მედია ფორუმზე?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

pjimage (1)
6.9k
VIEWS

4-7 სექტემბერს თბილისში კრემლის მიერ დაფინანსებულ “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე” ქართული მედია საშუალებები და ექსპერტებიც დარეგისტრირდნენ, რომელთა ნაწილი 5 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობდა.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ ღონისძიებაზე რეგისტრირებული ქართული მედია საშუალებების და ექსპერტების სიას:

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი – ზვიად ავალიანი,
  • ტელეკომპანია “ობიექტივი” – ბონდო მძინარიშვილი, ვალერი კვარაცხელია,
  • Sputnik Georgia – ანასტასია ხატიაშვილი,
  • “საქართველო და მსოფლიო” – ეკატერინა ნასყიდაშვილი,  სოფია კაკაჩია,
  • „საქინფორმი“ – არნო ხიდირბეგიშვილი, დიანა შერეშაშვილი,
  • საინფორმაციო სააგენტოს “პატრიოტი”  – გიორგი ირემაძე

ქართველი ექსპერტები:

  • არჩილ სიხარულიძე- ექსპერტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი,
  • გიორგი აბაშიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი,
  • მამუკა არეშიძე- პოლიტოლოგი, კავკასიურ საკითხთა ექსპერტი
  • გულბაათ რცხილაძე- “ევრაზიული ინსტიტუტი”-ს დამფუძნებელი

2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში “საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი” იმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა “მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში”. მედია ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სახმრეთი” (Север-Юг), პრეს-კლუბი “თანამეგობრობა” (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”. ღონისძიება რუსეთის “საპრეზიდენტო ფონდის” მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist