რომელ რუსულ წყაროებს ეყრდნობა “ობიექტივი” კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაში ამერიკის დასადანაშაულებლად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გრწე
920
VIEWS

2020 წლის 24 მარტს ტვ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის „ღამის სტუდია – ყველას გასაგონად“ წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ COVID 19-ზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსი შექმნილია ხელოვნურად და მის მოლეკულაში არსებობს საინჟინრო ჩარევის კვალი. მან დაიმოწმა ნაწყვეტები  „Россия 1“-ში 17 და 23 მარტს გასული ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემიდან, სადაც რუსი პოლიტიკოსი სერგეი კურგინიანი და ყირიმელი წარმოშობის აშშ-ში მოღვაწე პოლიტოლოგი არიელ კოენი კორონავირუსის წარმოშობაზე საუბრობენ.

სერგეი კურგინიანი აღნიშნული გადაცემის 17 მარტის ეპიზოდში ავითარებს აზრს, რომ კორონავირუსი ამერიკელების მიერ შეიქმნა და ამერიკა დიდი ხანია ემზადებოდა პანდემიისთვის, რასაც, კურგინიანის აზრით, მოწმობს ამერიკაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი გამოჩენა. იმავე გადაცემის 23 მარტის ეპიზოდში ნაჩვენებია არიელ კოენის ჩართვა ვაშინგტონიდან, სადაც იგი კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ამერიკულმა დაზვერვამ იცოდა ჩინეთში ეპიდემიის შესაძლო წარმოშობის შესახებ, რაც კოენმა დაუკავშირა „რაღაც სამხედრო თამაშს“, რომელიც მისი მტკიცებით ჩინეთში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით გაიმართა.

თავის მხრივ, ზემოაღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით ვალერი კვარაცხელიაც იდენტურ ნარატივს იმეორებს და ვირუსის წარმომავლობას ამერიკას უკავშირებს.

ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიეტივი”: „ესე იგი, რაზეა ლაპარაკი, გვაჩვენეთ, რასთან გვაქვს საქმე, როგორი აგებულების არის ის, რასაც კორონავირუსს ვეძახით. ეს აგებულება თავისთავად გვიჩვენებს ინჟინერიის კვალს”… ტრამპს აძლევდნენ ინფორმაციას, რომ ჩინეთში მოსალოდნელია ეპიდემია, ჯერ კიდევ შემოდგომიდან. საიდან უნდა ცოდნოდათ მათ ეს ამბავი?… ამერიკელებს ეს შეიძლება სცოდნოდათ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც იგეგმებოდა, შესაძლებელია, სწორედ მათი მონაწილეობით.

სერგეი კურგინიანი, მოძრაობა “Суть времени”: „დავსვათ პირველი კითხვა, რატომ არ გვიჩვენებენ ამ ვირუსს? სტრუქტურას… აჩვენეთ ხალხს სტრუქტურა, ძალიან საინტერესო იქნება. მას უცნაური გენომი აქვს, ინჟინირებული, უცნაური ჭრები, მექანიკური…. ახლა მეორე კოლეგებო, ამერიკელებმა ოფიციალურად დაიწყეს უკვე ვაქცინის გამოცდა, როგორ მიაღწიეს ამას ასე მალე?… სხვანაირად შეუძლებელია, თუ ვირუსზე უკვე არ მუშაობ იმთავითვე.“

არიელ კოენი, “The Internationl Tax and Investment Center”: “იყო “საომარი თამაში”, აგვისტოში, სექტემბერში , რომლიდანაც მიიღეს ცნობა, რომ  ჩინეთიდან წამოვა ვირუსი. არ იყო ლაპარაკი უშუალოდ კორონა ვირუსზე, მაგრამ ეპიდემიაზე, სახიფათო გრიპზე და ამბობდნენ, რომ მილიონამდე დაიღუპება ამერიკაში.”

„ობიექტივის“ ტელეწამყვანი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავითარებს კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც ამერიკელებმა კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს და ჩინეთში გაავრცელეს. რეალურად, ვირუსის გენომის შესწავლის შედეგად სამეცნიერო კვლევამ დაასასტურა, რომ ვირუსი ბუნებრივადაა წარმოშობილი, ხოლო აშშ-ის ხელისუფლების მიერ კორონავირუსზე ინფორმაციის წინასწარ ფლობა ოფიციალურ წყაროებში არ დასტურდება.

    1. დადასტურებულია, რომ ახალი კორონავირუსი ბუნებრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნა

ვალერი კვარაცხელია, მსგავსად სერგეი კურგინიანისა, არ ასახელებს არცერთ სამეცნიერო კვლევას ან წყაროს, რომელიც  ახალი ტიპის კორონავირუსის ლაბორატორიული წარმომავლობას დაადასტურებდა.

ვირუსის გენომზე პირველი მონაცემები ჩინელმა მეცნიერებმა შეაგროვეს და გაასაჯაროვეს. საბოლოოდ, 2020 წლის 17 მარტს ავტორიტეტულმა სამეცნიერო გამოცემამ Nature Medicine-მა გამოაქვეყნა COVID-19-ის გენომზე ჩატარებული შედარებითი კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ვირუსი ბუნებრივი გადარჩევის პროცესის შედეგადაა ჩამოყალიბებული და გენეტიკური მონაცემები იმის მტკიცების საფუძველს არ იძლევა, რომ ვირუსი ლაბორატორიული მანიპულაციების შედეგადაა შექმნილი.

Natural Medicine-ის კვლევა: “შეუძლებელია SARS-CoV-2 -ის მსგავსი ვირუსი ლაბორატორიულ პირობებში წარმოქმნილიყო მონათესავე  SARS-CoV ვირუსზე მანიპულირებით. გენეტიკური მასალა მკაცრად აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 არ არის წარმოქმნილი რომელიმე მონათესავე ვირუსის საფუძველზე.”

     2. ამერიკის ხელისუფლების მიერ კორონავირუსზე ინფორმაციის წინასწარ ფლობას არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს

„ობიექტივის“ ეთერში გასულ გადაცემაში გამოთქმული ეჭვი, რომ ამერიკის დაზვერვა ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას მანამდე ფლობდა, ვიდრე ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად ვირუსის პირველი შემთხვევების შესახებ განაცხადებდა, არცერთი სანდო წყაროთი  არ დასტურდება. კვარაცხელია ეყრდნობა მხოლოდ სოლოვიევის გადაცემის 17 და 22 მარტის ეპიზოდებს, სადაც სერგეი კურგინიანი არგუმენტად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა ყველაზე ადრე დაიწყო. აღნიშნულზე დაყრდნობით ის ავითარებს კონსპირაციას, რომ ამერიკა ამ ვითარებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა.

პოლიტოლოგი არიელ კოენი ასევე არ ასახელებს არც ერთ ოფიციალურ წყაროს იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ კორონავირუსი აშშ-მა შექმნა. კოენი ახსენებს მხოლოდ „სამხედრო თამაშებს“, რომელშიც ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ . რეალურად 2019 წლის ოქტომბერში ჩინეთის ქალაქ უხანში მართლაც გაიმართა სპორტული ტიპის „მსოფლიო სამხედრო თამაშები“, რომელშიც ამერიკული გუნდი მონაწილეობდა. კონსპირაციის თეორია, თითქოს ჩინეთში კორონავირუსი ამერიკელი სამხედროების საშუალებით გავრცელდა, ხშირად სწორედ აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებასთანაა დაკავშირებული.

კონსპირაციას, თითქოს კორონავირუსი აშშ-მა, შექმნა, 18 მარტს “საქართველო და მსოფლიო” და “ნიუსფრო§ნტიც” ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist