რომელ რელიგიას სცემს თაყვანს მტრედი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

4.3k
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “მოძრაობა ძლევაი საკვირველი” მტრედის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს მტრედი, რომელსაც თავი ქვის იატაკზე უდევს. ვიდეოში ზარების ხმა ისმის. აღწერის მიხედვით, ეს ხილული სასწაულია, “ზარების ხმაზე მტრედი თაყვანისცემას იწყებს.” 21 დეკემბერს იდენტური ვიდეო ფეისბუქ გვერდებმა “კიკის გვერდი”, “მრწამსი – მართლმადიდებლური გვერდი”, Sapatriarqos Mcvelebi / საპატრიარქოს მცველები, taonews.geსარწმუნოება sarwmunoeba – ფოტო და ვიდეო არქივი გამოაქვეყნეს. კიკის გვერდის მიხედვით, ეს ნამდვილი სასწაულია, “მრწამსი – მართლმადიდებლური გვერდის” აღწერაში ვკითხულობთ, რომ ზარების ხმის გაგონებისას მტრედი თავს ასე ხრის.

"

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. პოსტებზე დართული ვიდეო ინტერნეტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აუდიოს თანხლებით იძებნება. ზარების ხმის გარდა, ვიდეოს უფრო ადრინდელ ვერსიებს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან დაკავშირებული აუდიო ჩანაწერებიც ადევს.

ღია წყაროებში ვიდეოს ყველაზე ადრინდელი ვერსია 8 დეკემბრით თარიღდება. ვიდეო იუთუბზე მომხმარებელმა Dihlar Shah-მა გამოაქვეყნა და ვიდეოზე თანდართული ლოგოს მიხედვით, ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელ SnackVideo-ში იყო ატვირთული.  ვიდეოში მხოლოდ ნარატორის ხმა ისმის.

 "
9 დეკემბერს მტრედის ამსახველი იდენტური ვიდეო ხმის გარეშე იუთუბ მომხმარებელმა Nadia Z-მ გამოაქვეყნა.

"

დღეს ვიდეო სოციალურ ქსელში ფართოდაა გავრცელებული და მას სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ავრცელებენ. მაგალითად, Abdul Wasiq-ის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამ ვიდეოში ალლაჰის სადიდებელი ისმის.

"
ხოლო ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც პენჯაბურ-ენოვანი რელიგიური შინაარსის პოსტები ქვეყნდება, ვიდეო განსხვავებული გახმოვანებითაა ატვირთული. 

"
საქართველოში გავრცელებულ ვიდეოს ზარების ხმა ადევს. იდენტური აუდიოს მქონე ამავე მტრედის კადრები 12 დეკემბერს მომხმარებელმა 中国柯儿Chinese Ke’er-მა გამოაქვეყნა, აღწერის მიხედვით, ვიდეოში პილიგრიმი მტრედია ასახული და სული ყველაფერს აქვს.

"
აღსანიშნავია ისიც,  რომ ფრინველის ეს მდგომარეობა მტრედებში პარამიქსოვირუსის ერთ-ერთ სიმპტომს ჰგავს. კონკრეტულად პარამიქსოვირუსით დაავადებული მტრედები თავის ბალანსს ვერ ინარჩუნებენ და შესაძლოა კისერი გადაუტრიალდეთ.

"
ფოტო: agriculture.vic.gov.au


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist