რომელ ქვეყნებს ასახავს ვიდეოფაბრიკაცია, რომელიც მანქანების გაუჩინარებაში გვარწმუნებს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

35
VIEWS

2020 წლის 24 ნოემბერს ვებ-გვერდმა intermedia.ge-მ ვიდეო, სათაურით “5 მანქანა, რომელიც გაქრა! ეს ფაქტები კამერებზეა აღბეჭდილი” გამოქვეყნა. ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეოში მოცემულია სხავდასხვა დროსა და 5 სხვადასხვა ადგილას გადაღებული ვიდეოსგან შემდგარი კოლაჟი, რომელიც მანქანების გაუჩინარებას ასახავს.

;

Intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული ვიდეო კოლაჟი ფაბრიკაციაა, კადრებიდან მანქანები ვიდეო მონტაჟის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით არის გამქრალი. ამასთანავე გეოლოკაციით შესაძლებელი გახდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ავთენტური ვიდეო კადრებია გადაღებული. ვიდეოფავრიკაციის მიზანია ინტერნეტ მომხმარებელი პარანორმალური მოვლენების არსებობაში დაარწმუნოს.

ვიდეო #1

პირველი ვიდეო, რომელიც ხიდზე არსებულ მაგისტრალზე მანქანების მოძრაობას ასახავს, ბრატისლავაშია გადაღებული. ლოკაციის იდენტიფიცირებაში ვიდეოს ზედა მარცხენა კუთხეში განთავსებული გემის ფორმის ნაგებობა დაგვეხმარა, რომელზეც წარწერა River’s Culb არის განთავსებული.

;

დაწესებულება მსგავსი სახელითა და ვიზუალური მახასიათებლებით სწორედ ბრატისლავაში იძებნება, რომელიც მდინარე დუნაის სანაპიროზე განთავსებული კლუბია. აღნიშნული ლოკაციიის ფოტოები გუგლის რუკაზეც არის დატანილი, საიდანაც, კლუბის მდებარეობის, ხიდზე დამონტაჟებული განათებისა და ხიდის სახელურებზე დაკვირვებით დასტურდება, რომ ვიდეოში სწორედ ეს ადგილია აღბეჭდილი. საინტერესოა ისიც, რომ ბრატისლავაში “მანქანის გაქრობის” ან მსგავსი პარანორმალური ინციდნეტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

;

;

გარდა ამისა, ვიდეოზე დაკვირვების შედეგად აშკარაა ვიდეო მონტაჟის დადმადასტურებებლი რამდენიმე ნიშანი.

1. მანქანის “გაუჩინარებამდე” კადრში თეთრი წრიული სინათლე ჩნდება და მაქანა კადრში კვლავ მსგავსი სინათლიდან ბრუნდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ვიდეოს დასამუშავებლად After Effect-ის ფილტრი  Optical flyers იყო გამოყენებული. აღნიშნული ფილტრით შესაძლებელია წრიული ნათების შექმნა, რომელიც კადრის ცვლილების დასაფარად შეიძლება იქნას გამოყენებული.

;;

2. საინტერესოა ისიც, რომ მანქანის “გაუჩინარების დროს, საპირისპირო მხარეს სხვა მანქანების მოძრაობაც ჩანს. მანქანის გაქრობის კადრი რომ რეალური იყოს და არა ვიდეო მონტაჟი, მანქანის “გაქრობას” წესით სხვა მანქანების ყურადღებაც უნდა მიეპყრო და მათი გაჩერება ან სვლის შენელება უნდა გამოეწვია, რაც ვიდეოში არ ჩანს.

;

ვიდეო #2 

შემდეგ ვიდეოში ნაჩვენებია გზაზე მიმავალი ავტომობილი, რომელიც მოულოდნელად “ქრება” და კადრში აღარ ბრუნდება.

ვიდეოს არაავთენტურობას ადასტურებს ის, რომ ინტერნეტში აღნიშნიშნული კადრის რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

;

მანქანის “გაქრობის” კადრი ვიდეოდან.

;

ინტერნეტში გავრცელებული იგივე კადრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანის “გაუჩინარებას” არც ამ შემთხვევაში მიუპყრია სხვა მანქანების ყურადღება და არ გამოუწვევია მათი სვლის შენელება.

;

ამ შემთხვევაში სავარაუდოდ After Effect-ის ფუნქცია Fade– არის გამოყენებული, რაც კადრის გრადაციული გაქრობა/გაჩენის ვიზუალურ ეფექტს ქმნის.

;

კადრი ვიდეოდან

ვიდეო #3

აღნიშნულ ვიდეოზე დაკვირვების საფუძველზე შესაძლებებლი გახდა იმის დადგენა, რომ ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ან კანადაშია გადაღებული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სატვირთო მანქანა წარწერით “KYS”, რომელიც კადრში “გაუჩინარებული” მანქანის საპირისიპირო მხარეს მოძრაობს. მსგავსი სახელით იძებენება გადამზიდი კომპანია, რომელიც მათსავე ვებ-გვერდზე დაყრდნობით მხოლოდ აშშ-ს 48 შტატსა და კანადაში ახორციელებს გადაზიდვებს.

;

;

რაც შეეხება ვიდეო მონტაჟის დამადასტურებელ ნიშნებს, კადრის დასამუშავებლად სავარაუდოდ კვლავ  After Effect-ის ფილტრი Optical flyers იყო გამოყენებული.

ამას ადასტურებს ისიც რომ მანქანის გაქრობასთან ერთად გაზაზე განთავსებული საგზაო მანიშნებლის ნაწილიც ქრება. ასევე, ის მკვეთრი სინათლე რომელიც მანქანის გაქრობას ახლავს თან, გვერდით მოძრავი მანქანის მინაზე არ აირეკლება.

;;

აღსანიშნავია ისიც, რომ მკვეთრ სინათლეს და მანქანის გაუჩინარებას ამ შემთხვევაშიც უნდა მიექცია უკან თუ გვერდით მოძრავი მანქანების ყურადღება და მათი გაჩერება ან სვლის შენელება უნდა გამოეწვია, რაც ვიდეოში არ ჩანს.

ვიდეო #4

აღნიშნული ვიდეო მასზე არსებული დროის მარკერის გათვალისწინებით სავარაუდოდ 2013 წელს არის გადაღებული. ვიდეოს სრული ვერსია ერთ-ერთ რუსულენოვან ვებ-გვერდზეც იძებნება, სადაც ჩანს, რომ წინ მიმავალი თეთრი მანქანა, რომელიც შემდეგ “უჩინარდება” სიჩქარეს უმატებს და წინ აგრძელებს სვლას. ამ მანევრიდან მალევე 00:26 წამიდან  ვიდეოში მარჯვენა მხარეს შესახვევი და მანქანების სადგომი მოჩანს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ მანქანის “გაქრობის” კადრი ვიდეოში არ ჩანს, სავარაუდოა რომ თეთრი ფერის მანქანამ სწორედ ამ მიმართულებით გააგრძლა სვლა, მაშინ, როდესაც მანქანა რომლიდანაც ვიდეოს იღებდნენ, პირდაპირ აგრძელებს მოძრაობას.

;;

ვიდეო #5 

აღნიშნიშნულ ვიდეოში მონტაჟისას, სავარაუდოდ ასევე After Effect-ის ფილტრი Optical flyers იყო გამოყენებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ვიდეოში მანქანის “გაქრობისას” გაჩენილი ნათება არ აირეკლება გვერდით მდებარე გორაკზე, რომელზეც მისი დახრის კუთხის გათვალისწინებით სინათლის გარკვეული ნაწილი უნდა არეკლილიყო.

;;

  • ვიდეო ფაბრიკაციის მსგავსი შემთხვევები

მანქანების გაუჩინარების შემთხვევების და სხვა პარანორმალური მოვლენების  შესახებ ვიდეოების გავრცელება ახალი ტენდენცია არ არის. გასულ წლებში მსგავსი კადრები სხვა ქყვენებშიც ვირუსულად ვრცელდებოდა, მაგალითიად, 2018 წელს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა მფრინავი მანქანების ვიდეო, რომელიც ჩინეთში იყო გადაღებული. კადრების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზებრაზე გადასასვლელი, რომლის ხაზებიც მანქანების ფრენასთან ერთად ქრებოდა და ჩნდებოდა, ვიდეოს დამონტაჟებას ადასტურებდა.

;

2019 წელს მანქანების გაუჩინარებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ხიდზე მოძრავი მანქანებისა და მოტოციკლების რიგი ჩანს, ისინი მოძრაობის შედეგად კედლის გავლით უჩინარდებიან. რეალურად ვიდეოში მსგავს ვიზუალურ ეფექტს ოპტიკური ილუზია ქმნის. ვიდეო არა ხიდზე, არამედ პარკინგის ტერასაზე, ზედა რაკურსიდან არის გადაღებული. სახურავზე დაგროვილი წყალი ხიდის იმიტაციას ქმნის, ხოლო ოპტიკური ილუზია გვაფიქრებინებს, რომ მანქანები ხიდზე მოძრაობენ და უჩინარდებიან, რეალურად კი ისინი პარკინგის ზონაში შედიან.

;

მსგავსი ფაბრიკაციული მასალის გავრცელება მიზნად ისახავს დაარწმუნოს ინტერნეტ მომხმარებელი პარანორმალური მოვლენების არსებობაში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სლოვაკია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist