რომელ ომში მონაწილეობდა ვირი, სახელად ბემბი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

241
VIEWS

4 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Laliko Chaganava გამოაქვეყნა სქრინი, რომელშიც მოცემულია ჯარისკაცის ფოტო ზურგზე შემოსმული ვირით. პოსტში ნათქვამია, რომ ფოტო მეორე მსოფლიო ომში გადაიღეს და ჯარისკაცი ასე არა ვირების სიყვარულის გამო მოიქცა, არამედ იმისთვის, რომ დანაღმულ ველზე ვირის თავისუფალ მოძრაობას ჯაჭვური აფეთქებები არ გამოეწვია. 7 დეკემბრის 10:00 საათის მონაცემებით პოსტს 2.5 ათასი გაზიარება აქვს.

;

პოსტი დეზინფორმაციულია, რეალურად ფოტო გადაღებულია არა მეორე მსოფლიო, არამედ 1958 წელს ალჟირის ომის დროს. ქართული პოსტის იდენტური ინგლისურენოვანი აღწერა გაზაფხულზე ვირუსულად სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და ამერიკელმა ფაქტ-ჩექერებმა ის უკვე გადაამოწმეს.

  • ფოტო ალჟირში 1958 წელსაა გადაღებული

ფაქტების გადამოწმების ამერიკული პლატფორმა Snopes-ის მიხედვით,  ფოტო და წარწერა იმის შესახებ, რომ ჯარისკაცი ვირს არა სიყვარულის, არამედ სიფრთხილისა და თავის დაზღვევის გამო დაატარებდა, აშშ-ში პანდემიის დასაწყისში, მარტის თვეში, იმიტომ გავრცელდა, რომ ეს იყო ერთგვარი პასუხი და მეტაფორა ქვეყნებისადმი, რომლებიც  პანდემიის მართვას არასერიოზულად ეკიდებოდნენ.

თუმცა, ამ პოსტში არასწორი ფოტო გამოიყენეს, რეალურად 1954-1962 წლებში ალჟრიში დამოუკიდებლობის მოთხოვნით საფრანგეთის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა.  ამ დაპირისპირებაში 1958 წელს უცხოელებისგან შემდგარი საფრანგეთის მეცამეტე ბრიგადა მონაწილეობდა, სწორედ მისმა წევრმა ჯარისკაცებმა ჯებელთან ახლოს პატარა მიტოვებული ვირი (ჩოჩორი) იპოვეს და შიმშილისგან გადასარჩენად ბაზაზე წაიყვანეს. ფოტოც ამ დროს გადაიღეს, მოგვიანებით ვირს სახელად ბემბი დაარქვეს და ფრანგულ და ინგლისურენოვან პრესაში გამოხმაურების გამო ცხოველი ლეგიონის სიმბოლოც კი გახდა.

;
Daily Mirror, Friday 19th of September 1958 წყარო

USA Today-ის მიხედვით, იმის დასადასტურებლად, რომ ფოტო მეორე მსოფლიო ომის დროს არ არის გადაღებული საკმარისია ჯარისკაცების უნიფორმებიც, რომელთა მსგავსიც მეორე მსოფლიო ომისთვის დამახასიათებელი არ იყო. USA Today-სთან საუბრისას სტანფორდის უნივერსიტეტის სამხედრო ისტორიკოსმა და მეორე მსოფლიო ომის ექსპერტმა ვიქტორ დევისმა განმარტა ისიც, რომ 1943-45 წლებში სიცილიაზე მებრძოლმა აშშ-ს ძალებმა საბრძოლო მოქმედებებისას ათასობით ვირი გამოიყენეს, მისი აზრით, სწორედ ამ ცნობას შეიძლებოდა გამოეწვია გაურკვევლობა და ფოტოს მეორე მსოფლიო ომისთვის მიკუთვნება.


 

არქივის ბმული

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ალჟირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist