როგორ შეცვალა Правда-მ Guardian-ის სტატია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

449
VIEWS

25 აგვისტოს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა – Правда-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “The Guardian – ნატომ რუსეთს პროვოცირება გაუწია და ახლა მის შეჩერებას ვერ შეძლებს”. სტატიის მიხედვით, ჯურნალისტი ფილიპ შორთი საკუთარ მოსაზრებაში “გარდიანისთვის” აღწერს, როგორ გააკეთა დასავლეთმა ყველაფერი რუსეთის ნდობის დასაკარგად და როგორ იქცა ნატოს შესაძლო გაფართოება აღმოსავლეთით მთავარ პრობლემად, რომლის შესახებაც რუსეთი დასავლეთს წლების მანძილზე აფრთხილებდა. 

25 და 26 აგვისტოს Правда-ს სტატია და მისი ტექსტის ნაწილი რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც (1,2) გამოაქვეყნეს.

Screenshot 3 1 როგორ შეცვალა Правда-მ Guardian-ის სტატია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ?

Правда “გარდიანის” სტატიის შინაარსს მანიპულაციურად ავრცელებს. ფილიპ შორთი სტატიაში არ ამბობს, რომ ნატომ რუსეთს პროვოცირება გაუწია და მას ვეღარ აჩერებს, პირიქით, ის აღნიშნავს, რომ პუტინს სურს აჩვენოს, რომ ნატოს მისი გაჩერება არ შეუძლია.  ამასთან შორთი წერს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების არა მთავარი მიზეზი, არამედ მხოლოდ აისბერგის წვერია და რომ პუტინს უკრაინაზე თვალი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ეჭირა. 

Правда-ს სტატიაში რამდენიმე უზუსტობა გვხვდება, რომელიც “გარდიანის” სტატიის შინაარსს დამახინჯებულად წარმოაჩენს. 

Правда-ს მიხედვით, ნატომ რუსეთს პროვოცირება გაუწია და ახლა მას ვერ აჩერებს. “გარდიანის” სტატიაში მსგავსი ფრაზა არ გვხვდება. სტატიის ავტორი, ფილიპ შორთი აღნიშნავს, რომ პუტინის მიზანია აჩვენოს, რომ ნატო უძლურია და მისი გაჩერება არ შეუძლია, ხოლო მიაღწევს თუ არა ის წარმატებას, დასავლეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. 

Screenshot 4 9 როგორ შეცვალა Правда-მ Guardian-ის სტატია რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ?

კიდევ ერთი განსხვავება სტატიებს შორის უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შეფასებაშია. Правда-ს სტატიაში ეს პროცესი წარმოჩენილია, როგორც მთავარი მიზეზი, რატომაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი წარმოიშვა. ფილიპ შორთი კი წერს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მხოლოდ აისბერგის წვერია და პუტინს დასავლეთის წინააღმდეგ მრავალი წყენა ჰქონდა დაგროვილი. შორთი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინს უკრაინაზე თვალი ჯერ კიდევ ძალაუფლებაში მოსვლამდე ეჭირა.

აღსანიშნავია, რომ Правда-მ საკუთარ სტატიაში გამოტოვა შორთის სტატიის ის მონაკვეთები, სადაც ავტორი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, დონბასში აჯანყების გაღვივებასა და საბოლოდ უკრაინაში სასტიკ შეჭრას აღწერს. ამის ნაცვლად სტატიაში მოყვანილია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს ყოფნას უკრაინაში, რადგან მისმა ლიდერებმა შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად ყირიმზე თავდასხმა მოისურვონ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist