როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

319
VIEWS

5 აგვისტოს, პრორუსული პროპაგანდისტული ტელევიზია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა,” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი ტურისტები საქართველოში ფულს არ ხარჯავენ და შემოსავალი რუსი და სხვა პოსტ-საბჭოთა ტურისტებისგან შემოდის. 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: „არ ჩამოდის ეს ამერიკელი საქართველოში, ან თუ ჩამოდიან ავტოსტოპით დადიან, პირიქით უფასოდ დადიან რაღაცა გაუბედურებული, ძირითადად ეგეთი, ევროპელი ტურისტი ეგრე მხვდება ყოველ შემთხვევაში მე და ვისაც დოვლათი შემოაქვს, დიდწილად არიან რუსეთიდან

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

ევროკავშირთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადება სეზონი TV-ს წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ალტ-ინფოს გადაცემა “დღის კომენტარში” გააკეთა. მისი თქმით,   ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს რუსი ტურისტი და ევროპელები მათ ჩასვლას ნატრობენ.

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi 1 როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

რუსი ტურისტების შესახებ გიორგი ქარდავასა და ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, რუსეთის რეზიდენტობის მქონე ტურისტები საქართველოში ევროკავშირიდან შემოსულ ტურისტებთან შედარებით საშუალოდ 32%-ით ნაკლებს ხარჯავენ. ხოლო ტურისტების რაოდენობით ევროკავშირის ლიდერი არცერთი სახელმწიფოს ტურისტულ ინდუსტრიაში რუსეთის რეზიდენტების რიცხვი ტურისტების საერთო რაოდენობის 3%-ს არ სცდება. 

  • რუსეთიდან შემოსული ტურისტები საქართველოში ეკვროკავშირიდან შემოსულ ტურისტებთან შედარებით საშუალოდ 32%-ით ნაკლებს ხარჯავენ

მართალია, საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა და რაოდენობის შესაბამისად მათი ხარჯიც ყველაზე მაღალია, თუმცა საშუალოდ რუსეთიდან შემოსული ტურისტი უფრო დაბალი მხარჯველუნარიანობით ხასიათდება ვიდრე ევროპელი ტურისტები.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2022 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების მიერ ჯამურად დახარჯულმა თანხამ 67.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯამში საქართველოს 71 793 ვიზიტორი ეწვია, საშუალოდ ერთ სულზე 942 დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში, ევროკავშირიდან ჯამურად შემოსული ტურისტების რაოდენობამ 35 628 ადამიანი შეადგინა, ხოლო სრული დახარჯული თანხა 44.5 მილიონ აშშ დოლარი იყო, რაც საშუალოდ ერთ ტურისტზე 1249 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ ევროკავშირიდან ჩამოსული ტურისტი, რუსეთიდან შემოსულთან შედარებით საშუალოდ, 32%-ით, თითქმის მესამედით, მეტს ხარჯავს. 

2022 იანვარი-მარტი ტურისტების რაოდენობა ჯამურად დახარჯული თანხა საშუალო დანახარჯი
რუსეთი 71 793 67.7 მლნ. $ 942 $
ევროკავშირი 35 628 44.5 მლნ $ 1249 $

ნარატივი, თითქოს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ხარჯი  სხვა ქვეყნების ტურისტების ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება, წინა წლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა.  განსაკუთრებული აქტუალურობა ამ თემამ 2019 წელს შეიძინა, როდესაც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა,  პუტინის გადაწყვეტილებით, შეწყდა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები. ტურისტების მხარჯველუნარიანობას გვიჩვენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემების მიხედვით შედგენილი ცხრილი:

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi 2 როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

დეტექტორის” მასალები:

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსი ტურისტები არა მარტო საქართველოში არამედ ზოგადად ყველგან ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და “ევროპელები მათ ნატრობენ”, ასევე ტყუილია. რეალურად, 2019 წლის მონაცემებით, ანუ იქამდე სანამ პანდემია ტურიზმზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა,   ტურისტების რაოდენობით ევროკავშირის პირველი 3 ქვეყანა საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია იყო. საფრანგეთმა 2019 წელს ჯამში ტურისტების რეკორდულად დიდი რაოდენობა – 90 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო, საიდანაც მხოლოდ  1 მილიონამდე იყო რუსეთიდან. მეორე ადგილზე მოხვდა ესპანეთი 83.7 მილიონი საერთაშორისო ტურისტით, რომელთაგანაც რუსი ტურისტები 1.3 მილიონს შეადგენდნენ. 65 მილიონი მიღებული ტურისტით მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა და ამ სამეულში რუსეთიდან შემოსული ტურისტების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ იტალიაში – 1.77 მილიონი იყო

შესაბამისად, საერთო ტურისტული ბაზრიდან რუსული ტურიზმის პროცენტული წილი ამ ქვეყნებში ასე განაწილდა:

ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა რუსი ტურისტების პროცენტული წილი
საფრანგეთი 90 მილიონი 1.11%
ესპანეთი 83.7 მილიონი 1.55%
იტალია 65 მილიონი 2.73%

იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ტურისტის ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა იტალიაში 3.2 დღე იყო, რაც, დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

აღსანიშნავია ასევე ტურისტების მხარჯველუნარიანობაც, მაგალითად, ესპანეთში, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ტურისტების საშუალო დღიური ხარჯი 6463 რუსულ რუბლს შეადგენდა, (საშუალო რიცხვი გამოყვანილია სტატისტიკაში ზამთრისა და ზაფხულის სეზონის საშუალო დღიური ხარჯების საშუალო არითმეტიკულით, უფრო ვრცელი სია იხილეთ ქვემოთ) რაც 2019 წლის საშუალო კურსით 89 ევროა.

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi 3 როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?
წყარო: Statista

ამით, რუსეთი საგრძნობლად ჩამოუვარდება გერმანიის, იტალიის, ნორდიკული და სხვა ევროპული სახელმწიფოების ტურისტების დღიურ დანახარჯებს ესპანეთში.

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi 4 როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

2022 წლის მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ევროკავშირი 2022 წლის თებერვალი-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, რუსეთიდან 3 მილიონ ტურისტს კარგავს. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, დაზარალდა კვიპროსი, რომელიც, ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინოს პეტრიდოსის თქმით, წელს რუსეთიდან და უკრაინიდან 1 მილიონ ტურისტს ელოდა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კვიპროსი ევროკავშირის წევრი ის იშვიათი სახელმწიფოა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაშიც რუს ტურისტებს მნიშვნვნელოვანი ადგილი უკავიათ. კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე ჩატარებულ უკანასკნელი აღწერის მიხედვით, ტურიზმის სექტორში რუსეთს 10% და მეტი, ევროკავშირში კვიპროსის გარდა, მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) და ფინეთში უკავია.

rogoria rusi turistebis danakharjebi saqarthvelosa da evropashi 5 როგორია რუსეთიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები საქართველოსა და ევროპაში?

თუმცა აღსანიშნავია, რომ სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი არიან ამჟამად რუსეთისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაუქმების მთავარი მომხრეები. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, განაცხადა, ბოლო პერიოდში  ესტონეთში შენგენის ტურისტული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შესვლა  შეინიშნება, რაც რუსეთზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან თანხვედრაში არ მოდის, რადგან “აგრესორ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს საშუალება,  მისი მოქალაქეებისთვის  საერთაშორისო ცხოვრების ყოფითი დონე შეინარჩუნოს.” მსგავსი პოზიციით გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინიც, რომლის განცხადებითაც, “არასწორი იქნება, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ თავდასხმით ომს აწარმოებს, რუსებს ჩვეული ცხოვრების გაგრძელება და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობა შეეძლოთ.” ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტმა გაბრელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ვიზების გაცემას რუსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზების შემთხვევაში გააგრძელებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist