როგორ ცდილობს კრემლი სკრიპალების საქმეში რუსული კვალის ლუგარის ლაბორატორიით გადაფარვას

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

252
VIEWS

გაჟონა თუ არა კრემლთან დაახლოებულ მედიაში ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციამ?

2018 წლის 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღვოდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის 11 სექტემბრის პრესკოფერენცია და დოკუმენტები, თითქოს თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, ასევე ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას 12 სექტემბრის სტატია, სათაურით “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ.” სტატია და თანდართული ფოტომასალა Al-Mayadeen TV-ს სახელით არის გამოქვეყნებული, რომელიც ბაშარ ალ-ასადის და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. გაინტაჯიევას  სტატია 16 სექტემბერს გაავრცელა პორტალმა Zero Hedge, ხოლო 14 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეახრხმა “Звезда” გამოაქვეყნა გაიტანჯიევას ინტერვიუ, რომელშიც ის კვლავ საქართველოში სისხლის უჯრედების იმპორტზე საუბრობს.

რუსულ მედიაში ლუგარის თემის “გაცოცხლება” ქრონოლოგიურად რუსეთის 2 მოქალაქის მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ემთხვევა, რომელთაც 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის “ნოვიჩოკით” მოწამვლაში ედებათ ბრალი. რუსეთის მიმართ წაყენებული ბრალდებების გადაფარვის მიზნით, კრემლის მედიამ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საფრთხედ წარმოჩენის თემა, რომელსაც ის  2012 წლიდან მუდმივად ქმნის, კვლავ გააქტიურა.
"
თუ ადრეულ პუბლიკაციებში კრემლისტური მედია ლუგარის ლაბორატორიაზე ძირითადად რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს და ცალკეული რესპონდენტების მიერ გავრცელებულ დაუსაბუთებელ ჭორებს ეყრდნობოდა, ბულგარელი ჟურნალისტის პუბლიკაცია სიმულაციურ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომლებიც ერთი მხრივ, დოკუმენტირების ილუზიას ქმნის, მაგრამ რეალურად არარელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელთა საილუსტრაციოდაც არის გამოყენებული. ამ მიზნით დალია გაიტანჯიევა ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილ დოკუმენტებს და მინისტრის და ცალკეული საჯარო პირების ელექტრონულ მიმოწერას იყენებს.

გაჟონილი  წერილები

გაიტანჯიევას სტატიაში “არგუმენტებად” ძირითადად შემდეგი დოკუმენტებია მოყვანილი:

  • აშშ-ის საელჩოს წერილი ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული მასალის (პათოგენები) საბაჟო ზედამხედველობის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ;

"

  • ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი აშშ-ის საელჩოს, რომ შემოტანილი მასალები განკუთვნილია ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მონიტორინგისთვის და მათი ზედმახედველობის გვერდის ავლით შემოტანა მხოლოდ არაკომერციული მიზნით, კვლევითი საქმიანობისთვის არის დაშვებული;

"

  • USAMRD-G-ისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენლებს შორის ელექტრონული მიმოწერა ღონისძიებაზე დამსწრეთა შესახებ, ასევე აშშ-ის სახმელეთო ძლების სამედიცინო კვლევების და რესურსების სარდლობის მმართველ გენერალ ბარბარა ჰალკომსა და მინისტრ დავით სერგეენკოს შესაძლო შეხვედრის შესახებ;

"

"

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, რომელიც ერთ შემთხვევაში ვოლტერ რიდის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, მეორე შემთხვევაში ბ-ნ სერგეენკოს პარიზში Gilead-ის წარმომადგენლობასთან შეხვედრას შეეხება;

"

  • მინისტრ  სერგეენკოს სახელზე ბულგარელი ჟურნალისტის ელექტრონული ფოსტით მიწერილი წერილზე მინისტრის რეაგირება, რომელიც მან  სამინისტროს პრესსამსაუხრს გადაუგზავნა (“აი ეს ვინღაა. ვის დაკარგვია და საიდან გაიგო ნეტა ჩემი მეილი”).

"

“მედიის განვითარების ფონდი” შეეცადა ჯანდაცვის სამინისტროსტან გადაემოწმებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ავთენტურია ეს დოკუმენტები და ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, დაიწყო  თუ არა როგორც სამსახურეობრივი მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოჩნდა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების პირადი ელექტრონული მიმოწერა, ასევე სხვა დოკუმენტები  ბულგარელი ჟურნალისტის ხელში. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე ვერც წერილობით, ვერც სატელეფონო ფორმით ვერ მოვიპოვეთ.

განახლება: 

2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამ ინფორმაციის შესახებ რუსთავი 2-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმოწერა შესაძლოა ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოიპოვეს.

დავით სერგეენკო: “ესეთი კიბერ-თავდასხები და ინფორმაციის არალეგალური მოპოვება სამწუხაროდ იშვიათი არ არის დღევანდელ დღეს და მე ვფიქრობ იგივე განმეორდა აქაც.”

სიმულაციური მტკიცებულებები

გაჟონილი წერილებიდან გაიტანჯიევა დიდ ყურადღებას უთმობს აშშ-ის საელჩოს წერილს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომელშიც სისხლის გაყინული უჯრედების საბაჟო ზედამხედველობისგან გათავისუფლების მოთხოვნას ეხება. ამ წერილის საფუძველზე გაიტანჯიევა “ამტკიცებს”, რომ ამერიკელი დიპლომატები პათოგენების და სისხლის უჯრედების საქართველოში უკანონო იმპორტს ახდენენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის კვლევითი მასალების გაცვლა უცხო არ არის. “საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის” 2017 წლის მონაცემებით, თავად აშშ არის ადამიანის სისხლის, შრატის, იმუნოლოგიური პროდუქტების, მალარიის დიაგნოზირების სატესტო ნაკრების და ცხოველის სისხლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი.

"

იმავე მონაცემებით ამ სასაქონლო პროდუქტის ტოპ 5 ექსპორტიორია:

ქვეყნები და მათი წილი მსოფლიო ექსპორტში
გერმანია: 16 %
ირლანდია: 13 %
აშშ: 13 %
გაერთიანებული სამეფო: 6 %
იტალია: 4%

წერილები და დოკუმენტები, რომლებსაც გაიტანჯიევა საკუთარ სტატიაში ეყრდნობა, რეალურად არაფრის მთქმელია და სტატიის ავტორის კონსპირაციების მტკიცებულებებად არ გამოდგება. გაჟონილი წერილების გარდა, სტატიაში მოცემულია ღია დოკუმენტები, როგორიცაა მაგალითად, სამხედრო პროგრამაში ჩართული პირების ქცევის ინსტრუქცია, შეთანმება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცითი თანამშრომლობის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და Gilead-ის კორპორაციას შორის და სხვა. აღნიშნული ღია დოკუმენტები ავტორმა ილუზორულ მტკიცებულებებად აქცია და მკითხველში შექმნა განცდა, თითქოს ჟურნალისტმა საგანგაშო, საიდუმლო მტკიცებულებები მოიპოვა.


Al Mayadeen-ის შესახებ:

პან-არაბული სატელიტური არხი “ალ-მაიადინ” 2012 წელს შეიქმნა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშია ბაზირებული. ტელეარხის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მედი-საშუალების მთავარი ღირებულება არაბული სამყაროს ერთიანობაა, ისრაელი კი მოხსენიებულია ოკუპანტ და უცხოურ დომინანტ ძალად. ალ-მაიადინის რეპორტაჟები გამოირჩევა პრო-ასადური პოზიციით: სირიის თავისუფალი არმია “ტერორისტულ” ძალად არის მოხსენიებული, ხოლო ასადის ძალადობრივი მეთოდები, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება “წმენდად” არის შეფასებული. ტელეარხის გადაცემებსა და ინტერვიუებში ხშირად ჩნდებიან “ჰეზბოლას” წარმომადგენლები.

Zero Hedge-ის შესახებ:

Zero Hedge ინგლისუერნოვანი გამოცემაა, ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. ვებ-გვერდზე ყველა სტატია ქვეყნდება ანონიმურად, ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის”-ის მთავარი პერსონაჟის, ტაილერ დურდენის სახელით. 2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დურდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი – ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ბლუმბერგთან ინტერვიუში Zero Hedge-ის ბლოგერმა კოლინ ლოკმა გამოცემის “ფორმულა” გაავრცელა: “რუსეთი კარგია, ობამა – იდიოტი, ბაშარ ალ-ასადი – კეთილმოსურნე ლიდერი, ჯონ კერი – სულელი. ვლადიმირ პუტინი – სახელმწიფოს მართვის ხელოვნების ისტორიაში უდიდესი ლიდერი.”

დილიანა გაიტანჯიევას შესახებ:

დალიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ე.წ. საგამოძიებო მასალა სათაურით “პენტაგონის ბიო ომები” 2018 წლის 16 იანვარს ინგლისურენოვან პორტალზე South Front გამოაქვეყნა. პორტალი რუსეთიდან იმართება და რუსულ დომეინზეა რეგიტრირებული, რომელიც ხშირად აქვეყნებს შეთქმულების თეორიებს სამხედრო თემატიკისა და დაზვერვის შესახებ. რუსულ ენაზე ეს მასალა პორტალმა Новостной Фронт გამოაქვეყნა, რომელიც დონბასის დამოუკიდებლობას აღიარებს და აღნიშნავს, რომ გამოცემის მიზანი რუსული ცივილიზაციის ინტერესების დაცვაა.

"

2017 წლის აგვისტომდე გაიტანჯიევა მუშაობდა ბულგარული გაზეთისთვის Труд, სადაც 2017 წლის 4 ივლისს მან გამოაქვეყნა სტატია, თითქოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში აზერბაიჯანის საელჩოს სირიაში ტერორისტებისთვის იარაღის დიპლომატიური ფრენებით მიწოდების შესახებ მიმოწერა ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აშშ, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი და სხვა ქვეყნები.

გაიტანჯიევას სტატია ბულგარულმა ბეჭდურმა მედიამ გაავრცელა, რომლის 80%-საც პრორუსი ოლიგარქი და ბულგარეთის პარლამენტის წევრი დელიან პეევსკი აკონტროლებს. ბულგარული მედიის ცნობით, პეევსკისთან დაკავშირებული კომპანიები ჩართულები იყვნენ სამხრეთ ნაკადის მშენებლობაში, რომელიც რუსეთიდან ბულგარეთის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა და რეალურად ნაბუქოს გაზსადენის კონკურენტს წარმოადგენდა. ნაბუქოს პროექტი, თავის მხრივ, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

გაზეთ “Труд”-მდე გაიტანჯიევა მუშაობდა რეიტინგით მეოთხე ბულგარული ტელევიზიისთვის TV7, რომელსაც ბულგარელი ბიზნემსმენი, კორპორატიული კომერციული ბანკის მფლობელი ცვეტან ვასილევი აკონტროლებდა. 2013 წელს კორპბანკის 9.9 % რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა VTB იყიდა. 2016 წელს ვასილევის წინააღმდეგ გამოძიება ბანკის  თანხის მითვისების ბრალდებით დაიწყო, რაც დაახლოებით $1.3 მილიარდს შეადგენს. 2015 წელს TV7-ის ახალი მფლობელი კომპანია Louvrier Investment გახდა, რომლის ხელმძღვანელსაც პიერ ლუვრიერს კავშირები აქვს რუს ოლიგარქთან კონსტანტინ მალოფეევთან. მალოფეევი აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის ძალების წინააღმდეგ მებრძოლი “არალეგალური სამხედრო დაჯგუფებების” დაფინანსების გამო ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა. მალოფეევი ამავდროულად რუსეთში კონსერვატიულ სატელევიზიო არხს Царьград ТВ ფლობს, რომლის მთავარი რედაქტორი 2015-2016 წლებში ალექსანდრ დუგინი იყო.


პროპაგანდის მეთოდები
სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა: ისეთი ავთენტური დოკუმენტების/ფაქტების გამოყენება, რომლებიც ქმნის მტკიცებულებების არსებობის ილუზიას, მაგრამ
რეალურად არარელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელთა საილუსტრაციოდაც არის გამოყენებული


კონსპირაციას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.


Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

წყარო

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

გაი
გაიტანჯიევა დილიანა

წყარო

giorg
გიორგაძე იგორ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist