როგორ შეუცვალეს კამალა ჰარისის სიტყვებს აზრი ვიდეოს დამონტაჟებით

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

918
VIEWS

15 იანვარს ფეისბუქ-გვერდმა ნიკოლოზ კობერიძის ბლოგი გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ვიდეო, რომელშიც ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ კოვიდინფიცირებულები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჰოსპიტალში მოათავსეს, ასევე ისინიც, ვინც გარდაიცვალნენ, ვაქცინირებულები იყვნენ. ვიდეოს ქართული თარგმანის ტიტრებიც აქვს დართული.

"
ვიდეო, რომელშიც კამალა ჰარისი ამბობს, რომ COVID-19-ით ინფიცირებულები და გარდაცვლილები ვაქცინირებულები არიან, დამონტაჟებულია. ვიდეომანიპულაციისგან განსხვავებით, რეალურ ვიდეოში კამალა ჰარისი არა “ვაქცინირებულს”, არამედ “არავაქცინირებულს” ამბობს.

“ნიკა კობერიძის ბლოგზე” კამალა ჰარისის ვიდეო ცუდი ხარისხითაა ატვირთული და პირის მოძრაობაზე დაკვრვებით რთული გასარჩევია, ნამდვილად იმას ამბობს თუ არა ის, რაც აუდიო ჩანაწერით გვესმის. ვიდეო ისეა დამონტაჟებული, რომ მისი სიტყვების საპირისპირო აზრია მიღებული. კონკრეტულად კი აუდიო ჩანაწერი ისეა მანიპულირებული, თითქოს ჰარისმა სიტყვა “არავაქცინირებულის” (unvaccinated) ნაცვლად “ვაქცინირებული” (vaccinated) თქვა.

ორიგინალი ვიდეო ჯერ კიდევ 2021 წლის 16 ივლისით თარიღდება და მასში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჰარისმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის ყველა ჰოსპიტალიზებული კოვიდინფიცირებული არავაქცინირებულია, ამასთან კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებიც არავაქცინირებული იყვნენ.

"

სრული ციტატა კი ასეთია:

კამალა ჰარისი: “პრაქტიკულად ყველა ადამიანი, რომელიც ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში და დაავადებულია COVID-19-ით, არის არავაქცინირებული, ამას გავიმეორებ, ეს ფაქტია. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად ყველა, ვინც ახლახან გარდაიცვალა COVID-19-ით, არავაქცინირებული იყო.”

ვიდეომანიპულაცია Associated Press-მა გადაამოწმა, მათ გავრცელებული ვიდეომანიპულაციის შესახებ სტატია 2021 წლის 10 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

კამალა ჰარისთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
გაიკეთა თუ არა კამალა ჰარისმა კოვიდ-19-ის ვაქცინა?

ნიკა კობერიძის ბლოგის შესახებ

გვერდი, რომელმაც კამალა ჰარისის დამონტაჟებული და დეზინფორმაციული ვიდეო გამოაქვეყნა, 2021 წლის 30 ნოემბერსაა შექმნილი და 358 მოწონება აქვს. “ნიკა კობერიძის ბლოგს” ჩვენს შესახებ ნაწილში მითითებული აქვს – “ყველაფერი მსოფლიო დიქტატურის შესახებ”, გვერდზე კი უმეტესწილად კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონსპირაციული პოსტები ქვეყნდება.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist