როგორ შეამცირა ნიდერლანდებმა სიკვდილიანობა – წყალბადის ზეჟანგით თუ ვაქცინაციით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

როგორ შეამცირა ნიდერლანდებმა სიკვდილიანობა – წყალბადის ზეჟანგით თუ ვაქცინაციით?
10
VIEWS

განახლება: “მითების დეტექტორის” მიერ აღნიშნულ თემაზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ Inga Tavberidze-მ ფეისბუქ ჯგუფში Tbilisi Pearl-of Georgia-ში პირვანდელი ინფორმაცია შეასწორა


4 სექტემბერს ფეისბუქ ჯგუფში Tbilisi Pearl-of Georgia მომხმარებელმა Inga Tavberidze გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდებში კორონავირუსით ადამაინები აღარ იღუპებიან და აღარც ნიღაბს იკეთებენ, საქართველოში კი პაციენტებს განზრახ ხოცავენ ან იტყუებიან. პოსტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსისგან განკურნების ყველაზე ეფექტიანი საშუალება წყალბადის ზეჟანგის მიღებაა და ყველა, ვინც ის გამოიყენა, განიკურნა.

"
პოსტის წყაროდ ინგა თავბერიძე anna april-ს უთითებს. იდენტური ტექსტი ამ ფეისბუქ მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე 3 სექტემბერს გამოაქვეყნა.

"
Inga Tavberidze-სა და Anna April-ის პოსტები ცრუ მკურნალობის მეთოდს, მანიპულაციასა და დეზინფორმაციას შეიცავს: 1) კორონავირუსის საწინააღმდეგო წყალბადის ზეჟანგის მიღება ცრუ მკურნალობის მეთოდია. სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება, რომ წყალბადის ზეჟანგი კორონავირუსისგან ან სხვა რომელიმე დაავადებისგან კურნავს. 2) ნიდერლანდებში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის შედეგია 3) ნიდერლანდებში პირბადის ტარება ზოგიერთ დახურულ სივრცეში კვლავ სავალდებულოა. 

  • კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი და შეზღუდვები ნიდერლანდებში

ნიდერლანდებში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის და რისკ ჯგუფებისთვის დაიწყო. დღეს ქვეყნის მოსახლეობის 62.3% სრულად ვაქცინირებულია. შესაბამისად, შემცირებულია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელიც. მაგალითად, 10 იანვრის მონაცემებით, ნიდერლანდებში 33 757 ადამიანი ერთჯერადად იყო აცრილი.

"

ამავე პერიოდში ბოლო 7 დღეში გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 107-ს შეადგენდა.

"

დღეს, როცა ვაქცინირებულთა რიცხვი 12 მილიონს აჭარბებს, 7 სექტემბრის მონაცემებით ბოლო 7 დღეში გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 6-ს უტოლდება.

"

რაც შეეხება ნიდერლანდებში ნიღბის ტარების მოთხოვნას, 2021 წლის 26 ივნისიდან ნიღბის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აეროპორტებში, თვითმფრინავებსა და სკოლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება. ნიდერლანდებში ღია და დახურულ სივრცეებში შეკრებების დროს 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვის რეგულაციაც მოქმედებს.

  • რამდენად ეფექტიანია  წყალბადის ზეჟანგის მიღება კორონავირუსის წინააღმდეგ?

წყალბადის ზეჟანგს (H2O2) იგივე წყალბადის პეროქსიდს და “პერეკისს” მედიცინაში მრავალფეროვანი გამოყენება აქვს და გავრცელებულ სადეზინფექციო საშუალებად ითვლება. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ვრცელდებოდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგის სისტემატიურ გამოყენებას, კონკრეტულად მის ცხვირისა და პირის ღრუში გამოვლებას და არა დალევას, კორონავირუსით დაინფიცირების ან მისი გართულების პრევენცია შეეძლო.

2021 წლის 1-ლ მაისს კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაცინეტებში წყალბადის პეროქსიდის გამოყენების ეფექტიანობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა დაკვირვებამ, სადაც 40 პაციენტიდან 20 წყალბადის ზეჟანგს ცხვირისა და პირის ღრუში სავლებ საშუალებად მოიხმარდა, ვერ შექმნა საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ წყალბადის ზეჟანგი კოვიდ-19-ით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის ეფექტიანი დამხმარე საშუალებაა.

კოვიდ-19-ისგან განკურნების გარდა, წყალბადის ზეჟანგს სხვა დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიან იარაღადაც მოიხსენიებენ, თუმცა არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები, რომ წყალბადის ზეჟანგის ხსნარის პირდაპირ ან წყალში გაზავებული ფორმით მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ორგანიზმის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  წყალბადის ზეჟანგის მიღებამ შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და როგორც მოკლევადიანი უკუჩვენებები, ასევე ჯანმრთელობის სერიოზული, გრძელვადიანი დაზიანება გამოიწვიოს.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

Anna April, Inga Tavberidze თუ lavieduneblondie?

Inta Tavberidze პოსტს თან ურთავს ახალგაზრდა ქალის ფოტოს, წყაროდ კი anna april-ს უთითებს. იდენტური ფოტო anna april-ის ფეისბუქ ანგარიშზე 2016 წლის 5 დეკემბერს გამოჩნდა. ანგარიშზე სხვა მაიდენტიფიცირებელი ფოტოები გამოქვეყნებული არ არის.

"

რეალურად ფოტო ინტერნეტში პირველად ინსტაგრამ მომხმარებელმა lavieduneblondie-მ 2016 წლის 24 აგვისტოს გამოაქვეყნა. ფოტოზე კი თავადაა გამოსახული.

"

"

ფოტო მოგვიანებით ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელ Pinterest-ის მოკლე თმის ვარცხნილობების კოლექციებში.

"

ჯგუფი Tbilisi Pearl-of Georgia 2021 წლის 10 მარტს შეიქმნა და მას ორი ადმინისტრატორი ჰყავს: Inga Tavberidze  და Da Isy.

"

Inga Tavberidze-მ საკუთარ ჯგუფში წყალბადის ზეჟანგის ეფექტიანობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი კვლავ Anna April-ს ეკუთვნის, ის კი თავის მხრივ გიორგი ლომიძის ლაივს ეფუძნება. პოსტში ამ საშუალების გამოყენების შედეგად კმაყოფილი ადამიანების პერსონალური გამოცდილებებია მოყვანილი, ხოლო წყალბადის ზეჟანგი ნებისმიერი დაავადების განკურნების საშუალებადაა მოხსენიებული.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist